ბრძოლა ნაცარა სოკოს წინაააღმდეგ

ნაცარა სოკო მცენარის გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა. თავიდან ფოთლებზე ჩნდება თეთრი ფხვნილის მაგვრი ნადები. მისი მოშორება ადვილად შეიძლება თითით, მაგრამ მერე ისევ ჩნდება და თანაც უფრო მეტი რაოდენობით, მოიცავს მეტ ფართობს. თეთრდება არა მხოლოდ ფოთლები, ასევე საყვავილე ღერები, ღეროები; თანდათან ფოთლები კარგავენ ტურგორს, ყვითლდებიან, ახალი ფოთოლი კი მახინჯი იზრდება, დახვეული, თუ ზომებს არ მიიღებთ, მცენარე კვდება. 
ნაცარა სოკო მცენარეზე: ის, რაც გარეგნულად ფქვილს ჰგავს, სინამდვილეში მოპარაზიტე სოკოვანი წარმონაქმნია, ეს ნამდვილი პარაზიტია, რომლებიც ინერგება მცენარის უჯრედებში, და სწოვს წვენს მცენარეს. ამიტომ სულ რაღაც 2 დღეში მისი გაჩენიდან ქვედა ფოთლები ყვითლდება, ჩამოეკიდება და ატროფირდება. 
 
 ახლოდან დათვალიერებით ჩანს, რომ ფოთოლზე სოკოს მიმაგრების ადგილზე წარმოიქმნება წყლული, ცოცხალი ქსოვილი „შეჭმულია“, მცენარე ცუდად გამოიყურება, რადგან მცენარეს სოკო სწოვს წვენს.  ფოთოლზე თეთრი ნადები ხელს უშლის ფოტოსინთეზის პროცესსაც, რაც მცენარის საბოლოო განადგურების დასაწყისი ხდება. მისგან სწრაფადაა საჭირო თავის დაღწევა, რისთვისაც კომპლექსური მეთოდების გამოყენებაა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე მოკვდება. 
როგორ ჩნდება ნაცარა სოკო? ამ სოკოს სპორები მიწაში ცხოვრობენ, მაგრამ ხშირად არ ავლენენ პარაზიტულ ბუნებას. თუ თბილი, მზიანი  ამინდებია, მცენარე დროულად ირწყვება და სასუქსაც დროზე აწვდიან, სოკო ვერ გამრავლდება. სოკო „პატრონს“ ეწებება და თავს იჩენს, თუკი:
- გარეთ გრილა (15,5-26,5 გრ), ნესტია (ტენიანობის 60-80 %), მოღრუბლულია, მეტ გავლენას ეს პირობები ახდენენ აივნის და ქუჩის მცენარეებზე, სახლში მათი ზემოქმედება მცენარეებზე არც ისე შესამჩნევია.
- მიწა დიდი ოდენობით შეიცავს აზოტს
- მცენარეების დიდი რაოდენობაა ცოტა ფართობზე
 -არ იცავენ სწორ მორწყვის რეჟიმს. მაგ. მცენარეს ხშირად რწყავენ ისე, რომ არ ელოდებიან მიწის  ზედა ფენის გაშრობას. ან პირიქით, რეგულარულად შრება მიწა, მერე კი -  უსხამენ ზედმეტ წყალს. ეს იწვევს იმუნიტეტის დარღვევას, შესაბამისად, ნაცარა სოკოს გაჩენა-გამრავლებას.
ამას გარდა, უკვე გაღვიძებული სპორები შეიძლება მოხვდეს ყვავილებზე: ჰაერიდან  -დაავადებული მცენარეებიდან; მოსარწყავი წყლის საშუალებით, თუ მასში მოხვდნენ სპორები; ხელებიდან, თუ ჯერ დაავადებულ მცენარეს შეეხეთ, მერე კი ჯანმრთელს. 

სწორი აგროტექნიკა - მნიშვნელოვანი პირობა ნაცარა სოკოსთან საბრძოლველად:  ამ სოკოს კომპლექსურად ებრძვიან. უპირველესად საჭიროა დაავადებული მცენარის მოვლის აგროტექნიკის წესრიგში მოყვანა. ეს გულისხმობს:
-მორწყვას მხოლოდ მიწის ზედა ფენის შეშრობის შემდეგ
-სოკოსთან ბრძოლის პერიოდში  შესხურებაზე უარის თქმას.
- დაავადებული მცენარის  გადატანას უფრო ნათელ, მზიან ადგილზე, საბოლოო გაჯანსაღებამდე.
- ხშირი ნათესის გამოხშირვას, ძველი ფოთლების მოშორებას, რომლებიც მიწას ეხებიან.
- რემისიის პერიოდში ნაკლები აზოტიანი და მეტი ფოსფორ-კალიუმიანი სასუქის  მიცემას, დაავადების დროს კი - საერთოდ უნდა შეწყდეს სასუქის მიცემა.
აუცილებელია მოვლისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება რეგულარულ ხასიაათს მიიღებს.
ბრძოლის მეთოდები: სამკურნალო შესხურება და მორწყვა - 1. უნდა მოცილდეს დაზიანებული გაყვითლებული და ტურგორდაქვეითებული ფოთლები,  საყვავილე ღერები. თუ სოკო გაჩნდა ვარდზე, ქრიზანთემაზე, პეტუნიაზე და სხვა ბუჩქოვან მცენარეებზე, სასურველია ისინი კარდინალურად გაისხლას. რაც მეტი დაზიანებული ღერი განადგურდება,  მით მეტია  გამოჯანმრთელების შანსი.
2.უნდა მოშორდეს მიწის ზედა ფენა კონტეინერიდან, ქოოთნიდან ან ღია გრუნტში ჩარგული მცენარის გარშემო - იქ იმალება სოკოს მიცელიუმის მთელი კოლონია.
3.სამკურნალო შესხურება და მორწყვა უნდა მოხდეს შერჩეული პრეპარატებით, შესხურებისას კარგად უნდა დასველდეს ფოთლები და ტოტები. კიდევ უკეთესია, თუ მთლიანად ჩაჰყოფთ მცენარეს სამკურნალო ხსნარში, რომელიც ასხია დიდ ჯამში. მიწაც უხვად უნდა დასველდეს პულვერიზატორით შესხურების ან მორწყვისას. ასევე უნდა დამუშავდეს ქოთნის კედლები და სადგამი.
ნაცარა სოკოსგან დაცვის ხალხური მეთოდები: ხალხური მეთოდები უფრო პროფილაქტიიკაა ან დაავადების საწყის ეტაპზე გამოდგება. თუ პროცესი დიდი ხანია გრძელდება, 5-7 დღეზე მეტ ხანს, ასეთი მეთოდი აღარ გამოდგება - შეიძლება შეჩერდეს განვითარება, მაგრამ  დაავადების სრული ლიკვიდაცია ვერ მოხერხდება.  ყველაზე გავრცელებული საშუალებები ამ სოკოს წინააღმდეგ შემდეგია:
ხსნარი კალცინირებული სოდის და საპნისგან - 25 გრ კალცინირებულ სოდას  ასხამენ 5ლ ცხელ წყალს, უმატებენ 5გრ თხევად საპონს და ასხურებენ მცენარეს და მიწის ზედა ფენას გაგრილების შემდეგ 2-3ჯერ ერთი კვირის ინტერვალით,
ხსნარი საჭმელი სოდის და საპნისგან -4ლ წყალში ხსნიან 1 ს.კ.   სოდას და ½ ჩ.კ. თხევად საპონს, ასხურებენ 2-3ჯერ ერთკვირიანი ინტერვალით.
„მარგანცოვკის „ ხსნარი -  10ლ წყალში იხსნება 2,5გრ „მარგანცოვკა“ გამოიყენება 2-3ჯერ 5 დღის შუალედით.
შრატის ხსნარი - შრატს აზავებენ წყლით პროპორციით 1:10, ეს ხსნარი ფოთლებზე და ტოტებზე ქმნის აპკს, რომელიც აფერხებს მცენარის სუნთქვას, მაგრამ იგი იღებს  დამატებით საკვებს და ჯანსაღდება, რაც გარეგნულად ადვილი შესამჩნევია. ამ ხსნარით მცენარეს ამუშავებენ მშრალ ამინდში მინიმუმ 3ჯერ 3 დღიანი ინტერვალებით.
მინდვრის შვიტას ხსნარი - 100გრ შვიტას ასხამენ 1ლ წყალს, აყენებენ ერთ დღეს,მერე ადუღებენ 1-2 სთ, წურავენ, აზავებენ წყლით 1:5 ზე  და ამუშავებენ ბუჩქებს, ხსნარის შენახვა შეიძლება 7დღე გრილ ბნელ ადგილზე. ამით შეიძლება მცენარის რეგულარული დამუშავება გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში. უკვე არსებული სოკოს საწყის სტადიაზე ამას იმეორებენ  3-4ჯერ 5 დღში ერთხელ.
სპილენძ-საპნიანი ხსნარი -ძალიან ეფექტური საშუალებაა ამ სოკოს წინააღმდეგ, ვინაიდან ხსნარის შემადგენლობაშია  კარგი ფუნგიციდი - შაბიამანი. ერთ ჭიქა ცხელ წყალში ხსნიან 5გრ შაბიამანს, ცალკე 5ლ  თბილ  წყალში 50გრ საპონს, მერე მასში ფრთხილად წვრილი ნაკადით ასხამენ  პირველ ხსნარს და თან ურევენ. ამ ემულსიას იყენებენ 2-3ჯერ ერთკვირიანი შუალედებით.
მდოგვიანი ხსნარი -  10ლ წყალში იხსნება 1-2 ს.კ. მშრალი მდოგვი, ეს ხსნარი გამოდგება შესასხურებლადაც და მოსარწყავადაც.
ნაცარი და საპონი - 10 ლ გამთბარ წყალში (30-40გრ) იხსნება 1კგ ნაცარი, აყენებენ, ხშირად ურევენ, 3-7 დღის მერე თხევად ნაწილს სუფთა სათლში ღვრიან, უმატებენ თხევად საპონს, ასხამენ პულვერიზატორში და ამუშავებენ მცენარეს ყოველდღე ან 3 დღეში ერთხელ. დარჩენილ ნაცრის მასას კიდევ უმატებენ 10ლ წყალს და ამ ხსნარით რწყავენ მცენარეებს.
გადამწვარი ნაკელის ნაყენი  -ნაკელს ასხამენ წყალს, 1:3 ზე, აჩერებენ 3 დღე, აზავებენ სამმაგად წყლით და ასხურებენ ბუჩქებს
ნივრის ნაყენი - 25 გრ დაქუმაცებულ ნიორს ასხამენ 10ლ წყალს, აჩერებენ 1 დღე, წყურავენ და იყენებენ შესასხურებლასდ.
ქიმიური საშუალებები ნაცარა სოკოს წინააღმდეგ:  ამ სოკოს საწინააღმდეგოდ თანმედროვე ფუნგიციდური საშუალებები მეტად ეფექტურია. ისინი კლავენ სოკოს, აჩერებენ მცენარის უჯრედებში მიმდინარე დამღუპველ პროცესებს, მკურნალობენ და იცავენ მათ. დამუშავება ხდება 1-4 ჯერ 7-10 დღიანი შუალედებით.   ყველაზე ეფექტური პრეპარატებია ფუნდაზოლი, ტოპაზი, პრევიკური, სკორი, ვიტაროსი, ამისტარ ექსტრა.  ცნობილი ფუნგიციდია - ფიტოსპორინი, რომლის მოქმედი ნივთიერებაა ბაქტერიების  Bacillus subtilis კონცენტრატი ცარცის და გუმატის ფხვნილში. მიუხედავად იმისა, რომ ფიტოსპორინი ითვლება სამკურნალო ნივთერებად, უკვე არსებული ნაცარა სოკოს წინააღმდეგ საერთოდ არ აქვს ეფექტი, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით მისი გამოყენება საოცარ შედეგს იძლევა,

თარგმანი თ. სუპატაშვილის

05 March 0 10 412
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно