ოსმოკოტი - ხანგრძლივი მოქმედების სასუქი
მცენარეების რეგულარული კვება მათი ზრდისა და განვითარების საწინდარია.რადგან მცენარეები გამუდმებით შთანთქავენ საკვებ ნივთიერებებს ქოთნის ნიადაგის ორგანული შემადგენლობიდან,ამიტომ საჭიროა არასაკმარისი რაოდენობის სისტემატიურად შევსება.თუმცა ხალხმა ადრე ამის შესახებ არაფერი იცოდა,ამიტომ მინერალური სასუქების გამოყენების დასაწყისი დიდი გარღვევა იყო სოფლის მეურნეობაში.ბუნებრივია რომ ოთახის მეყვევილეობაში მინერალური სასუქები განუყრელ ატრიბუტად გადაიქცა.ამავე დროს სასუქების გამოყენება ხშირად სირთულეებთან არის დაკავშირებული.
პირველ რიგში,ყოველთვის არ არის ნათელი როდისაა საჭირო სასუქის შეტანა.საკმარისია თუ არა მცენარისათვის ნიადაგში არსებული საკვები ნივთიერებები,თუ ისინი დიდი ხანია გამოილია.მოცდა არ გვსურს,რომ მცენარემ თვითონ გვაცნობოს თავისი გარეგნული იერით მინერალების ნაკლებობის შესახებ.მეორეს მხრივ მცენარისათვის სასუქის სიჭარბე ასევე მავნეა,ხანდახან კი საშიშიც რადგან შეიძლება ფესვების დამწვრობა გამოიწვიოს,ამასთანავე მცენარე იჩაგრება და ზრდას აჩერებს.
დამწყებთათვის კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს მინერალური სასუქის სწორი დოზები.პირველ რიგში სასუქის მიწოდება ხდება წინასწარ დატენიანებულ ნიადაგში,ასევე უკეთესია რეკომენდებულ დოზაზე ნაკლები კონცენტაციის გამოყენება,ეს ბევრედ უსაფრთხოა ვიდრე კონცენტრირებული ხსნარის დასხმა,რომელიც ფესვთა სისტემის დამწვრობას გამოიწვევს.ზოგიერთი მეყვავილე საერთოდ უარსაც კი ამბობს სასუქის გამოყენებაზე რომ თავიდან აიცილოს სამწუხარო შედეგები.
არსებობს სასუქები რომლებიც ბევრად აადვილებს მცენარეების მოვლას.
და ბოლოს მთავარი სირთულე სასუქების გამოყენებისას არის - ჩვენი გულმავიწყობა და სიზარმაცე.უნდა ითქვას რომ არასოდეს გვყოფნის დრო რომ ჩვენ მცენარეებს სათანადო ყურადღება მივაქციოთ.ხანდახან კი საერთოდ გვავიწყდება ბოლოს როდის მივეცით სასუქი.აწარმოეთ სპეციალური დღიური სადაც ჩაინიშნავთ და დაგემვათ სასუქების შეტანის დროს.
როგორც ცნობილია გამოგონების უნარი ერთ ადგილას არ დგას,ყოველ წელს ახალ და ახლა მეთოდებს და საშუალებებს იყენებენ,რაც აადვილებს მეყვავილეების სამუშაოს.ერთერთი ასეთი სიახლე რომელიც მემცენარეობაში და მათ შორის მეყვავილეობაში გამოიყენება,არის ხანგრძლივი მოქმედების სასუქები.ისინი დიდი ხანია გამოიყენება საყვავილე მეურნეობაში და ასევე იყენებენ მოყვარულებიც.ასეთ სასუქებს შორის ყველაზე ცნობილია - ოსმოკოტი (Osmocote®)
ამ მარკის ქვეშ იწარმოება ჩვეულებრივი თხევადი სასუქებიც, თუმცა ყველაზე ცნობილი მათ შორის გახდა ხანგრძლივი მოქმედების ტაბლეტები - Osmocote Exact.ეს სასუქი შეიმუშავა კომპანიამ - Scotts Company , გამოდის მრგვალი გრანულების სახით.ხანდახან ამ გრანულებს იპივით ჰოლანდიური მცენარეების გრუნტში.ზოგიერთი მეყვავილე თავიდან ფიქრობდა რომ ეს უცნობი და საშიში მავნებლის კვერცხები იყო,მაგრამ ახლა უმეტესობამ იცის ამის შესახებ.
ამ გრანულების გარსი შედგება ბიოდეგრადირებადი ფისისაგან,რომელიც დამზადებულია მცენარეული ცხიმებისა და პოლიმერებისაგან.გრანულების შიგნით მოთავსებულია მცენარისათვის აუცილებელი მაკრო- და მიკროელემენტების მთელი ნაკრები.მაკროელემენტებს მიეკუთვნება ის ნივთიერებები რომლებიც მცენარის მიერ მნიშვნელოვანი რაოდენობით მოიხმარება და უკიდურესად საჭიროა ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციებისათვის.ესაა: აზოტი,ფოსფორი და კალიუმი(NPK),ასევე MgO,რომლებსაც ოსმოკოტი შეიცავს შემდეგი თანაფარდობით 15:9:11 + 2.5 MgO.მაგნიუმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ფესვების განვითარებისათვის,ფოტოსინთეზის პროცესის განხორციელებისათვის(მაგნიუმი შედის ფოტოსინთეზის მთავარი პიგმენტის - ქლოროფილის შემდგენლობაში).აზოტი სამი ფორმითაა მოცემული: საერთო,ნიტრატული და ამონიური,შემდეგი თანაფარდობით 15%, 7% და 8%.მცენარის ნორმალური ფორმირებისათვის ასევე აუცილებელია მიკროელემენტები.თუმცა მცენარე მათ დიდი რაოდენობით არ შეიცავს,მათი როლი სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესის განხორციელებაში კოლოსალურია.სასუქში შედის ისეთი მიკროელემენტები როგორიცაა ბორი,სპილენძი,რკინა,მარგანეცი,მოლიბდენი და თუთია.
ოსმოკოტის მთავარი თავისებურება იმაშია,რომ საკვები კომპონენტები უცებ არ შედის ნიადაგში და რაც მთავარია თანდათანობით გამოიყოფა გარანულების გარსის დაშლის მიხედვით.წყალი რომელიც აღწევს გარსში,ხსნის მინერალების გარკვეულ ნაწილს და ისინი ნელნელა გამოიყოფა გარეთ.ყოველ მორწყვაზე იმდენი საკვები ნივთიერება თავისუფლდება რამდენიც საჭიროა მცენარისათვის მოცემულ მომენტში.ეს კავშირშია იმასთანაც, რომ განთავისუფლებული ნივთიერებების რაოდენობა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურასა და ნიადაგზე.რაც უფრო მაღალია ტემპერატურა,მით მეტი მაკრო და მიკროელემენტი გამოიყოფა.ამასთან სიცხეში მცენარეებში აქტიურად მიმდინარეობს ფიზიოლოგიური პროცესები,მათ მეტი საკვები ნივთიერება ესაჭიროებათ,ამიტომ ის რაოდენობა რასაც ოსმოკოტის საშუალებით იღებენ,სრულიად შეესაბამება მცენარის მოთხოვნილებებს.სასუქის ნელ-ნელა გამოყოფა გარანტიაა იმისა,რომ მცენარე არ დაიწვება ქიმიკატების ჭარბი დოზით.ამ სასუქის კიდევ ერთი დადებითი თვისება მასში შემავალი გოგირდი,როგორც ცნობილია ის ხელს უშლის სიდამპლის წარმოქმნას.
მინერალური გრანულების მოქმედების ხანგრძლივობა სხვადასხვანაირია.
ისინი გამოირჩევიან ფერით და თვითოეული ფერი შეესაბამება სასუქის მოქმედების ხანგრძლივობას.განასხვავებენ წითელ,ყავისფერ,ლურჯ და ყვითელ გრანულებს შესაბამისი მოქმედების ხანგრძლივობით 2-4, 5-6, 8-9 და 12-14 თვე.ჩვენი მცენარეებისათვის უნდა შევარჩიოთ ისეთი ხანგრძლივობა,რომელიც შეესაბამება მის ვეგეტატიურ პერიოდს.მაგალითად,თუ მცენარე ზრდას იწყებს მარტში და ამთავრებს ოქტომბერში,ამ დროის განმავლობაში(8 თვე) მცენარეს ესაჭიროება კვება.ვირჩევთ შესაბამისი ხანგრძლივობის სასუქს.მაგრამ თუ მცენარის ზრდა შემოდგომით არც ისე აქტიურად მიმდინარეობს,უმჯობესია ნაკლები დროის განმავლობაში მოქმედი სასუქი შევარჩიოთ (5-6თვე).თვითოეული ტიპის გრანულებისათვის მოცემულია შესაბამისი შეტანის დოზები - 1.5-დან 4 გრამამდე სასუქი ქოთნის1 ლიტრ მოცულობაზე,იმის გათვალისწინებით როგორი კვება ესაჭიროება მცენარეს -სუსტი,ნორმალური თუ უხვი.ბუნებრივია მაღალ ტემპერატურაზე საკვები ნივთიერებების გახსნა და ათვისება უფრო სწრაფად მიმდინარეობს,ამიტომ სწრაფადვე დაიხარჯება.აქედან გამომდინარე შეიძლება წინასწარ ვივარაუდოთ სასუქის საჭირო რაოდენობა.რადგან სიცხეში გამოყოფა სასუქის უფრო ინტენსიური იქნება უკეთესია ნაკლები გრანულების შეტანა,რომ არ გადავაჭარბოთ დოზას.დაბალ ტემპერატურაზე კი გახანგრძლივდება ნივთიერებების გამოყოფა,ამიტომ ასევე არ ღირს მეტი სასუქის დამატება,დოზა უნდა შემცირდეს.მომატებული დოზები საჭიროა მოზრდილი,აქტიურად მზარდი მცენარეებისათვის,რომლებსაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საკვები ნივთიერებები ესაჭიროებათ.
როდესაც ყველა საკვები ნივთიერება გამოვა გრანულებიდან,მათი გარსი მთლიანად დაიშლება ნიადაგის მიკროორგანიზმების მეშვეობით.
ოსმოკოტის სასუქები გამოირჩევა ხანგრძლივი მოქმედებით და ნიადაგში ნელ-ნელა გამოსვლით
კიდევ ერთი დეტალი,ნიადაგში გამავალი მინერალური ნივთიერებები მცენარისათვის ათვისებადი ფორმითაა მოცემული.საქმე იმაშია,რომ ფესვებს არ შეუძლიათ ყველა ქიმიური ნივთიერების ათვისება.ზოგიერთი ნივთიერება ილექება დიდი ხნით და ხან სამუდამოდაც.მართალია ნიადაგში შეიძლება ბევრი მინერელური ნივთიერება შედიოდეს,ყველა მათგანის ათვისება მცენარისათვის შეუძლებელია.ამის თქმა კი ოსმოკოტის სასუქზე არ შეგვიძლია: მასში შემავალ ყველა ელემენტს მცენარე ადვილად შეითვისებს.
მცენარეების საკვები და სასუქი მრავალგვარია.ოსმოკოტის ასორტიმენტი კი ფართო,არჩევანი თქვეთვის მოგვინდია!
თარგმანი: ლელა ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

09 March
0
14 728