გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ფუნდაზოლი

სისტემური ქმედების ფუნგიციდია მოქმედების ფართო სპექტრით. იყენებენ სხვადასხვა დაავადებისთვის, ასევე პროფილაქტიკის მიზნით.
მისი მოქმედი ნივთიერება აღწევს მცენარის ქსოვილებში ფესვებიდან ან ფოთლებიდან  უმეტესი ნაწილი ზედაპირზე რჩება, ნაწილი კი ღრმად შედის ქსოვილებში და იცავს მას  დაზიანებისგან იმ ადგილებსაც კი, სადაც პრეპარატი არ მიგისხურებიათ.
ინსტრუქცია: მისი გამოყენება სხვადასხვაგვარად შეიძლება - რწყავენ, ასხურებენ ალბობენ თესლს, ხსნარის დასამზადებლად 1 გრ ფუნდაზოლს ხსნიან ცოტა წყალში , ურევენ და მერე ავსებენ 1 ლ მდე. სეზონზე ამ ხსნარით მცენარეს 2 ჯერ ამუშავებენ, მომდევნო 2 სეზონი კი არ დასჭირდება.  თესლს ალბობენ ერთი თვით ადრე დათესვამდე.  მცენარეს დაავადების აღმოჩენისთანავე რწყავენ ასეთი ხსნარით. შესხურება  კი პროფილაქტიკური ღონისძიებაა.  დაცვა ამ ხსნარის გამოყენების  შედეგად 7 დან 21 დღემდე გრძელდება და დამოკიდებულია დაავადების სახეზე და კულტურის სახეობაზე. პრეპარატის ეფექტურობა კი პირდაპირპროპორციულია ჰაერის ტემპერატურის მიმართ - რაც მეტია ტემპერატურა, მით ეფექტურია წამალიც.

კულტურა

დაავადება

პრეპარატის გასავლიანობა

ხსნარის გასავლიანობა

დამუშავების დრო

დამუშავების სიხშირე

ვარდი

ლაქოვნება, ნაცარა სოკო

10გრ/10ლ

 

დაავადების აღმოჩენისას

4

ვაშლი, მსხალი

ნაცრისფერი ლპობა, ქეცი

„   „

2-5 ლ 1 ხეზე

ყვავილობამდე

5

მოცხარი

ნაცარა სოკო

„  „


ყვავილობამდე მოსავლის აღების მერე

2

მარწყვი

ნაცრისფერი ლპობა, ნაცარა სოკო

„   „

1,5 ლ 10 კვ მ ზე

„  „

2

კიტრი პომიდორი

ნაცარა სოკო ლაქოვნება

„   „


დაავადების აღმოჩენისას

2

კომბოსტო

კილი

10 გრ 10 ლ

5ლ 10 კვ მ ზე

დარგვამდე მიწის მორწყვა

1

  ფუნდაზოლის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად: შეიძლება ინსექტიციდებთან, პესტიციდებთან, ფუნგიციდებთან და ზრდის რეგულატორებთან.  მისი შემოწმება ასე შეიძლება: ურევენ 2 პრეპარატს ერთად ცოტა რაოდენობას, ხსნიან წყალში და აკვირდებიან - თუ ნალექი გაჩნდა, მათი არევა არ შეიძლება.
უსაფრთხოება: იგი ადამიანისთვის საშიში პრეპარატია, უსაფრთხოების 2 კლასს მიეკუთნება. ასევეა თევზებისთვისაც, ნაკლებ ტოქსიკურია ფრინველის და ფუტკრისთვის. ზომიერი ალერგენია. მასთან მუშაობა საჭიროა რეზინის ფეხსაცმელებში, ხელთათმანებში, დამცავ სათვალესა და კოსტიუმში. მისი ხსნარის დასამზადებლად არ  გამოიყენოთ საკვების ჭურჭელი. არ მიირთვათ და არ მოწიოთ, როდესაც მუშაობთ. მუშაობის შემდეგ კი  გამოიცვალეთ ტანსაცმელი, გამოივლეთ წყალი პირში და საპნით დაიბანეთ ხელ-პირი.
ექიმამდელი დახმარება მოწამვლისას: პირველი დახმარება გულისხმობს: პრეპარატის თვალში მოხვედრისას - ღია თვალი კარგად უნდა  ამოიბანოთ გამდინარე წყლით. კანზე მოხვედრისას - 10 წთ იბანეთ გამდინარე წყლით ეს ადგილი. გადაყლაპვისას დალიეთ 4 ჭ. წყალი და გამოიწვიეთ ღებინება, მერე კი სასწრაფოდ ეჩვენეთ ექიმს.
შენახვა: მშრალ ადგილზე საკვების და წამლებისგან მოშორებით ბავშვების და ცხოველებისთვის მიუღწევად ადგილზე.
29 August 0 5 744

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно