დეკორატიული ხახვი

მას სხვა სახელიც აქვს - ალიუმი. ჯიშის მიხედვით ორ - ან მრავლწლიანი შეიძლება იყოს. იგი ტიტას, შროშანების, სუმბულის და ხმალას ახლო ნათესავია, ყველა ესენი ეკუთვნის ბოლქვიანებს.მცენარე ძალიან ეფექტურია. მისი 600 მდე სახეობა არსებობს. სამშობლო - ს. დას. აზიაა. იზრდება ტყეში, მინდვრებში, საკმაოდ ცხარე გემო აქვს, სუნიც მკვეთრია. ეს იმიტომ, რომ შორეული ნათესავია ხახვის და ნივრის. იგი საკმაოდ დეკორატიულია, მისი ყვავილი ბურთს ჰგავს მაღალ საყვავილე ღერზე, ამიტომ იყენებენ ბორდიურების და კლუმბების გასალამაზებლად.
ნიადაგი: სჭირდება კარგად განათებული ადგილი, ნამიანი მიწა, მიწას უმატებენ  გადამწვარ კომპოსტს, იგი არ უნდა იყოს მჟავე, მისი ნეიტრალიზება შეიძლება კირის ან დოლომიტის ფქვილის დამატებით.  მას, ისე როგორც სხვა ბოლქვიანებს, ესაჭიროება კალიუმი, რითაც მდიდარია ნაცარი. რასაც სასუქის მსგავსად იყენებენ.
მორწყვა: სჭირდება განსაკუთრებით აქტიური ზრდის დროს. თუ მცენარე დიდხანს არ მიიღებს საჭირო ოდენობის წყალს, მცენარე ცუდად გაიზრდება, თუმცა მორწყვის განახლებით იგი სწრაფად აღიდგენს პირვანდელ სახეს. ჭარბი მორწყვა არ აზიანებს დიდად მცენარეს, თუ ასე არც ისე ხშირად ხდება და არც ისე ბევრია დასხმული წყალი.
გადარგვა: ზოგჯერ, ცუდი მეტეოპირობების გამო საჭირო ხდება მისი ბოლქვების ამოღება. მათ ინახავენ მშრალ, კარგად ვენტილირებად შენობებში შემოდგომის დაწყებამდე. სექტემბერში ისევ რგავენ, რომ მოასწროს დაფესვიანება ზამთრამდე. ზაფხულობით ხშირად დიდი წვიმებია. რაც ასევე აზიანებს - ალპობს ბოლქვებს, ამიტომ მათი ამოღება აუცილებელია.  დარგვისას ითვალისწინებენ მათ ზომებს, - დიდ ბოლქვებს ღრმად რგავენ. მიწამ ქერქი რომ არ გაიკეთოს, აყრიან ნეშომპალას ან ტორფს. მშრალ ადგილზე დარგული მცენარე არ საჭიროებს ყოველწლიურად ამოთხრას. თხრიან 3 წელიწადში ერთხელ, ამ დროს აშორებენ შვილეულ ბოლქვებსაც.
გამრავლება: ყვავილედებთან ვითარდება ბევრი შვილეული ბოლქვი და თესლი. ამ ბოლქვებს ბულბებს ეძახიან. მათ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭებათ, ვიდრე თესლებს გამრავლებისთვის. თესლი ითესება ზამთარში. სიცივე თუ არ მოხვდა, არ ამოდის.  აყვავებას დიდი დრო უნდა, დაახლოებით 5 წელი, ამ ხნის განმავლობაში მცენარე ძლიერდება, იზრდება,5 წელი არც ისე პატარა დროა,  და არც ისე მოსახერხებელია - მეტ მოთმინებას მოითხოვს.

 

20 September 0 2 021
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно