ლილიას (შროშანის) გამოზამთრება
ლილიას გასხვლა ივლისის შუა პერიოდისათვის ლილიების სახეობების უმეტესობა ასრულებს ყვავილობას. დამჭკნარი საყვავილე უკვე აღარ გამოირჩევა მდიდარი ესთეტიურობით და ჩნდება მისი მოჭრის სურვილი. მაგრამ, უმჯობესია არ ვიჩქაროთ, დაყვავილებული ღერო კიდევ დიდ ხანს რჩება მწვანე და აქტიურად მონაწილეობს მცენარის სასიცოცხლო პროცესში. თუ ლილიას მოვაჭრით დაყვავილებულ ღეროს, მცენარის ბოლქვს სრულფასოვანი კვების საშუალებას მოვაკლებს. ამიტომ, უმჯობესია მოვაშროთ ყვავილი, რაც თავისთავად თესლის მომწიფებას შეუშლის ხელს.ამ პროცედურის ჩატარება კარგია, რადგან თელს მიაქვს დიდი სასიცოცხლო ძალები და მცენარის სხვა ნაწილები იჩაგრება. ვაცლით მხოლოდ ყვავილს, ხოლო დანარჩენი ნაწილების მოჭრა უმჯობესია შემოდგომაზე, როცა მცენარის მიწისზედა ნაწილი გაყვითლდება.
კვება ყვავილობის შემდეგ ლილია იწყებს გამოზამთრებისათვის საჭირო ძალების მობილიზებას. ამიტომ, თუ შევაშველებთ ადეკვატურ კვებას,
გავაუმჯობესებთ ბოლქვის მზაობას და დაავადებების მიმართ მედეგობას. ანუ, რაც უფრო ხარისხიანად გამოვკვებავთ მცენარეს დაყვავილების შემდეგ, მით უფრო ჯანსაღი და მრავალფეროვანი ყვავილობა ექნება მომდევნო წელს. ამიტომ, აუცილებელია სწორად შევარჩიოთ სასუქი, რომელშიც აუცილებლად უნდა შედიოდეს კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი და კალცი. კარგი იქნება სუპერფოსფატის, კალიუმის მონოფოსფატის, კალიმაგნეზიის ან
კალიუმის სულფატის გამოყენება. ასეთი სასუქების საკვები ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ მდიდარია გამაჯანსაღებელი ნივთირებებით და
მათში არ შედის აზოტი, რაც აღარ სჭირდება მცენარეს დაყვავილების შემდეგ. მცენარე არ აგროვებს ნივთიერებებს, არამედ ხარჯავს, გადატყორცნის რა მათ ბოლქვების განვითარებაში.
მორწყვის პროცედურები ლილიას დაყვავილება არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შევწყვიტოთ მისი მორწყვა. მორწყვა და ადეკვატური კვება მცენარის ხანგრძლივი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. მაგრამ, ლილიასაც, როგორც ყველა სხვა ბოლქვოვან მცენარეს, არ უყვარს ბოლქვის სისველეში ყოფნა. ამიტომ, თუ დაყვავილების შემდეგ წვიმიანმა ამინდებმა მოუხშირეს შესაძლებელია ლილია არც კი მოვრწყათ. ხოლო მშრალი ამინდების დროს მცენარე ირწყვება საშუალოდ 7-10 დღეში ერთხელ.
გადარგვა დაყვავილების შემგდომ დაყვავილებიდან, საშუალოდ 4-5 კვირის შემდეგ, ლილიას ბოლქვები ამოაქვთ გრუნტიდან. სხვათაშორის, არ არის აუცილებელი ბოლქვების ამოღება, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ბოლქვების ყინვებისაგან დაცვა, რაშიც
დაგვეხმარება მულჩირება, თივით, ნახერხით და ა.შ. გადარგვისათვის უმჯობესია დავიცვათ შემდეგი ნაბიჯები:
- დავამუშაოთ მიწა, დავამატოთ ნეშომპალა და კომპლექსური სასუქი;
- ამოვიღოთ ორმოები 10სმ სიღრმის. თუ ბოლქვი დიდია, მაშინ ორმო უნდა იყოს
უფრო ღრმა 15-20 სმ;
- დავაშოროთ ბოლქვები ერთმანეთს 25-30სმ და ჩავალაგოთ ორმოებში;
- დავაყაროთ მიწა, კარგად მოვრწყათ, დავაფაროთ მულჩა.
რა შემთხვევაში არის აუცილებელი ბოლქვების ამოღება
-საქმე გვაქვს ისეთ ჯიშებთან, რომლებიც ვერ უძლებენ ზამთარს;
-სურვილი გავქვს განვაახლოთ-გავაახალგაზრდაოთ ბუჩქი;
-ეჭვი გვაქვს დაავადებებსა თუ მავნებლებზე;
-სურვილი გვაქვს ავიღოთ გასამრავლებელი ბოლქვები და დავყოთ ბუჩქი.
თუ მივიღეთ ბოლქვების ამოღების გადაწყვეტილებას, მაშინ ბოლქვები სწორედ უნდა შევინახოთ. ლილიების ბოლქვების შენახვა ბოლქვი უნდა გასუფთავდეს ზედმეტი და დაზიანებული ნაწილებისაგან, გაირეცხოს, სასურველია დამუშავდეს კალიუმის პერმანგანატის ან რომელიმე ფუნგიციდის სუსტ ხსნარში, გაშრეს და ისე შევინახოთ გრილ და ბნელ ადგილზე. კარგი იქნება თუ ამოვავლებს ნაცარში. ბოლქვი არც უნდა გამოშრეს და არც უნდა დალბეს. შენახვის ოპტიმალური ტემპერატურაა +5°-6°C. შესაძლებელია ტემპერატურის მცირეხნიანი ვარდნა, მაგრამ არა 0°ქვემოთ. ყველაზე კარგი ადგილი შენახვისათვის არის სარდაფი. კარგი იქნება თუ ბოქვებს ჩავდებთ ნახერხში, ბალახში ან ნებისმიერ მსგავს მასალაში, მთავარია, რომ ცირკულირებდეს ჰაერი. ზამთრის მანძილზე საჭიროა ბოლქვების პერიოდულად შემოწმება და განიავება.
ჩვენი გუნდი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი
04 December
0
0