გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

დიფენბახია კამილა

დიფენბახია კამილა

Диффенбахия камилла (ლათ.Dieffenbachiapicta Camilla)

არმისებრთა ოჯახის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე.სიმაღლეში შეიძლება მიაღწიოს ორ მეტრს.ფოღლის ფორმა წაგრძელებულ გულისებური ან ლანცეტისებური.ყოველი ფოთლის შუა ნაწილი ღია ფერისაა,ნაპირები კი მწვანე.მაგრამ რაც უფრო დიდი ასაკისაა მცენარე,მით უფრო მწვანე ხდება ფოთლები.დიფენბახიას ყვავილედი 10-13 სანტიმეტრამდეა,მომწვანო-მოკრემისფრო ან ფერმკრთალი ყვითელი ფერის.სათანადო მოვლის პირობებში დიფენბახია აპრილ-მაისში ყვავის.

დიფენბახია კამილა ცუდად იტანს ორპირ ქარს,დაბინძურებულ ჰაერს,პირდაპირ მზის სხივებს და ნიადაგის გადაციებას (15 °C-ზე დაბალი).მისთვის საუკეთესო ნიადაგია სუსტადმჟავე რეაქციის მსუბუქი სუბსტრატი,ასევე აუცილებელია კარგი დრენაჟი.

დიფენბახია კამილა ასუფთავებს ჰაერს ტოქსინებისაგან,თუმცა მისი წვენი ძლიერ შხამიანია,ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე და მოარიდეთ ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს.

29 January 0 8 263

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно