სასუქი ჩითილებისთვის

ჩითილების კვების დროს არ უნდა დავივიწყოთ ზომიერება: არც საკვების დაკლება ვარგა  და არც ზედმეტი შეიძლება მათთვის. მაშ როგორ უნდა შევარჩიოთ საკვების შემადგენლობა და კვების სისტემა?
სასუქის შერჩევა:  1. გამოშვების ფორმა - ნათესის საკვებად ყველაზე ეფექტურად გამოსაყენებელია თხევადი სასუქი, ვარგა ასევე სწრაფახსნადი გრანულები, ფხვნილები და აბები, ანუ ისინი, რომლებიც სპეციალურად თხევადი სახით არის გამოშვებული და მშრალ მდგომარეობაში მიწაში არ შეაქვთ.
2.შემადგენლობა - ამ სასუქში აუცილებლად უნდა შედიოდეს აზოტი, კალიუმი, ფოსფორი, მეზო-  და მიკროელემენტები (მაგნიუმი, რკინა, ბორი, თუთია და სხვა). მიკროელემენტები საჭიროა ქელატური ფორმით და არა სულფატები. ისინი ნათესის საკვებად არ ვარგა, რადგან ხსნარში იშლებიან იონებად, მერე კი უკავშირდებიან მიწის ნაწილებს. ამის გამო მცენარისთვის ნაკლებ მიღწევადი ხდება , მეორეც, მიწის მცირე მოცულობაში ლითონის იონები გროვდება და სასარგებლოდან შხამად იქცევა. ხშირია სასუქის შემადგენლობაში მიკროელემენტები ქელატების სახით. თუ ინფორმაცია არ აწერია პაკეტს სრულად, ნახეთ, რომ შემადგენლობაში არ ეწეროს სიტყვა „სულფატი“ ან ფორმულები არ მთავრდებოდეს SO4-ით.
3.დოზები - ყურადღებით გაეცანით ჩითილებისთვის სასუქის გამოყენების წესს. ზოგადად, კონცენტრაცია 2ჯერ ნაკლები სჭირდება, ვიდრე ბაღის მცენარეებს. თუ მითითებულია თანაბარი დოზები, ეს საეჭვოა- ასეთ პაკეტში ნეიტრალური ნივთიერებების ალბათობა მეტი, რომლებიც არც ვნებს მცენარეს და არც უხდება. შემადგენლობიდან გამომდინარე სასუქის დოზები ცვალებადია, მაგრამ  საშუალოდ ჩითილებისთვის დაახლოებით 7-10გრ ანუ 1ს.კ. მშრალი სასუქი – 10ლ წყალზე.
სასუქის სახეობები:
- ორგანომინერალური კომპლექსი წარმოადგენს თხევად, მუქი ფერის სითხეს, მარილების გარდა შეიცავს ტორფიდან მიღებულ გუმინის დანამატებს, რომლებიც ზრდიან მცენარის იმუნიტეტს და სიცოცხლისუნარიანობას. ეს არ უნდა იყოს უბრალოდ ტორფის გამონაწვლილი, იგი უნდა შეიცავდეს მინერალურ და ორგანულ კომპონენტებს.
 - სწრაფადხსნადი მინერალური სასუქი ტრადიციული სახეობაა ოპტიმალური ეფექტურობით და ფასით. მათ ზუსტი და გასაგები რეცეპტურა აქვთ და ესეც პლიუსია.    
 - თხევადი მინერალური სასუქი ხსნარის სახით დამზადებული მარილების ნარევია, საკმაოდ ძვირია, მაგრამ დოზები მისაღებია.
 - „ხალხური“ სასუქი გულისხმობს ფრინველის სკინტლს და საქონლის ნაკელს, ბევრი მებაღე კარგ შედეგს იღებს მათი გამოყენებით, მაგრამ სპეციალისტებისთვის ეს მეთოდი რისკის შემცველია, განსაკუთრებით ფრინველის სკინტლის გამოყენებისას. ფრინველებს თავისებური ნივთიერებათა ცვლა აქვთ - ერთ პორცია სასუქში შეიძლება თითქმის არ იყოს საკვები ნივთიერებები მცენარისთვის, მეორე პორციაში კი იმდენად მაღალკონცენტრირებული, რომ ფესვები დაუწვას მცენარეს. მეორე მინუსი ისაა, რომ ნაკელმა და სკინტლმა შესაძლოა ინფექციის პროვოცირება მოახდინონ, თუ მცენარე მთლიანობაში არაა იდეალურ პირობებში
როდის ვკვებოთ ჩითილები? ზოგადად პიკირებამდე მათთვის სასუქის მიცემა არაა რეკომენდებული, მიწაში სასარგებლო ნივთიერებების საკმარისი  რაოდენობაა  ჩითილებისთვის, ადრე გაზაფხულზე განათების ნაკლებობისას ზედმეტი სასუქი კარგს არაფერს მოუტანს მათ. პირველი კვება სჯობს პიკირებიდან 2კვირაში, ან პირველი 2-4 ნამდვილი ფოთლის ამოსვლის მერე, მომდევნო მოქმედება კი  ნიადაგის შემადგენლობაზეა დამოკიდებული.    საკუთარი ხელით დამოუკიდებლად მომზადებული მიწა ბოსტნის, ფოთლოვნი მიწის, ნეშომპალის და სხვა სასარგებლო ნივთიერებების გამოყენებით უფრო ნოყიერია, კარგად იკავებს მარილებს, რომლებიც სასუქშია გახსნილი და მცენარისთვის მიღწევადს და უკეთ ასათვისებელს ხდის. ასეთ მიწაში მცენარეს 2კვირაში ერთხელ აძლევენ სასუქს. ტორფზე დამზადებული მიწა შეიცავს სასუქს, მაგრამ მეტ მოთხოვნებს უყენებს მცენარის არსებობისთვის საჭირო რეჟიმს. ჩითილებს კვებავენ ყოველკვირეულად.
კვების წესები: - ჩითილებს რწყავვენ და სასუქს აძლევენ მხოლოდ დილით, რომ საღამოს, მზის ჩასვლის მერე ტემპერატურის დაცემამდე   ფოთლებმა და მიწამ მოასწროს შეშრობა. სიცივე და წყლის წვეთები იდეალური გარემოა სოკოს გამრავლებისთვის. - თუ მიწა გამომხმარია ( მიწა სცილდება ქოთნის კედლებს, ქოთანი მსუბუქია და დაკაკუნებისას მჟღერ ხმას გამოსცემს, საკვების მიცემამდე მსუბუქად რწყავენ, წყლის შეწოვის მერე კი კვებავენ - თუ მიწა ცოტა ნამიანია, სასუქის სითხით ცვლიან მოსარწყავ წყალს. მათთვის საჭიროა დაბალი კონცენტრაციის ხსნარი,  ამ შემთხვევაში წინასწარ ჩითილების მორწყვა საჭირო არაა.
- იმისთვის, რომ მცენარემ კარგად შეითვისოს საკვები ნივთიერებები,ფესვებს უნდა მიეწოდებოდეს ჟანგბადი. ხშირად გაუფხვიერეთ მიწის ზედა ფენა წვრილი ჩხირებით მცენარეს ისე, რომ ფესვები არ დაზიანდეს. ასე სჯობს მოიქცეთ  მორწყვიდან ერთი სთ ის შემდეგ . თუ შეატყობთ, რომ მცენარეს არ ყოფნის საკვები და შიმშილობს, შეიძლება იგი  სასუქით მორწყოთ დამატებით, განრიგის გარეშე, სასუქიც უნდა შეიცვალოს, მეტად ბალანსირებული სასუქით, რადგან უცნობია, იყო თუ არა  პრობლემა გამოწვეული არაბალანსირებული საკვებით.
ნათესის შიმშილობის ნიშნები: - ქვედა ფოთლებს ფერი ეცვლება და ღიავდება. მიზეზი აზოტის ნაკლებობაა. აქტიური ზრდის პერიოდში ხშირია ასეთი შემთხვევები, თუმცა ეს არაა ყველაზე საშინელი მოვლენა.
 - ღიავდება ახალი ფოთლები. განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა  ძარღვებს შორის. ასე ხდება რკინის ნაკლებობის შედეგად. ზოგჯერ  მარგანცოვკის ზედმეტი გამოყენებაც იწვევს ამას, რადგან ის ხელს უშლის რკინის შეწოვას.
 - ფოთლები ჭკნება და არ სწორდება მორწყვის მერეც კი. ეს ჰგავს ფესვების ლპობას. იგი გამოწვეულია სპილენძის დეფიციტით. სპილენძი არ ყოფნის ტორფიან გრუნტში მზარდ მცენარეებსაც.
 - ფოთლის ძარღვები იისფერდება. ამას ფოსფორის დეფიციტი იწვევს. გვხვდება პომიდორზე, პიმპილზე. სასუქზე ეჭვის მიტანამდე უნდა შემოწმდეს, ხომ არ სცივათ მცენარეებს, რადგან ფოსფორის ათვისება ჭირს დაბალ ტემპერატურაზე.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

22 February 0 6 823

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно