გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ვებრძვით ჭიანჭველებს ნაკვეთში

ჭიანჭველები ძალიან მშრომელი მწერები არიან, დღე და ღამ მუშაობენ, რომ ოჯახი გამოკვებონ. მათ ამ თვისებაზე იგება ბრძოლის მეთოდი. მათ წინააღმდეგ მუდმივი  მოქმედებაა საჭირო ადრე გაზაფხულიდან ყინვებამდე, ზოგჯერ ღამის საათებშიც კი. ყველაზე გავრცელებული მეთოდებია:
აგროტექნიკური საშუალებები, ქიმიური ინსექტიციდების გამოყენება, ხალხური საშუალებები.
აგროტექნიკური საშუალებები: კოლონიები რიცხობრივად შემცირდება, თუ ბაღში მოსპობთ ბუგრს. ბოლომდე ჭიანჭველების განადგურება საჭირო არაა, მათ ადგილს სხვები დაიკავებენ, უფრო მომზადებული, შეგუებული მწერები. ბუგრი მათი  „ფარაა“,  რომელიც იძლევა „ტკბილ რძეს“ - საკვებს ჭიანჭველის მატლებისთვის. კვერცხის მომწიფება გრძელდება 35 დღე, მატლისა - 7 დღე, ჭუპრისა - 23 დღე. ჭუპრობისას მათ კვება არ სჭირდებათ. მატლობის 7 დღე ყველზე სუსტი პერიოდია კოლონიისთვის. ამ პერიოდში მატლებს გაძლიერებულად კვებავენ. თუ მათ მოწამლულ საკვებს მისცემენ, კოლონია ვერ გამრავლდება. ასე, რომ ჭიანჭველის განდევნისთვის შემდეგი პროცედურებია საჭირო:
 - გვიან შემოდგომით ათეთერებენ ხეებს სქელი ახალჩამქრალი კირხსნარით, რომელსაც დამატებული აქვს რაიმე საწამლავი. ასე ანადგურებენ ზრდასრულ ჭიანჭველებს, რომლებსაც საკვები მარაგად მიაქვთ ბუდეში ზამთრისთვის.
 - ბუჩქების გარშემო მიწაზე ყრიან ნაცარშერეულ კირს. კირი მათთვის საწამლავია.
დაახლოებით ხის შუა ნაწილში ხაფანგებს კიდებენ  - ინსექტიციდით  დამუშავებულ ზოლებად დაჭრილ წებოვან ნაჭრებს. მათ იყენებენ გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში. პერიოდულად ცვლიან ახლით.
 - ზედიზედ 8 დღის განმავლობაში  ბუდეს თხრიან 3-8სმ სიღრმეზე და საღამოს, როცა ისინი სახლში ბრუნდებიან, ცდილობენ, არ შეუშვან ცხელი წყლით ჩასხმით,  სჯობს მდუღარე პომიდვრის  მწვანე მასის ნახარშის გამოყენება.
 - შეიძლება ბუდეში ჩაყაროთ ნაცრის და კირის ნარევიც, ან ნაცრის და სოდის ნარევი.
კარგ შედეგს იძლევა წყალგარეული ნავთის ჩასხმაც 10სმ სიღრმეში.8დღის განმავლობაში ასეთი ბრძოლა ანადგურებს მატლებს, ზრდასრული ჭიანჭველების უმეტესობას, შეიძლება, დედა ჭიანჭველაც მოკლას, კვერცხებიც და ჭუპრებიც. ასე საჭიროა სისტემატური ბრძოლა, ჭიანჭველას სიწყნარე უყვარს და სახლდება მშვიდ ადგილებზე, სადაც არ ბარავენ , არ თოხნიან,,
პროფილაქტიკისთვის ნაკვეთის პერიმეტრზე ხეებქვეშ,  ან კენკროვან ბუჩქებთან რგავენ პიტნას, ოხრახუშს, კატაბალახას, ლავანდას, ნიორს, აბზინდას.
ქიმიური მეთოდი: ნაკვეთზე ყველა ცდილობს მოიყვანოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ამიტომ ქიმიის გამოყენება დიდად სასურველი არაა. თუმცა საჭიროებისას აუცილებელი ხდება და თუ წესებს დაიცავთ, მავნე ნივთიერებები პროდუქტში არც დაგროვდება.
ყველაზე ეფექტური საშუალებაა დიაზინონი.- სისტემური ინსექტიციდი, ფოსფორორგანული ჯგუფიდან. იგი მცენარეში შედის ქერქიდან და ფოთლებიდან და რჩება შიგ დაახლოებით ერთ თვეს. წარმოადგენს შხამს მწერებისთვის და ადამიანისთვისაც. ასეთი საკვების ბუდეში მიტანით ჭიანჭველა თავად ანადგურებს არა მარტო მატლებს,  არამედ სხვა ჯგუფებსაც - მებრძოლებს, ძიძებს, მცველებს..
იმავე პრეპარატზეა შექმნილი მურაციდიც გრანულების ან სითხის სახით. ეს შხამი ნეიროპარალიტიკური მოქმედებით ხასიათდება. ამ პრეპარატებით ამუშავებენ მიწას, თბილ სეზონზე ხსნიან მიწის ზედა ფენას ბუდის თავზე და ამუშავებენ კოლონიის ადგილს.  პრეპარატები მარტივია ხმარებაში, არ გროვდება მიწაში  და არ ცირკულირებს გარემოში. მათი შხამიანობის გამო შეწამვლისას აცვიათ სპეცტანსაცმელი და იცავენ უსაფრთხოებს წესებს.
ხალხური მეთოდები: ჭიანჭველებს 2 ნაკლი აქვთ: ვერ ლახავენ წყლის დაბრკოლებას და ერიდებიან წვეტიან საგნებს. გამოცდილი მებაღეები ხეების გარშემო საბურავების ნახევრებით ქმნიან წყლიან წინაღობებს. წყალს ურევენ ნავთს, პომიდვრის მწვანე მასის ნახარშს და სხვ. ასე ჭიანჭველები ხეს ვერ აღწევენ, საკვებს ვერ პოულობენ და ტოვებენ ადგილს.
 - ხის გარშემო 30-40 სმ სიმაღლეზე ფოლგის კაბას ამაგრებენ წვეტიანი  კიდით ძირს. როცა წვეტს აღწევნ, ჭიანჭველები ძირს ვარდებიან და ბუგრს, რომელიც ხეზე ცხოვრობს, ვერ აღწევენ. ამავდროულად საჭიროა ბრძოლა ბუგრთანაც. არ არის ბუგრი- არ არის ჭიანჭველაც.
 - ადგილის ხშირი გადაბარვა ასევე არღვევს ჭიანჭველის მყუდროებას და იგი გარბის იმ ადგილიდან.
 - ბაღის და ტყის ჭინჭველები ერთმანეთს ვერ იტანენ, ამიტომ ტყიდან შეიძლება მოიტანოთ ზრდასრული ჭიანჭველები და დასვათ ბუდესთან. ბაღის ჭიანჭველები ბრძოლას აგებენ და ადგილს ტოვებენ. ტყის ჭინჭველები კი ცდილობენ, ჩვეულ ადგილს დაუბრუნდნენ და არც ისინი რჩებიან ბაღში.
 - გამოცდილი მეთოდია ასევე 10ლ წყალში დამატებული 1 ლ ძმრიანი, 2 ჭ. შამპუნიანი და მცენარეულზეთიანი  ხსარის ბუდეში გაკეთებულ ხვრელებში ჩასხმა. რამდენიმე დღეში ნაწილი კვდება, ნაწილიც გაიქცევა.
 - შეიძლება ასევე ნივრის მწვანე ღერების შეგროვება, დასრესა,ნაწილის  წყალში არევა, დაყენება რამდენიმე ხნით და მერე ამ ხსნარის ჩასხმა ბუდეში, მეორე ნაწილს კი მიწაზე მოფანტავენ. ჭიანჭველებო სწრაფად ტოვებენ ადგილს.
ჭიანჭველების ქცევის, კოლონიის აგებულების შესწავლა საშუალებას იძლევა სწრაფად მოიშოროთ ისინი ბაღიდან. მერე კი, ისევ რომ არ დაბრუნდნენ, პროფილაქტიკური მეთოდების მოშველიება. ჭიანჭველები ყველა მხრიდან უტევენ ბაღს და მათი მოშორება ერთჯერადად ბრძოლის მეთოდის გამოყენებით შეუძლებელია.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

18 May 0 7 380

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно