სასუქი ჰიდროპონიკისთვის

ჰიდროპონიკის მცენარეებისთვის ნებისმიერი თხევადი საკვები უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო ელემენტს. ამიტომ ასეთი ხსნარებში შედის არა მარტო აზოტის, კალიუმის და ფოსფორის მარილები, ასევე რკინა, ბორი, მანგანუმი, თუთია, სპილენძი და სხვ. სახლის მცენარეებს გავითარების რამდენიმე ციკლი აქვთ. გაზაფხულზე - ვეგეტაციის, როცა იზრდებიან. მოყვავილე მცენარეებს ამ ეტაპის მერე კოკრების გამოტანის ფაზა აქვთ, მერე - ყვავილობის, შემოდგომაზე კი სინათლის დღის შემცირებისას და ტემპერატურის დაცემისას - მეტნაკლებად გამოხატული მოსვენების პერიოდი. თითოეულ სტადიას განსხვავებული რაოდენობის მაკრო- და მიკროელემენტი სჭირდება. ვეგეტაციის დროს - მეტი აზოტი, ყვავილების და ნაყოფის ჩამოყალიბებისას მეტი კალიუმი და ფოსფორი, კალიუმი ზრდის ასევე მცენარის ზამთრისადმი მედეგობას.არსებობს სპეც,კომპლექსური სასუქები, რაც ჰიდროპონიკის მცენარეებს გამოადგებათ. მათში NPK დაბალანსებული შემცველობაა, იგი მთელი წლის განმავლობაში შეაქვთ წყალში, ან ნეიტრალურ სუბსტრატში - პერლიტი, ქოქოსის ბოჭკო. იდეალურია ისინი  ფოთლოვანი მცენარეებისთვის, თუმცა მთლად ბოლომდე არ გამოდგებიან მოყვავილე და მსხმოიარე მცენარეებისთვის, ამიტომ სჯობს სასუქის კომპლექტის ყიდვა  მცენარის გავითარების სხვადასხვა პერიოდისთვის.


1) etisso hydro vital - თხევადი აზოტ-ფოსფორ-კალიუმიანი სასუქია მიკროელემენტებთან ერთად. შეიქმნა გერმანიაში სპეციალურად ჰიდროპონიკის დეკორატიული მცენარეებისთვის. შეიცავს საკვებ მიკოროელენტებს ადვილად ასათვისებელი ფორმით და ზრდა გავითარებისთვის ოპტიმალური თანაფარდობით. ასევე მასში არის ბუფერული ნივთიერებები მჟავეობის გასათანაბრებლად.
შემადგენლობა:
აზოტი - 5,2%, ფოსფორი - 5,0%, კალიუმი - 4,2%. მიკროელემენტები - ბორი, სპილენძი, რკინა, მანგანუმი, მოლიბდენი, თუთია, ვიტამინი- B1. 
გამოყენება :
10მლ სასუქი იხსნება 10ლ წყალში, სადაც დარეგულირებულია ph. მაკრო- და მიკროელემენტები სასუქში კიდევ არ განაპირობებს მცენარის მიერ მათ სრულად ათვისებას. ამიტომ ეს სასუქებიშეიცავენ ასევე ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს ფესვების მიერ საჭირო ნივთიერებების შეწოვას. ასე მცენარე ნამდვილად მიიღებს მისი ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელ ყველა ელემენტს.
დეკორატიულ -მოყვავილე მცენარეებისთვის დამატებით საჭიროა კიდევ კომპლექტში შემავალი სასუქებიდან რომელიმე:
თხევადი სასუქი ზრდის ეტაპზე Etisso (Hydro).

თხევადი სასუქი ზრდის ეტაპზე Etisso.
შემადგენლობა: 7,1 % მთლიანი აზოტი, 3,1 % წყალში ხსნადი ფოსფატები, 4,2 % წყალშიხსნადი კალიუმის ოქსიდი, 0,02 % სპილენძი და დამატებით მიკროელემენტები და ვიტამინი B1. ასეთ შემადგენლობას იყენებენ ინტენსიური ზრდის ფაზაში.
თხევადი სასუქი ყვავილობისთვის Etisso.
შემადგენლობა : 3,8 % მთლიანი აზოტი, 7,6 % წყალში ხსნდი ფოსფატები, 7,5 % წყალშიხსნადი კალიუმის ოქსიდი, 0,02 % სპილენძი  და ემატება კიდევ  მიკროელემენტები და ვიტამინი B1.


2) Greenworld "Spezialdunger Hydrokultur" გერმანული ნაწარმია.   


დანიშნულება: გამოდგება ყველა დეკორატიულფოთლიანი მცენარისთვის ჰიდროპონიკაში. ფოთლები ხდება ხასხასა, მაძღარი მწვანე ფერის, იწვევს სწრაფ ჯანსაღ ზრდას, ხელს უშლის ფოთლების წვეროების  გაყვითლებას, შეიცავს ყველა საჭირო კომპონეტს,
გამოყენების წესი: ქოთნის კულტურებზე - 5მლ სასუქს ხსნიან 2ლ წყალში. ყოველ მეორე მორწყვაზე  წყალში უმატებენ სასუქს, ჰიდროპონიკა - 3მლ 2ლ წყალზე.
შემადგენლობა: აზოტი - 4,5 %, ფოსფორი - 4,5 %, კალიუმი - 6 %. მიკროელემენტები - ბორი - 0,010 %, სპილენძი - 0,009 %, რკინა - 0,034 %, მანგანუმი - 0,018 %, მოლიბდენი - 0,001 %, თუთია - 0,018 %.
დეკორატიულმოყვავილე მცენარეებისთვის საჭიროა დამატებით სასუქი, კომპლექტი შეიძლება შეიცავდეს:
თხევად სასუქს ზრდის ეტაპზე GreenWorld (Hydrokultur).
თხევადი სასუქი ყვავილობისას GreenWorld,
შემადგენლობა -აზოტი - 10 %, ფოსფორი - 9 %, კალიუმი - 7 % მიკროელემენტები - რკინა - 0,034 %, ბორი - 0,010 %, სპილენძი - 0,009 %, მანგანუმი - 0,018 %, მოლიბდენი - 0,001 %, თუთია - 0,018 %.


3) POKON - სასუქი დეკორატიუფოთლიანი მცენარეებისთვის მწარმოებელია უკრაინა.   
გამოდგება ყველა არამოყვავილე მცენარისთვის (ფიკუსი, დრაცენა, დიფენბახია, ფილოდენდრონი, შეფლერა, და სხვ.) საკვები ნივთიერებების მაღალი შემცველობის გამო ეკონომიურია გამოყენებისას. გამოდგება ჰიდრიპონიკის მცნარეებისთვისაც, მითითებული დოზების დაცვით.
შემადგენლობა - აზოტი - 2,9 % ნიტრატები, 2,7 % შარდოვანა, 2,4 % ამიაკი, სულ - 8 %. წყალშიხსნადი ფოსფორმჟავა - 3 %. წყალში ხსნადი კალიუმის ოქსიდი - 5 %. მიკროელემენტები - ბორი, სპილენძი, რკინა, მანგანუმი, მოლიბდენი, თუთია.
გამოყენება - კვირაში ერთხელ 10მლ 1ლ წყალზე, ზამთარში დოზას ამცირებენ 5მლ მდე.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

10 March 0 3 567
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно