სანსევიერია - ვეფხისტყავა მოვლა სახლის პირობებში

სანსევიერია (Sansevieria) - სატაცურისებრთა ოჯახის გვარი (ზოგიერთკატალოგში -აგავისებრთა),მოიცავს დაახლოებით 60-მდე სახეობას.მარადმწვანე,მრავალწლიანი,ღეროსარმქონე მცენარე,ბინადრობს ტროპიკების ქვიან,მშრალ რეგიონებში,აფრიკის სუბტროპიკებში,მადაგასკარზე,სამხრეთფლორიდას,ინდონეზიასა და ინდოეთში.სანსევიერია არ არის მომთხოვნი მცენარე,ამის გამოიგი ძალიან პოპულარულია, სხვადასხვა ქვეყანაში მას სხვადასხვა სახელით იცნობენ: ‘’ქარიყლაპიასკუდი’’,’’გველის ტყავა’’,’’სიდედრის ენა’’. სანსევიერია იმით ფასობს რომ მისი განადგურებათითქმის შეუძლებელია - იგი შეიძლება ერთი-ორი კვირით დაივიწყოთ,მაგრამ იგი არ მოკვდებადა არ გახმება.გარდა ამისა სანსევიერია წარმატებით გამოიყენება დიზაინერების მიერ ყვავილებისკომპოზიციებსა და ინტერიერის მოსართავად.

მოვლის თავისებურებები - ყველა მცენარეს თაცისი მოთხოვნები გააჩნია და თუ თქვენ გადაწყვეტთ სახლშიიყოლიოთ ესა თუ ის მცენარე,აუცილებელია გაეცნოთ მის აგროტექნიკას და დაადგინოთ შეგეფერებათთუ არა ის.ოთახის სანსევიერია იმითაა კარგი,რომ მოითხოვს მხოლოდ მცირეოდენ ყურადღებასდა ამასთან,მშვენივრად გამოიყურება. მაშ ასე,რით არის საინტერესო სანსევიერია:

-  მისთვის საკმარისია სასუქის მიწოდება წელიწადში ერთხელ,თუ თქვენამაზე ხშირად მიაწვდით კვებას,იგი ამას დიდი სიამოვნებით მიიღებს;

-  სანსევიერისთვის საუკეთესო ადგილი ფანჯრის რაფაა,რადგან მას რაცშეიძლება მეტი ნატურალური სინათლე ესაჭიროება,მაგრამ ფანჯარაში სიგრილეა თუ სითბო მისთვისუკვე სულერთია.

-  და მაინც,პირდაპირმა მზის სხივებმა შეიძლება დააზიანოს ის,ამიტომიგი ისეთ ფანჯარაში დადგით სადაც მზის სხივები მხოლოდ საღამოს ხვდებიან.

ყველაზე საშიში სანსევიერიასათვის არის ნიადაგის ზედმეტი სისველე,ზედმეტიტენისგან იგი იღუპება.

მოვლა - სანსევიერიასათვის ნეპისმიერი ტემპერატურა მისაღებია,ჰაერის ტენიანობაც დიდადარ აისახება მის გარეგნულ იერზე,მაგრამ თუ გინდათ თქვენი სანსევიერია საუკეთესოდ გამოიყურებოდეს,შეეცადეთრომ ზამთარში ტემპერატურა +16 გრადუსზე დაბლა არ დაეშვას.კარგი იქნება თუ მცენარისფოთლებს პერიოდულად ჩამობანთ ან სველი ტილოთი გაწმენდთ.სანსევიერიას მოვლა პირველ რიგშიგულისხმობს სწორად მორწყვას,მორწყვის ექპერიმენტებს მცენარის დაღუპვამდე მივყავართ,ამიტომკარგი იქნება გამოიყენოთ ტენიანობის ინდიკატორი,რომელიც შეგახსენებთ მორწყვისთვის საჭიროდროს.მოსარწყავად უმჯობესია გამოიყენოთ წვიმის,დისტილირებული ან თუნდაც ნადგამი ონკანისწყალი,ოთახის ტემპერატურის.ზამთარში რაც უფრო ცივია ოთახი,სადაც სანსევიერია დგას,მითუფრო იშვიათადაა საჭირო მისი მორწყვა.ფოთლები გაუწმინდეთ სველი ღრუბლით.

გადარგვა. - სანსევიერიას გადარგვა ხშირად არ მოგიწევთ - ახალგაზრდა მცენარეებს ორ წელიწადშიერთხელ,ზრდასრულებს კი სამ წელიწადში ერთხელ ესაჭიროებათ გადარგვა.მისი გადარგვის შესახებბევრგან წაიკითხავთ,მაგრამ ყველგან არაა მითითებული მისთვის როგორი ნიადაგის ნარევიასაჭირო: უკეთესია სუბსტრატი მაღაზიაში შეიძინოთ,რადგან ბაღის მიწა მისთვის გამოსადეგიარაა.ნიადაგის შემადგენლობა დაახლოებით ასეთი უნდა იყოს: თითო წილი ფოთლოვანი ტყისმიწა და ქვიშა,ორი წილი კორდის მიწა.მაღაზიის სუბსტრატის შემადგენლობაში ასევე შედისპერლიტი და წვრილი კენჭები.

სანსევიერა ირგვება მაშინ,როდესაც ქოთნის ქვედა ნასვრეტიდან ფესვები გამოჩნდება.ქოთანისქელკედლიანი უნდა შეარჩიოთ,უკეთესია თიხის,რომ მძლავრმა ფესვთა სისტემამ არ დაამსხვრიოსის,გრძელმა,მძიმე ფოთლებმა კი არ გადააბრუნოს ქოთანი.ქოთნის ფორმა,მცენარის ფესვთასისტემის თავისებურებიდან გამომდინარე განიერი უნდა იყოს და არა ღრმა.ასევე გახსოვდეთყველაზე მთავარი: - კარგი სადრენაჟე ფენა.

სასუქი. გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდშიშეიძლება სანსევიერიას კვება ყოველთვიურად,თხევადი მინერალური სასუქით ოთახის მცენარეებისათვისან კაქტუსებისათვის.ყურადღებით იყავით რომ აზოტის სიჭარბემ არ დააზიანოს მცენარე.საერთოდკი ეცადეთ რომ სასუქის კონცენტრაცია ორჯერ ნაკლები იყოს ვიდრე რეკომენდებულია.ჭრელზოლიანიჭიშებისათვის სასუქის დოზა სამჯერ უნდა შეამციროთ,თორემ ფოთლები დეკორატიულობას დაკარგავსდა გამწვანდება.

გამრავლება - სანსევიერია მრავლდება ძირის დაყოფით,გვერდითი ამონაყარებით,ფოთლის დაყოფით.ყველაზემოსახერხებელია ძირის დაყოფით გამრავლება,საგაზაფხულო გადარგვის დროს: ბასრი დანითჩაჭერით ფესვები ისე რომ ყოველ ნაწილს ზრდის წერტილი გააჩნდეს.ჩარგეთ ცალ-ცალკე ქოთნებშიდა დადგით თბილ ადგილზე.მორწყეთ ზომიერად.ეს მეთოდი გამოდგება როგორც ერთფერიანი,ისეჭრელი ჯიშებისათვის.

ფოთლებით გამრავლება - ეს პროცედურაც არარის რთული.ძველი,ხანდაზმული  ფოთოლი დაჭერით4-5 სანტიმეტრის სიგრძის ნაჭრებად,რამდენიმე საათი გააშრეთ ჰაერზე,შემდეგ ქვედა ნაწილითჩარგეთ ირიბად 45o-იანი კუთხით ქვიშაში.დაასათბურეთ და პერიოდულად ზომიერადმორწყეთ (წყალი ისხმება ქოთნის სადგამზე).30-40 დღის შემდეგ როგორც კი ფოთოლი დაფესვიანდებადა ფოთლებს ამოიყრის,გადარგეთ ნიადაგიან ქოთანში.ეს მეთოდი გამოსადეგია ერთფერიანისანსევიერასათვის.რადგან ასეთი წესით დაფესვიანებული ჭრელი სანსევიერიას ფოთოლი მაინცმწვანე შვილებს მოგცემთ.

თვისებები - სანსევიერია მრავალ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს,მაგრამ ყველაზემოთხოვნადი მათ შორის საპონინებია,რომლებიც მათი სწორად გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვანსარგებლობას გვაძლევენ.ტრადიციული მედიცინა საპონინებს იყენებს ნაღველმდენ,ანთებისსაწინააღმდეგო,შეკრულობის საწინააღმდეგო და ამოსახველებელ  საშუალებად.ხალხურ მედიცინაში სანსევიერიას ცისტიტის,პირისღრუს ანთების,ოტიტების,ჭრილობების და კანის სხვა დაზიანებების სამკურნალოდ იყენებენ.საპონინებისქაფწარმომქმნელი თვისება გამოიყენება კოსმეტიკურ მრეწველობაში თხევადი საპნისა და შამპუნებისწარმოებაში.სამკურნალო მიზნით მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულებისთვისრადგან მასში შემავალ ნივთიერებებს აბორტის გამოწვევა შეუძლია.

სანსევიერიას სახეობები - სანსევიერიას მცოცავი ფესვები და ფესვთანური ფოთლები აქვს.ფოთლები ძლიერიდა უხეშია,სიმაღლით 1 მეტრს და მეტსაც აღწევს.ფოთლის ფერი -სხვადასხვა ტონალობის მწვანედა ყავისფერია,ზოგიერთს ზოლები და ლაქები აქვს.ყვავილობა არ აქვს ძალიან მიმზიდველი:თეთრ-მომწვანო ყვავილები შეკრულია ცილინდრულ ყვავილედებად,გაშლისას სუსტი ვანილის სუნსაფრქვევენ.ნაყოფი - კენკრაა რამდენიმე თესლით,მაგრამ ოთახის პირობებში სანსევიერიასნაყოფი იშვიათად უნვითარდება.

სანსევიერიას ყველაზე ცნობილი ჯიშებია:

დიდი სანსევიერია (Sansevieriagrandis) - მრავალწლიანია,როზეტი შედგება 2-4 ღია მწვანე ფერის ფოთლისაგან,რომელთა სიგრძე30-60 სანტიმეტრია,სიგანე 15 სანტიმეტრამდე.ფოთლებს დაყვება მუქი მწვანე ფერის განივიზოლები,ნაპირებზე კი მოწითალო კანტი.

სუმბულისებური სანსევიერია (Sansevieria hyacinthoides) - მცენარე სიმაღლითნახევარ მეტრამდეა,ფოთლები კონებად იზრდება 2-4 ცალი ერთად,სიგრძით 14-45 სანტიმეტრია,სიგანით7 სანტიმეტრამდე.ფოთლების ფერი მუქი მწვანეა ღია მწვანე W- სებური შტრიხებით,ფოთლისნაპირები მოწითალო ან მოთეთროა.

დუნერის სანსევიერია (Sansevieria dooneri) - ფოთლოვანი სუკულენტი,ინვითარებს როზეტებს 20-მდე სწორადმდგომი ფოთლისაგან,რომელთა სიგრძე 40 სანტიმეტრსაღწევს,სიგანე კი 3 სანტიმეტრამდეა.ფოთლების შეფერილობა მწვანეა,მუქი მწვანე ლაქებით.

სანსევიერია ნატიფი ანუ გრაციოზული(Sansevieriagracilis) - მრავალწლიანი სუკულენტია,ფოთლები შემოხვეულია ღეროს ძირზე,სიგრძე 5-6 სანტიმეტრი,ტყავისებური,ოვალური,წაგრძელებულიფორმის,მონაცრისფრო-მწვანე ფერის კრემისფერი განივი ზოლებით.

სანსევიერია კირკის (Sansevieria kirkii) - ამ მცენარეს მოკლე ფესვთა სისტემა აქვს,როზეტი მცირე რაოდენობისფოთლებისაგან შედგება,ფოთლები მწვანეა მოთეთრო ლაქებით,ნაპირებზე მოწითალო- ყავისფერიზოლები დაყვება.არის ყავისფერფოთლიანი და მოწითალო-ყავისფერ ფოთლიანი ნაირსახეობებიც.

ლიბერიული სანსევიერია (Sansevieria liberica) - ფოთლოვანი სუკულენტი,რომლის როზეტის ფოთლები მიწის ზედაპირისპარალელურადაა განლაგებული,ფოთლების სიგრძე ზოგჯერ 100 სანტიმეტრს აღწევს,სიგანე 8სანტიმეტრია,მაგრამ ამ ზომებს მხოლოდ ძალიან დიდი ეგზემპლარები აღწევენ.ფოთლები მუქიმწვანე ფერისაა ღია მწვანე გადღაბნილი განივი ლაქებით და შტრიხებით,ფოთლის ნაპირებსწვრილი მოყავისფრო ან წითელი კანტი დაუყვება. სამზოლიანი სანსევიერია (Sansevieriatrifasciata) - ოთახის მეყვავილეობაში ყველაზე გავრცელებულ სახეობად ითვლებასამზოლიანი სანსევიერია - ეს მაღალი ხმლის მსგავი ფოთლების მქონე მცენარეა,ფოთლებიმწვანე ან გვერდებზე მოყვითალო კანტის მქონეა.ასევე ფავორიტია როზეტული ფორმის,ზოლიანიან მწვანე სანსევიერია ჰანი (Sansevieria trifasciata hahnii).ისინი ძალიან ლამაზებიდა უპრეტენზიოები არიან,თქვენ კი უკვე იცით როგორ მოუაროთ სანსევიერიას. თაიგული 
 


 

14 March 0 13 913
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно