ონკანის წყალი, რა საფრთხეები არსებობს?

ნებისმიერ მცენარეს სრულფასოვანი არსებობისათვის სჭირდება სინათლე და წყალი. აქედან გამომდინარე ყველაზე ხშირად ისმის კითხვა, შეიძლება
თუ არა ონკანის წყლის გამოყენება? ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ ქლორი ანადგურებს ბაქტერიებს, იმ დაშვებით, რომ სასმელ, ე.წ. ონკანის წყალში ქლორის დაშვებული ნორმა აკმაყოფილებს ჯანმრთელობის დაცვის მსოფიო ორგანიზაციის მოთხოვნებს. მაგრამ, თუ ზოგადად, მოსახლეობისათვის ეს პოზიტიური ინფორმაციაა, ფლორისტები შიშობენ, რომ ონკანის, დაქლორილი წყლის გამოყენება შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მცენარეებისათვის. თუმცა, ძალიან ხშირად ის პრობლემები, რომელიც თავს იჩენს ხოლმე მორწყვისას, ნამდივლად არ არის ონკანის წყლის ბრალი, არამედ მცენარეების მოვლაში დაშვებულია სხვა დარღვევები და ამიტომ ვერ ხდება ქლორის გავლენის სწორი იდენტიფიცირება.
სინამდვილეში ქლორის ზეგავლენის მაშტაბები პირდაპირ არის დამოკიდებული წყალში მის შემცველობაზე. ქლორს აქვს სწარაფად აორთქლების თვისება და თუ ონკანის წყალი გამოიყენება, მისი შეგროვებდან რაღაც დროით დაყოვნებით, მაშინ ქლორის შემადგებლობა წყალში იქნება მინიმალური და ნამდვილად ვერ იქნება სახიფათო, განსაკუთრებით კი ერთწლიანი, საკვები მიზნებისათვის განკუთვნილი კულტურებისათვის.
ქლორის ტოქსიკურობა იმდენად, რამდენადაც ქლორი ანადგურებს ბაქტერიებსა და მიკრობებს, ფლორისტს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ ანალოგიურად, გაანადგურებს ნიადაგის, როგორც მავნე, ასევე სასარგებლო მიკრობებსა და ბაქტერიებს. მაგრამ, ეს საფრთხე გაზვიადებულია, რადგან ქლორი შედის ძალიან ბევრი სასუქის შემადგენლობაში და ამასთან ერთად, კარგად შეიწოვება თიხის ელემენტების მიერ და კარგავს ტოქსიკურობას. როცა ონკანის ახალი, დაქლორილი წყალი ხვდება ნიადაგში, მართლაც კლავს მიკრობების რაღაც მცირე რაოდენობას. მაგრამ თავად მიკრობებს აქვთ გავრცელების დიდი სიჩქარე და საკმაოდ მალე ავსებენ დანაკლისს. ამიტომ, როცა მენარეს გაუჩნდება რაიმე დაავადების არასტანდარტული ნიშნები, საჭირო იქნება კომპლექსური გამოკვლევა და არა პრობლემის პირდაპირ ონკანის წყლალზე მიწერა.  
ქლორით მოწამვლის სიმპომები სამწუხაროდ ზუსტი, ან სპეციფიკური სიმპტომები, რომელიც ქლორით ინტოქსიკაციაზე მიგვანიშნებს, არ არსებობს. ყველაზე ხშირად ქლორის სიჭარბე ფოთლების დაწვას, კიდეების გაშავებას იწვევს. ზოგიერთი მცენარე ქლორის სიჭარბის გამო ავადდება ისეთი დაავადებით, როგორიცაა ქლოროზი. ყურადღება გასამახვილებელია იმ  ფაქტზე, რომ სქელფოთლიანი მცენარე ქლორის სიჭარბის მიმართ უფრო მედეგია.
ქლორის კონცენტრაციი შემცირება ცნობილი ფაქტია, რომ წვიმის წლით მორწყვაზე მცენარეები უფრო კარგად რეაგირებენ, ვიდრე ონკანიდან აღებულ სასმელ წყალზე. შეგვიძლია დავასახელოთ რამოდენიმე მიზეზი, თუ რატომ ხდება ასე, მაგრამ ძირითადი არის ის, რომ წვიმის წყალი არ შეიცავს ქლორს. ძალიან ბევრი სათბური, განსაკუთრებული მოხერხებულობისა და გამო, მოიხმარს ონკანის წყალს, თუმცა ამავე დროს გამოიყენებს სპეციალურ ფილტრებს, რომ შეამციროს ქლორის შემადგენლობა წყალში. პირველი ნიშანი, რომ სასმელ წყალში ქლორის შემადგენლობა დასაშვები ნორმის ზედა ზღვარსე, ან ზღვარს მიღმაა, არის ის, რომ წყალს გააჩნია ქლორის სპეციფიკური სუნი. ასეთი წყლის გამოყენება მცენარეებისთვის ნამდვილად სახიფათოა. უნივერსალური რჩევა, პრაქტიკითაც გამყარებული, წყალში ქლორის შემცირებისათვის არის ონკანის წყლის, სულ ცოტა 24სთ განმავლობაში დადგმა. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ ფართოპირიანი ჭურჭელი, რომ ქლორი მარტივად ამოორთქლდეს. ასევე, გამოიყენება წყლის გადადუღების მეთოდიც-საკმარისია წყლის წამოდუღება 2წთ მანძილზე. მაგრამ, როდესაც განსაკუთრებულად პრეტენზიულ და თუნდაც იშვიათ მცენარეებს ეხება
საქმე, უმჯობესია ვიზრუნოთ წვიმის წყლის რეზერვუარებზე.
ხისტი წყალი წყალში ზედმეტი რაოდენობით შეწონილი მინერალები (მაგნიუმი, კალცი) იწვევენ მის გახისტებას. გარდა ქლორისა, ხისტი წყალი საკმაოდ დიდი თავის ტკივილია ფლორისტებისა და მებაღეებისათვის. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შეიძლება წავაყდეთ - ბინძურდება გრუნტი, მარილები ეკვრის მცენარეების ფესვებს, იცვლება ნიადაგის ქიმიური რეაქცია და ა.შ. ამასთან, არ არის რეკომენდირებული ასეთი წყლის საყოფაცხოვრებო ფილტრში გატარება, რადგან ფილტრის მარილები ცაკლე წარმოადგენენ მცენარეებისთვის საფრთხეს. უმჯობესია გამოვიყენოთ
ნახშირის ფილტრი, ან ე.წ. წყლის დოქით გაწმენდის ტრადიციული წესი. არასასურველი მინერალების კვალი თანდათან ემჩნევა ხოლმე გრუნტს,
ქოთანს. ამ შემთვევაში ურიგო არ იქნება მიწის ზედა ფენის გამოცვლა, ამ მცენარის გამდინარე წყლით „დაბანა“ წელიწადში ერთხელ მაინც, სულ ცოტა 3წთ მანძილზე, რომ ჩამოირეცხოს როგორც ნიადაგი, ასევე მცენარის ფესვები.
მაგრამ (!) მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, ყველაზე დიდ საფრთხეს მაინც მცენარის ზომაზე მეტად მორწყვა წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, თუ საიდან და როგორ იქნება აღებული წყალი. უმჯობესია შევამოწმოთ გრუნტის ზედაპირი: 3სმ სიღრმეზე თუნდაც ნეკა თითით
გავსინჯოთ მიწის ტენიანობა და თუ გრუნტი მშრალია, მხოლოდ მაშინ მოვრწყათ მცენარე და თუ სხვა შესაძლებლობა არ გვაქვს, გამოვიყენოთ   ნადგამი, ოთახის ტემპერატურაზე გამთბარი წყალი.
ჩვენი გუნდი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხათუნა კალატოზიშვილი
06 November 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно