კომპოსტი

ერთერთი ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი სასუქია, რომელიც მიიღება ორგანული ნაგვის და კულტურული მცენარეების ნარჩენებისგან. ის ფაქტიურად უფასოა, მაგრამ მის მისაღებად დრო და ენერგიაა საჭირო.
მისი მომზადება ყველას შეუძლია, ყველა ოჯახში მზადდება კერძი და რჩება ნარჩენები, რომლის გადაყრა კი არა, გამოყენებაა საჭირო, მისი კომპოსტირებით დიასახლისები მშვენიერ ორგანულ სასუქს იღებენ, მდიდარს მცენარისთვის აუცილებელი ნივთიერებებით.
ნარჩენების გარდაქმნა სასუქად პირობითად 3 ეტაპად შეიძლება დაიყოს:
 - გახრწნა - ამ ეტაპზე საწყისი ნედლეული მასის შიგნით აქტიურად ცხელდება, თანდათან იცვლის სტრუქტურას, მდიდრდება სასარგებლო ნივთიერებებით, წარმოიქმნება  და მრავლდება ამ პროცესისთვის აუცილებელი სხვადასხვა  მიკროორგანიზმი, მათ შორის სოკოები, წვიმის ჭიები,რომლებიც აჩქარებენ ორგანული ნივთიერებების გარდაქნას სასუქად.
 - ჰუმუსის წარმოქმნა - აქ მნიშვნელოვანია ბურტას აერაცია, რადგან სუფთა ჰერის გარეშე სასარგებლო მიკროორგანიზმები კვდებიან. საჭიროა მასის კარგად ამორევა პერიოდულად.  
 - მინერალიზაცია - ამ ეტაპზე აზოტიანი ნაერთები გარდაიქმნება ბაქტერიების პროტოპლაზმად და აზოტად, ჰუმუსის ნივთიერებები კი მინერალურ ფორმაში გადადიან. მინერალიზაცია საბოლოოდ სრულდება 10-12 თვეში, თუ ბურტაში სასურველი გარემოა.
რისგან მზადდება კომპოსტი: ამ სასუქის მომზადების სხვადასხვაგვარი რეცეპტი არსებობს. არის როგორც მთლიანად ნატურალური სუბსტრატი, ისევე მინერალური აგროქიმიკატების ნარევიც, რომლებიც სხვადასხვა ქიმიური ელემენტის კომპენსაციას ახდენს მასში. ორგანულ ნარჩენებში დიდი ოდენობითაა აზოტი,კალიუმი და ფოსფორი კი მთელი შემაგენლობის მცირე ნაწილია მხოლოდ. კომპოსტის სწორად მომზადებისთვის საჭიროა მისი შემადგენელი ნაწილების სწორი პროპორციების დაცვა
.კლასიკური:  ეს ყველაზე მარტივი კომპოსტია და საკმაოდ ეფექტურიც. მისი ერთადერთი უარყოფითი მხარეა მომზადების პროცესის ხანგრძლივობა(1-2 წელი). იგი შედგება: მწვანე მასისგან - ტოტები, ფოთლები, პირველ ფენად (20სმ), საქონლის ნაკელისგან - მეორე ფენა (10სმ) და დაფქვილი კირის ან დოლომიტის ფქვილისგან - მესამე ფენა (0,5სმ). ამ ფენებს იმეორებენ ,სანამ ბურტა არ გახდება 1,5მ
ნაკელ - სუპერფოსფატიანი:  ამ კომპოსტს ამდიდრებენ ქიმიკატების დამატებით, ამ შემთხვევაში სუპერფოსფატით, რომელიც ამდიდრებს კომპოსტს ფოსფორიანი ნივთიერებებით, ფოსფორი კი ინახავს აზოტს სასუქში, რადგან იგი აკავშირებს აზოტის არააქროლად ფორმებს და ნაკელის თავისუფალ ამიაკს, რომ არ გარდაიქმნან აქროლად ამიაკად, რაც აზოტს სუბსტრატიდან გაიტანს. ეს კომპოსტიც ადვილი გასაკეთებელია, მისთვის საჭირა: ბოსტნის მიწა  - პირველ ფენად (10სმ), ნაკელი, არეული სუპერფოსფატში, პროპორციით 100:2,  - მეორე ფენა (10სმ).
იგი შედარებით სწარაფად მზადდება, სულ რაღაც 2-3 თვეში.  თუ მას გაზაფხულზე ჩავაწყობთ  ბურტაში, ივნისში უკვე შეიძლება მისი მოყრა კარტოფილზე და მისით მულჩირება ჟოლოს ბუჩქების გარშემო.
ტორფიანი: სარეველები თესლის გარეშე - 100კგ, ტორფი - 400კგ, ამონიუმის გვარჯილა - 350გრ, ნატრიუმის ნიტრატი - 50-70გრ, კალიუმის ფოსფატი - 50გრ.  ამ კომპოსტში კარგად ურევენ ყველა კომპონენტს, სწორ ზედაპირზე  თხელ ფენად ყრიან ბაღის მიწას, ზემოდან ტორფს 40სმ ზე, მერე წვრილად დაჭრილ ტოტებს  და ბალახს აწყობენ, კარგად ტკეპნიან, რომ მწვანე მასა ტორფში კარგად ჩაჯდეს. ასე კომპოსტირების პროცესი უფრო სწრაფად წავა.  ასეთი კომპოსტი ბევრ აზოტს შეიცავს, კარგად აღადგენს მიწის სტრუქტურას და მის მჟავეობას აწესრიგებს.  
კომპოსტი სოკო შამპინიონისთვის : ჩალა - 100კგ, წყალი - მასის უხვად დასასველებლად, ქათმის სკინტლი, თხევადი  - 100კგ, ნაკელი - 50კგ, თაბაშირი - 5კგ, ცარცი - 3კგ. ეს მასა სასუქად კი არა, პირდაპირ გრუნტად გამოიყენება სოკოსთვის, მასაც ფენა-ფენა ამზადებენ, პერიოდულად ურევენ, ნამავენ, რომ მიიღონ ერთგაროვანი ფხვიერი მასა საბოლოოდ.
სხვადასხვა კომპოსტს მომწიფების სხვადასხვა ვადა აქვს - 3 თვიდან 2 წლამდე. ეს დამოკიდებულია ბურტის შემადგენლობაზე, პირობებზე, სხვადასხვა დანამატზე, რასაც კომპოსტის მზადების პროცესში იყენებენ.
რატომ და რით რწყავენ კომპოსტს:  სხვადასხვა სითხე, რასაც კომპოსტის დასასველებლად იყენებენ, ხელს უწყობს მის სწრაფ მომზადებას და აუმჯობესებს მის თვისებებს. ისინი ნატურალური, ან ხელოვნურად დამზდებულია და თავისებურ კატალიზატორს წარმოადგენს კომპოსტისთვის. მას ასხამენ ბურტას მისი შენახვის მთელ პროცესში პერიოდულად.იგი  არბილებს სუბსტრატის შემადგენელ ნაწილებს, შიგნით ჩქარდება ლპობის პროცესი, ამიტომ სასურველია მოირწყას კვირაში ერთხელ.
კომპოსტი რომ სწრაფად მომზადდეს, სხვადასხვა ორგანულ კატალიზატორებს უმატებენ - შაქრის, საფუარის ხსნარებს, ასეთი ნარევი სწრაფად ათბობს მასას და აჩქარებს ორგანიკის გადამუშავებას. პირველ ეტაპზე უფრო იაფია ჭინჭრის ნაყენის გამოყენება, მის მოსამზადებლად იღებენ ¾ სათლ ჭინჭარს, ასხამენ თბილ წყალს, უმატებენ ერთ პაკეტ მშრალ საფუარს, დებენ სითბოში 3-5 დღით. ამ ნარევით რწყავენ ფორმირებულ ბურტას. იმისთვის, რომ მოკლე დროში მიიღონ მწიფე კომპოსტი, უმატებენ „ბაიკალ-მ“ ს ინსტრუქციის მიხედვით ან  „ტამირს“ 10მლ 1ლ წყალზე.
კომპოსტერი: კომპოსტის გამოყენება სასუქად უძველესი დროიდან დაიწყეს და მის შესანახად უამრავი მეთოდი არსებობს, ზოგი ამ პროცესს ორმოში აკეთებს, ზოგი ბურტაში, ზოგიც სპეციალურ საცავში, რომელსაც ან ყიდულბენ, ან თავად ამზადებენ.
10 წესი კომპოსტისთვის: 
1. კომპოსტს სუნი არ უნდა ჰქონდეს. -არასასიამოვნო სუნი მიუთითებს არასწორად მიმდინარე პროცესებზე, მასა ლპება მთლიანად. ასე რომ არ მოხდეს, უნდა სწორედ გაანაწილოთ ფენები. მიწა ან ნაკელი მწვანე მასის ზემოთ ქმნის პირობებს, რომ ამიაკი გარდაიქმნას აზოტიან ნაერთად და არ აორთქლდეს ბურტიდან.
2.არ მოაწყოთ კომპოსტერი ბაღში,.- პრაქტიკამ აჩვენა, რომ ახლო მდებარე მცენარეები ფესვებიანად იცვლიან ზრდის მიმართულებას კომპოსტერისკენ, სადაც მათთვის ბევრი საკვებია. თუ სხვაგვარად არ ხერხდება და კომპოსტერი ხეებქვეშაა, მასა და მიწას შორის დებენ რაიმე წინაღობას - პერგამენტის ქაღალდს, ან უფრო რადიკალურ საშუალებას მიმართავენ - აბეტონებენ მის ქვეშ.
3. კომპოსტი აგარაკზე - ეს ყველაზე ადვილი გზაა ნარჩენების უტილიზაციისთვის. ყველაერი, რაც ორგანული წარმოშობისაა, გამოდგება კომპოსტისთვის - ბანანის ქერქი, ძვლები, თევზის ქერცლი, ბეწვეული, ბუმბული, ძველი ტანსაცმელი,
4. კომპოსტს დაფარება აუცილებლად სჭირდება -  თვითნაკეთ კომოსტერს აფარებენ ცელოფანს, რომლის ქვეშ ფოთლების ან ნახერხის ფენაა დასათბუნებლად .
5. ყველაფერი კარგად უნდა დაქუცმაცდეს - და აირიოს, ან ხელით, ან დანით ან სპეციალური მოწყობილობით.
6. კარგი კომპოსტი ღრუბელივითაა - ადვილად იბრუნებს მის ადრინდელ ფორმას და არ გამოჰყოფს წვენს ხელის მოჭერით. თუ წვენი გამოუვიდა, სუბსტრატი გაჯერებულია წყლით. მას გამოშრობა ესაჭიროება.ან კიდევ  კარგად ურევენ და უმატებენ მშრალ ნაკელს, ტორფს ან ბაღის მიწას.
7. მწვანე მასა კომპოსტისთვის კარგად უნდა გაშრეს, ასე კომპოსტი არ ამჟავდება.
8. შემოდგომაზე იგი კარგად უნდა ამოურიოთ, საფუძვლიანად, ძირი რომ თავზე მოექცეს.
9. ყველაზე სწრაფად მზადდება კომპოსტი ფოთლებისგან. იგი უცებ გადამუშავდება. შემოდგომაზე მომზადებული ბურტა, თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა, გზაფხულისთვის ასწრებს კომპოსტად გარდაქმნას. მისი გამოყენება შესაძლებელი ხდება. პროცესის კიდევ ასაჩქარებლად, ახალ კომპოსტში ძველის ნაწილსაც ურევე ნ.
10. ბურტას ზომები -ნებისმიერი ხერხით კომპოსტირებაში მნიშვნელოვანია. სიმაღლე არანაკლებ 1,5მ, სიგანე კი 1-1,5მ უნდა იყოს, ასეთი ზომები საშუალებას იძლევა კარგად ამოურიოთ კომპოსტს,, სიმაღლეს ანგარიშობენ კომპოსტოს მომზადების დაწყებიდან 2-3 თვეში, რადგან იგი დროთა გამნავლობაში ჯდება.
როგორ უნდა გამოიყენოთ კომპოსტი: მას იყენებენ ბაღში, ბოსტანში. მომწიფებისთანავე, სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვაგვარად.
გაზაფხულზე - ნორმები ასეთია:1 სათლი 1კვ, მ ზე. ღარიბ ნიადაგში მეტია საჭირო - 15ლ 1კვ.მ ზე. სათბურში - 1-1,5 სათლია საჭირო მიწის ზედა ფენის გასანოყიერებლად.  
ზაფხულში -  ეს პერიოდი გეგმიურ კვებას ითვალისწინებს მცენარეებისთვის. ამ სეზონზე კომპოსტი კარგი საშუალებაა. მას იყენებენ როგორც ნატურალური სახით, ისე „კომპოსტის ჩაივით“. ამ დროს მისი შეტანა იცავს მცენარეებს, განსაკუთრებით ბოლქვიანებს მავნებლებისგან. თუ მას თხელ ფენად დააყრით მიწას, ბოლქვებს მავნებლები ვეღარ დააზიანებენ. სეზონის ბოლოს გადაბარვისას დაყრილი კომპოსტის ნარჩენები მიწას აერევა და კიდევ უფრო გაამდიდრებს მას.
შემოდგომაზე - ყველაზე კარგი დროა, ზამთარში იგი ასწრებს ბოლომდე გადამუშავებას და გაზაფხულისთვის უკვე მიწა კარგად ნოყიერია, კომპოსტი შეაქვთ იმ რაოდენობით, როგორც ნაკელი - 1-2სათლი 1კვ, მ ზე.  რამდენიმე ტომარს ინახავენ საგაზაფხულოდ, გაზაფხულზე კი მას კარგად ცრიან და აშორებენ წვიმის ჭიებს, რომელთა ლორწო ცუდ გავლენას ახდენს ჩითილებზე.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

14 March 0 6 850
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно