იოდი სახლის მცენარეებისთვის

მცენარეების მოვლა, მოსავლის აღება, ან უბრალოდ, ყვავილებით ტკბობა ბევრისთვის არა მხოლოდ ჰობი, არამედ ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. შემოდგომის დადგომის მერე მომდევნო სეზონამდე სიხარულიც ქრება, ისინი ინახავენ სააგარაკე ინსტრუმენტებს, სარწყავებს მომავალ წლამდე. მაგრამ ყველა ასე არაა. ბევრი სულაც არ ჩქარობს და ამინდის მიუხედავად ისევ იქექება მიწაში. გარეთ ხშირად დიდი თოვლია, მაგრამ ფანჯრის რაფაზე ისევ მწვანე მეგობრები ელიან ადამიანებს. მათ ისევ სჭირდებათ მოვლა და ეს ძალიან საინტერესო საქმიანობა მთელი წელი არ წყდება. პირიქითაც კი., მცენარეებს რაფაზე კიდევ უფრო მეტ ყურადღება და ზრუნვა სჭირდებათ, ვინაიდან ვიწრო ქოთნებში მცირე რაოდენობის მიწაში საკვების დეფიციტის გამო მეტი მოვლა, კვება, მორწყვა სჭირდებათ, რომ ისინი მუდამ კარგ ფორმაში იყვნენ, კარგად იზრდებოდნენ და ყვავილობდნენ.
დღეს უამრავი ორგანული და მინერალური სასუქი არსებობს სხვადასხვა შემადგენლობის და ღირებულების, მაგრამ ბევრი მოყვარული არჩევს იოდის გამოყენებას მათ სასუქად.
მიკროელემენტის თვისებები: მენდელეევის ცხრილის ეს  ელემენტი არც ისე გავრცელებულია დედამიწაზე, სუფთა სახით კი პრაქტიკულად არც გვხვდება, უმეტესად იგი ნაერთის სახითაა. მისი შედარებით დიდი რაოდენობა აღმოჩენილია წყალმცენარეებში, რომლებიც მას აწარმოებენ. კიდევ სხვა მცენარეებშიც არის, თუმცა შედარებით მცირე ოდენობით. ბევრი მცენარისთვის იგი აუცილებელი არაა, მაგრამ მისი არსებობა  საკვებში დადებთად აისახება მცენარის ცხოველმყოფელობაზე. მისი მოხმარების შემდეგ მცენარე უკეთ იზრდება, ხშირად ყვავის, იძლევა უხვ მოსავალს, იშვიაათად ავადდება, ამგვარად, მისი გამოყენება მცენარის საკვებად არაა აუცილებელი, თუმცა სასურველია.
იოდი - ელემენტია, რომელიც ადამიანსაც სჭირდება და ცხოველებსაც. ადამიანის ორგანიზმი მის ნაკლებობას ხშირად განიცდის, რაზეც მიუთითებს იოდის სწრაფი შეწოვა, როცა იგი ადამიანის კანზე ხვდება. მისი ნაკლებობა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, შეიძლება სხვა დაზიანებაც გამოიწვიოს. ამ მიკროელემენტის რაოდენობის მოსამატებლად ადამიანები სვამენ ვიტამინებს, იოდშემცველ პრეპარატებს ან საკვებად იყენებენ იოდშემცველ პროდუქტებს, აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს იოდიანი ხსნარით ხეხილის და ბოსტნეულის მორწყვა. ეს ელემენტი პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება და შეითვისება ადამიანის მიერ საკვები პროდუქტებიდან.
დახმარება მცენარეებს: იოდი შედის ბევრი მინერალური სასუქის შემადგენლობაში. მათ იყენებენ დათესვამდე თესლის დასამუშავებლად, ასევე  მცენარეთა მიწისზედა კვებისთვის. ჩვეულებრივი, დაუმუშავებელი მიწისთვის იოდის ძირითადი წყარო ატმოსფერული ნალექია. იქ კი იგი ზღვებიდან და ოკეანიდან ხვდება. წყალი  ოკეანის ზედაპირდან ორთქლდება, ან  ტალღები ეშხეფება სანაპიროს და ასე ორთქლდება, მერე კი კვლავ მიწას უბრუნდება წვიმის ან თოვლის სახით. ასეთი წრებრუნვა სახლის პირობებშიც შეიძლება მოუწყოთ მცენარეებს. სასუქს აზავებენ წყალში და ასხურებენ მცენარეს ფოთლებზე. მეცნიერებმა დაატკიცეს, რომ  მცენარეს შეუძლია ატმოსფეროდანაც შთანთქას იოდი, ამიტომ ასეთი კვება შედეგის მომტანია, თუნდაც იგი მიწას არ მოხვდეს.
ხსნარის რეცეპტი: იოდის სარგებლიანობა ადამიანისთვის, ცხოველისა თუ მცენარისთვის მეცნიერებმა დიდი ხანია, დაამტკიცეს, მაგრამ აუცილებელია სწორი დოზის დაცვა. მომატებულ რაოდენობას ზიანის მოტანა შეუძლია, ასეთ შემთხვევაში სასუქი ტოქსიკური  და ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის საშიში ხდება, მათ შორის ოთახის მცენარეებისთვისაც. მცენარის ნორმალური ზრდისთვის იოდის ხსნარს იყენებენ, სადაც მისი შემცველობა 0,1მგ ია 1კგ ზე. მაგრამ თუ ეს რაოდენობა გაიზრდება ნახევარ  ან 1მგ მდე, სასუქი შხამად გადაიქცევა. ასეთი ხსნარით ამუშავებენ თესლსაც დათესვის წინ. მის შედეგიანობაზე ჯერ კიდევ წინა საუკუნის 20 იან წლებში წერდნენ სოფლის მეურნეობის ინსტიტუტების კვლევებში.
იოდის ხსნარის გამოყენების გამოცდილების შესახებ: ეს მეთოდი ბევრმა სცადა და პრაქტიკაში წარმატებით იყენებს დღესაც. მათი გამოცდილების შესახებ კი ინტერნეტში წერენ. თუ მათ დაუჯერებთ, მცენარეებს დიდი რეაქცია ჰქონდათ იოდიან ხსნარზე. ეს სასუქი იმდენად მოეწონათ, რომ უკეთ და სწრაფად იწყეს ზრდა, უხვად და ხანგრძლივად ყვავილობდნენ და თითქმის არ ავადმყოფობდნენ.
ასე მაგ. ანთურიუმი, რომელმაც მთელი ფოთლები დაჰკარგა და უკვე კვდებოდა, მორწყეს იოდის ხსნარით -  2ლ წყალში 2წვ. სასუქი. 6 კვირაში მცენარეს ვერ ცნობდნენ, ახალი ხასხასა ფოთლებო ამოიყარა, კიდევ 3 თვეში იყვავილა კიდეც და მშვენიერ მოყვავილე ბუჩქად იქცა. ხმალა და ლომისპირაც განიკურნენ ჟანგასგან, ქრიზანთემები კი  წარმატებით უმკლავდებოდნენ ნემატოდებს. სხვა მცენარეებს აღენიშნებოდათ ფოთლების სიუხვე და სიხასხასე, უხვი და ხანგრძლივი ყვავილობა.
რაც შეეხება ხეხილს და ბოსტნეულს, მათი მოსავლიანობა გაიზარდა, ხილის და ბოსტნეულის შემადგენლობაში იმატა იოდის რაოდენობამ, რაც დადებითად აისახა ადამიანის ჯანმრთელიბაზეც. მოსავალი მეტ ვიტამინებს შეიცავდა ,რამაც მათი საგემოვნო თვისებები გააუმჯობესა.
რა გზით მოქმედებს იოდი მცენარეთა ზრდაზე, ყვავილობაზე და მოსავლიანობაზე, ჯერ კიდევ გასარკვევია. ვარაუდობენ, რომ იგი არეგულირებს ფერმენტული სისტემის ფუნქციონირებას  და ამ გზით აუმჯობესებს მათში ნივთიერებათა ცვლას, მაგრამ ასეა თუ ისე, დღეს მცენარეთა იოდით კვების დადებით შედეგებზე უკვე აღარავის ეპარება ეჭვი.
მაგრამ აქაც საჭიროა მიკროელემენტის დოზების და პროპორციების სწორი დაცვა. სწორედ ასეთ შემთხვევაში ოთახის მცენარეები მუდამ მწვანე ფოთლებით და ლამაზი ყვავილებით, აგარაკზე და სოფლად კი ხეხილი და ბოსტნეული უხვმოსავლიანობით გაახარებენ პატრონებს.

თარგმანი თ, სუპატაშვილის

01 March 0 21 824
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно