პრეპარატი რიბავ-ექსტრა

პრეპარატი რიბავ-ექსტრა _ თანამედროვე პრეპარატია,რომელიც სტიმულირებას უწევს თესლის გაღივებას და კალმების დაფესვიანებას. იგი მიღებულია ბიოტექნოლოგიური გზით და აბსოლუტურად არატოქსიკურია!

ბიოპრეპარატი რიბავ-ექსტრა წარმოადგენს მიკოზური სოკოების ცხოველქმედების პროდუქტს,რომელიც გამოყოფილი იქნა ჟენშენის ფესვებიდან ბიოტექნოლოგიური გზით და შეიცავს უნიკალურ ბუნებრივ კომპლექსს (ამინომჟავები,ფიტოჰორმონები,ვიტამინები),რომელიც უმცირესი დოზითაც კი ააქტიურებს მცენარის ყველა სასიცოცხლო პროცესს.

რიბავ-ექსტრამ აჩვენა მაღალი აქტიურობა კულტურათა ფართო სპექტრში: მარცვლეულიდან დაწყებული ეგზოტიკურ მცენარეებამდე.მისი დანახარჯი მინიმალურია,შედეგით კი არ ჩამოუვარდება უცხოურ ანალოგებს.

პრეპარატი უზრუნველყოფს:

თესლის გაღვივების,ამოსვლის და დაფესვიანების შედეგის ამაღლებას.

კალმების,ჩითილის,ბოლქვების,ძირების და ნერგების განვითარების სტიმულირებას და ფესვთა სისტემის განვითარებას,მათ შორის იმ მცენარეებში რომლებიც რთულად ფესვიანდება.

ყველა სახის კულტურის დარგვის და გადარგვის დროს აუმჯობესებს ფესვის ჩაზრდის და განვითარების პროცესს.

აძლიერებს ზრდას და განვითარებას ვეგეტაციის პერიოდში.

აქვეითებს დაავადების განვითარების დონეს.

სწრაფად ახდენს მცენარის აღდგენას და აკლიმატიზაციას დაავადებულ,მავნებლებისგან დასუსტებულ,მოყინულ ან გვალვისგან დაზიანებულ მცენარეებში.

აახალგაზრდავებს ხნიერ ხეებს და ბუჩქებს.

ზრდის მოსავლიანობას.

რიბავ-ექსტრას გამოყენების შემდეგ კალმებში არ ვითარდება ლპობა.

გამოყენება: პრეპარატის გამყენება შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა კულტურაში,ღია და დახურულ გრუნტში,ზრდის ტექნოლოგიის დარღვევის გარეშე,აქვს გამოყენების მოქნილი ვადები.საუკეთესო შედეგს იძლევა რიბავ-ექსტრას გამოყენება ორჯერ(დასარგავი მასალის დამუშავება და აქტიური ზრდის პერიოდში დამუშავება),რადგან ამ პერიოდში ენდოფიტების სუსტი განვითარების გამო ფესვებში ფიტოჰორმონების უკმარისობა შეინიშნება.შემდგომში პრეპარატის გამოყენება ხდება მცენარის მდგომარეობის მიხედვით და კონკრეტული პირობების შემთხვევაში (ყინვები,გვალვა,დაზიანებები და სხვა).

ხსნარი უნდა დამზადდეს გამოყენების დღეს.სათესი და დასარგავი მასალის დამუშავების დროს,კალმების ჩალბობის და ნერგების დარგვისას პრეპარატის 1 მლ. იხსნება 10 ლიტრა წყალში.ვეგეტატიურ პერიოდში მყოფი მცენარეებისათვის 1 მლ. იხსნება 100 ლიტრა წყალში.

პრეპარატის 1 მლ. შეიცავს 30 წვეთს. რიბავ-ექსტრა გამოიყენება თესლის დასამუშავებლად,ფესვების არის მოსარწყავად - 0,01%-იანი ხსნარით. ასევე ვეგეტატიურ პერიოდში მყოფი მცენარეებისთვის შესასხურებლად - 0,001%-იანი ხსნარით.

პრეპარატით დამუშავების შემდეგ (შესხურება) და მოსავლის აღების დაწყებას შორის დროის ინტერვალის დაცვა საჭირო არ არის.გამოცდილება აჩვენებს,რომ რიბავ-ექსტრა შეეთავსება მცენარეთა დაცვის ნებისმიერ საშუალებას.მიკროელემენტები კი აძლიერებს მის მოქმედებას.

ბიოპრეპარატი არანაირ მავნე ზემოქმედებას არ ახდენს ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმზე,არ არის საშიში ფუტკრებისათვის,სხვა მწერებისათვის და თევზებისათვის.

ამ პრეპარატის გამოყენება უზრუნველყოფს ჯანსაღი პროდუციის მიღებას ნაკლები დანაკარგით.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

 

03 April 0 2 580
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно