ბრძოლა ფრთათეთრასთან

სახლში და ბაღში მცენარეებს ხშირად დიდ ზიანს აყენებს პატარა პეპელა - ფრთათეთრა. მისი სიგრძე სულ  1,5-3მმ ია, თეთრი ფერის, დაფარულია ფქვილისებრი მტვერით, ზრდასრულიც და მატლიც იკვებება მცენარის წვენით და ამით დიდ ზიანს აყენებს მცენარეს, ზოგჯერ მის სიკვდილსაც კი იწვევს. ფოთლები უფერმკრთალდება, მცენარე კარგავს სასიცოცხლო ენერგიას, და საბოლოოდ კვდება, თუ რაიმე ზომებს არ  გამოიყენებთ. მისი მოშორება არც ისე რთულია, თუკი დროულად აღმოაჩენთ.
როგორ ვიპოვნოთ ფრთათეთრა?  თუ მცენარის გარშემო პატარა თეთრი ქინქლები დაფრინავენ, რომლებიც ჩრჩილს ჰგავს, ეს უკვე საეჭვო მინიშნებაა. შეარხიეთ ფოთლები, თუ მცენარე უკვე დაპყრობილი ჰყავს ამ მწერს, უცებ გაჩნდება ასეთი პატარა მწერების მთელი გუნდი. ამას გარდა, მწერზე მიუთითებს:
- ფოთლის ქვედა მხარეს ნახევრადგამჭირვალე პატარა ქერცლები საკმაო რაოდენობით -  ეს მწერის მატლებია.
- მცენარის ფოთლებზე წებოვანი პრიალა ნადების გაჩენა. ეს მათი ცხოველმყოფელობის შედეგია.
- მცენარეზე შავი წერტილები. იგი ამ ნადების მუდმივი თანამგზავრის  - მურა სოკოს განვითარების გამო ჩნდება.
- მცენარის ზრდა ფერხდება, ფოთლები ყვითლდება და ეხვევა.
როდის და როგორ ჩნდება ფრთათეთრა?  იგი უფრო მეტად   ზაფხულის თბილ დღეებში ჩნდება, როცა წვიმაც მოდის ხშირად. მას მოსწონს მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა. 10გრ ს დაბლა იგი ვერ ძლებს და კვდება, თუმცა კვერცხებზე ეს არ მოქმედებს და მშვენივრად იზამთრებენ. ამ სეზონს გარდა  მათი საყვარელი საცხოვრებელი გარემო სათბურები და ორენჟერეებია, სადაც არაა კარგი ვენტილაცია, მცენარეები კი ერთმანეთთან ახლოს არიან განთავსებული. ამიტომ მათ გამრავლებამდეც შეიძლება მწერებთან ბრძოლა ერთი გზით - არ შეიქმნას მისი არსებობისთვის კომფორტული პირობები. ამისთვის საჭიროა: არ დაუშვათ მცენარეების სიუხვე, უნდა ხდებოდეს შენობის ვენტილაცია, ნესტიან ამინდში არ სჭირდებათ მცენარეებს დანამვა, უნდა გამოიყენოთ ბიოსტიმულატორები მათი გაჯანსაღებისთვის, როგორიცა მაგ.ეპინი და მიაწოდოთ საკვები სასუქის გამოყენებით,  
როგორ ვებრძოლოთ? მწერთან ბრძოლისთვის გამოიყენება როგორც ხალხური, ისე თანამედროვე საშუალებები, ქიმიური პრეპარატები მოქმედებენ მწერზე შემდეგნაირად - აღწევენ მცენარის შიგნით, წამლავენ წვენს, ამ წვენის გამოწუწნის მერე მწერიც და მატლიც  ერთ- ორ საათში კვდება, მაგრამ კვერცხებს არც ეს მეთოდი კლავს, ამიტომ ერთი კვირის ინტერვალით საჭიროა მისი განმეორებით გამოყენება 1-2ჯერ.  ხალხური საშუალებები ძირითადად კონტაქტური მოქმედებით ხასიათდება, ანუ მცენარის წვენში კი არ ხვდებიან, არამედ მწერის სხეულზე და ასე კლავენ მათ. ცალკე უნდა აღინიშნოს  ხაფანგები და ფუმიგატორები, მათ ხანგრძლივი დრო სჭირდებათ, რადგან კლავენ მხოლოდ ზრდასრულ მწერებს.
ხაფანგი - წებოვანი მახე მფრინავი და მხოხავი მავნებლებისთვის:  მწერის მოშორება შეიძლება, თუ დაზიანებული მცენარეების გარშემო დაკიდებთ სპეც წებოვან მახეებს, ასეთი საკმაოდ ბევრი იყიდება: ფერომონი, არგუსი, ბონა ფორტე,, ისინი წარმოადგენენ პატარა მუყაოს ან პლასმასის ფურცლებს, რომლებზეც წასმულია წებო, რომელიც არ შრება სწრაფად.მას არც ფერი აქვს, არც სუნი, და არც მომწამლავია. შეფერილია კაშკაშა ყვითლად, რაც იზიდავს ფრთათეთრას. მწერი ამ ზოლებს სუსტი შეხებითაც ეწებება. ფრთათეთრას გარდა ამ  წებოს სხვა მწერებიც ეწებება- ბუგრი, მინერას ბუზი, ტრიპსები, ტკიპები  და სხვ. მახის გაკეთება თავადაც შეგიძლიათ, საჭირო მუყაო, შეღებეთ კაშკაშა ყვითლად, დაფარეთ ვაზელინით, თაფლის და კანიფოლის  ნარევით, აბუსალათინის ზეთით. მახეს ამაგრებენ ხის, პლასმასის ან ლითონის საყრდენზე და დებენ ქოთანში,თუ სათბურში არის მწერი , საჭიროა ასეთი მახის დადება 1ც, 10კვ,მ ზე. სახლის პირობებში კი ასეთ მახეებს დებენ ყოველ რაფაზე.  ზოგჯერ მათ ნაცვლად იყენებენ სპეც წებოვან ლენტებს ბუზებისთვის. მათ კიდებენ მცენარეების თავზე. 

ფუმიგატორი: მწერის პოპულაციის შემცირება შეიძლება ფუმიგატორის დახმარებითაც. მას რთავენ რაც შეიძლება ახლოს მცენარესთან, უნდა დაიკეტოს ფანჯრები და კარები. ადამიანი და ცხოველი ამ ოთახში არ უნდა იყოს - საშიშია, მოწამვლის შესაძლებლობის გამო.
 ხალხური მეთოდები: ყველაზე ადვილი საშუალებაა  მწერების გამრავლების საწყის სტადიაზე . იგი ეფუძნება მწერის სასიცოცხლო ციკლის დარღვევას. ფოთლის გაწმენდა წყლით - მატლი ზრდასრულ მწერად გადაიქცევა ერთ კვირაში. ამ ხნის განმავლობაში ის აქტიურად იკვებება და ფოთლის ქვედა მხარეზეა. მათი რაოდენობის შესამცირებლად ყოველ კვირა ფოთლები იწმინდება სველი ღრუბლით, წყალში სასურველია ცოტა საპნის დამატებაც. დამუშავებისას საჭიროა ყველა მატლის მოცილება. დროთა განმავლლობაში პოპულაცია შემცირდება.  მეთოდი ვარგა მწერების ცოტა რაოდენობისთვის. სათბურებში ეს პროცედურა საკმაოდ არაეფექტურია.

ტემპერატურის დაქვეითება 10გრ მდე- ზრდასრული მწერები ასე დაბალ ტემპერატურაზე კვდებიან. თუმცა რამდენიმე კვერცხი და მატლი შეიძლება მაინც გადარჩეს, რადგან ძილს ეძლევიან. და როცა ისევ დათბება 15-18 გრ-მდე, კვლავ აგრძელებენ ცხოვრებას. არის სხვა საშუალებებიც - სპეც ბიოლოგიური ხსნარები, რასაც შესასხურებლად ან მოსარწყავად იყენებენ.
საპნიანი ხსნარი-  სარეცხი ან კუპრის საპონი გახეხილი იხსნება წყალში კონცენტრაციით  - 1:6, ხსნარი უნდა აქაფდეს კარგად და წაესვას მცენარეს ღრუბლით. შეიძლება მისი გამოყენება შესასხურებლადაც, მიწასაც ცოტა საპიან ხსნარს ასხამენ  ფრთხილად მცენარესთან ახლოს ისე, რომ მიწის ღრმა ფენებში არ ჩავიდეს. ზოგჯერ ერთხელ დამუშავებაც საკმარისია სრული განადგურებისთვის, თუ ასე არ მოხდა, იმეორებენ ერთ კვირაში. 

ნივრის ნაყენი - 6 გრ ნიორს (2კბილი ) აქუცმაცებენ და ასხამენ 1ლ წყალს, აყენებენ ერთ დღეს სიბნელეში, მერე წურავენ და ამ ხსნარს ასხურებენ მცენარეს, 2-3 დამუშავება საკმარისია. შუალედი 1 კვირა უნდა იყოს.
ასფურცელას ნაყენი - 80-90 გრ  ფოთლებს ასხამენ 1ლ წყალს, აჩერებენ 2 დღე, წურავენ და დაზიანებულ ადგილებს ასხურებენ

 2-3ჯერ ერთი კვირის ინტერვალით.
თამბაქოს ნაყენი -ერთ კოლოფ სიგარეტს აქუცმაცებენ, ასხამენ 1ლ წყალს, აჩერებენ სიბნელეში 5 დღე, მერე წურავენ და 3 დღის განმავლობაში ასხურებენ მცენარეს მწერის საბოლოო განადგურებამდე.
ბაბუაწვერას ნაყენი - 40გრ ფესვებს და 40გრ ფოთლებს აქუცმაცებენ და ასხამენ 1ლ წყალს, აყენებენ 4 დღე, წურავენ და ასხურებენ მცენარეს 2ჯერ ერთი კვირის შუალედით.
„ქიმია“ ფრთათეთრას წინააღმდეგ -  თუ ხალხური მეთოდები არ ამართლებს, უკვე ქიმიური პრეპარატები უნდა სცადოთ, რომ მწერი სწრაფად და ეფექტურად მოიშოროთ.
აქტარა -  ნომერ 1 საშუალებაა, წარმოადგენს სისტემურ პრეპარატს ხანგრძლივი ქმედების პერიოდით 3-5 კვირა.  მცენარეს ძირში უსხამენ ხსნარს, მატლიც და ზრდასრული მწერიც მცენარის წვენით იკვებება, მთელი პოპულაცია კვდება. იშვიათად, შორს წასულ შემთხვევაში, არა მარტო რწყავენ, არამედ ასხურებენ კიდეც  3ჯერ ერთი კვირის ინტერვალით. პირველივე  ჯერზე მწერის გასანადგურებლად აკეთებენ უფრო მაგარ ხსნარს - 3-4 ჯერადი კონცენტრაციით, ვიდრე პაკეტზე წერია. ანუ მითითების მიხედვით 1,4 გრ იხსნება 10ლ წყალში, მაგრამ ამ შემთხვევაში მთელ პაკეტს ხსნით 2-3ლ წყალში და ამ ხსნარით რწყავთ მცენარეს. მცენარე არ იწვება, არ ზიანდება, სამაგიეროდ მწერი მთლიანად ნადგურდება.   
კონფიდორი - ეფექტური ინსექტიციდია სისტემური და კონტაქტური ზემოქმედებით. 1,5 სთ ის შემდეგ მორწყვიდან და შესხურებიდან მწერი კვდება, საკმარისია ასეთი ერთი დამუშავება. მისი მოქმედი ნივთიერებაა იმიდაკლოპრიდომი.  იგივე ნივთიერება სხვა რაოდენობით სხვადასხვა პრეპარატშიცაა, მათი ერთმანეთით შენაცვლება შესაძლებელია.
აკარინი - ანადგურებს თითქმის ყველა მწერს - ფრთათეთრას, აბლაბუდა ტკიპას, ნემატოდებსაც კი, გამოიყენება შესასხურებლად, კარგად უნდა დასველდეს ფოთლები , ჯობს თუ ხსნარი მოხვდება მწერებზეც . იგი მწერის ორგანიზმში შედის როგორც საჭმლით, ასევე პირდაპირ შეხებითაც.
ისკრა -  იწარმოება ხანგრძლივი ქმედების ჩხირების, წყალში ხსნადი აბების, ფხვნილის, სითხის სახით ან ამპულებში. გამოიყენება მოსარწყავად, სწრაფად აღწევს ფესვებში, მცენარეში ჩერდება 25 დღე, ერთი დამუშავება საკმარისია.
ფიტოვერმი -  ინსექტოაკარიციდია, გამოდგება ყველა მწერის გასანადგურებლად, საკმარისია 1- 2 შესხურება, რომ მწერი მისი შთამომავლობით სრულად განადგურდეს.
აქტელიკი  - კლავს მწერებს, ტკიპებს. ფრთათეთრას ერთი დარტყმით სპობს მათ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ტოქსიურია, აქვს უსიამოვნო სუნი.
ზემოჩამოთვლილის გარდა ფრთათეთრას ებრძვიან კიდევ ასეთი პრეპარატებით : ზეტა, როვიკურტი, ინტა-ვირი, ფუფანონი, ტოპ-სტარი, ალატარი.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

25 February 0 13 077
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно