ანთურიუმი
ეპიფიტური მცენარეების გვარი ნიუკასებრთა ოჯახიდან.გვხვდება როგორც ბალახოვანი, ისე ლიანებიც და ნახევრადეპიფიტებიც,ცხოვრობენ ჩრ და ს. ამერიკაში ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. სახელი მიიღო ყვავილის აგებულების გამო, -ბერძნულიდან ნიშნავს ყვავილს და კუდს. ყვავილის ფერი სხვადასხვაა - თეთრი,ლურჯი, წითელი,. ფოთოლი ტყავისებრი ,მთლიანი ან შეჭრილი, პატარა ან დიდი, ერთფეროვანი ან ჭრელი -ეს დამოკიდებულია ჯიშზე და სახეობაზე.მცენარე ძალიან პოპულარულია, მას ზრდიან არა მარტო სახლში, არამედ ბაღშიც, კულტურაში არსებობს 100ზე მეტი ჰიბრიდი. სახლის პირობებში ზრდიან როგორც მოყვავილეს, ისე დეკორატიული ფოთლების გამოც.

განათება - მცენარე კარგად გრძნობს თავს აღ, ან დას. მხარეს ,რადგან ზრდისთვის სჭირდება გაბნეული კაშკაშა სინათლე. ჩრ მხარის ფანჯარაზე გაიზრდება, მაგრამ ნაკლები განათება ექნება. ს. მხარეს კი ფანჯრიდან მოშორებით უნდა დაიდგას ან თხელი ფარდა დასჭირდება დასაცავად.
ტემპერატურა - მოსწონს სითბო,გაზაფხულ -ზაფხულში 22-28გრ კარგი იქნება, 18გრ ზე დაბლა დაწევა დააავადებს მცენარეს. სექტემბერ-თებერვალში კი დაახლოებით 16გრ სჭირდება, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება და ორპირი მას არ მოსწონს.
მორწყვა - ვეგეტაციის პერიოდში ირწყვება უხვად, როგორც კი მიწის ნახევარი გაშრება. წყალი უნდა იყოს ნადგამი, რბილი, კარგია სარწყავად წვიმის წყალი. ჯობს დააკლდეს, ვიდრე ზედმეტი მოგივიდეთ მისი მორწყვა, რადგან ფესვები მგრძნობიარეა ზედმეტი წყლის მიმართ და ადვილად ლპება.
შესხურება - ანთურიუმს მაღალი ტენიანობის ჰაერი სჭირდება ( 90 %), ნაკლებობისას ზრდა ნელდება, საჭიროა მისი ფოთლების პერიოდული წმენდა სველი რბილი ღრუბლით, სითბოში თბილი წყლით დანამვა, ქოთანს კი დებენ სველ კერამზიტიან სადგამზე. ინამება მხოლოდ ფოთლები, ყვავილზე წყლის მოხვედრა ალაქავებს მას,
კვება - რეგულარულად ესაჭიროება ,უნდა გვახსოვდეს, რომ მინერალურ სასუქს მისთვის ორჯერ მეტი განზავება სჭირდება, სასუქს აძლევენ გაზაფხულ-ზაფხულზე თვეში ორჯერ. ორგანული სასუქი სასარგებლოა მისთვის, თუმცა სახლის პირობებში მოუხერხებელია ხშირად. კარგია ქათმის სკინტლი, ან ნაკელი, გადამწვარი, ასევე ფოთლოვანი ნეშომპალა.
ყვავილობა - სტიმულირებისთვის სჭირდება გრილი გამოზამთრება დაახლოებით 2 თვე.(14-15გრ) კარგი მოვლის პირობებში იყვავილებს გაზაფხულის ბოლოდან შემოდგომამდე, ჰიბრიდები კი, პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაშიც. მოყვავილებულ ნაწილებს აცლიან, ასე მცენარის ენერგიის ეკონომია ხდება ახალი ყვავილების გამოსატანად. თესლის მისაღებად ხდება ხელოვნური დამტვერვა. კარგად ფორმირებული მოჭრილი ყვავილი ლარნაკში 20-35 დღე ძლებს.ბოლომდე ჩამოუყალიბებელი კი სწრაფად ჭკნება-დაახლოებით 5 დღეში.
გადარგვა - აქტიური ზრდის დროს -თებერვალ-მარტში ხდება მისი გადარგვა ან კიდევ მარტ-აგვისტოში, საჭიროებისას, ეს საკმაოდ ფრთხილად უნდა მოხდეს, ფესვების დაუზიანებლად. ახალგაზრდა მცენარეს რგავენ ყოველწლიურად -2სმ ით მეტი დიამეტრის ქოთანში წინასთან შედარებით. ზრდასრული მცენარე ირგვება 2-3 წელიწადში ერთხელ.ქოთანი მისთვის ჯობს პლასმასის, რადგან კერამიკაში ნიადაგი ჰაერთან შედარებით გრილია. ქოთანი უნდა იყოს ღრმა,ძირში ყრიან დრენაჟისთვის დატეხილ აგურს, რომ ქოთანში წყალი არ დაგუბდეს. მცენარის საჰაერო ფესვებს ახვევენ ხავსს და მას პერიოდულად ნამავენ. სუბსტრატი უნდა იყოს ფხვიერი ,ჰაერ -და წყალგამტარი. მის შემადგენლობაშია : 1წილი კორდის მიწა, წილი ტორფი, 2წილი დაჭრილი ხავსი-სფაგნუმი ან -თანაბარი პროპორციით ტორფი, ქვიშა და ფოთლოვანი მიწა, რასაც უმატებენ წიწვოვნების ქერქს და ხის ნახშირის ნამტვრევებს. კიდევ - კერამზიტი, ქერქი და უხეში ტორფი.
დათესვა - თესლის აღება საკუთარი მცენარიდანაც შეიძლება , რადგან მისი დათესვა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს -მათი ამოსვლის ვადების სიმცირის გამო, ამისთვის ხდება ხელოვნური დამტვერვა: მტვერი გადააქვთ ერთი ყვავილიდან მეორეზე ფუნჯით და იმეორებენ რამდენჯერმე 1-2 დღის ინტერვალით.ნაყოფი -კენკრაა. თესლს სჭირდება 8-10 თვე, მოსამწიფებლად. ,იგი ამოაქვთ ნაყოფიდან , რეცხავენ, დებენ „მარგანცოვკაში,“ ცოტა ხნის მერე რგავენ მსუბუქ ფხვიერ სუბსტრატში, რომელსაც თხელ ფენად აყრია პერლიტი. თესლს აწყობენ მიწაზე, ოდნავ თითით აწვებიან, მიწაში,კონტეინერს აფარებენ და 22გრ ზე დებენ, ამოდის დაახლოებით 2კვირაში. ერთი წყვილი ნამდვილი ფოთლის ამოსვლის მერე პიკირება ხდება მსუბუქ სუბსტრატში, რომელიც შედგება წიწვოვანი ან ფოთლოვანი მიწის, ხის ნახშირის, ნაკელის და ტორფისგან. მერე კიდევ ერთი პიკირებაა საჭირო . პირველი ყვავილობა 2წლის მერეა, მაგრამ ეს ყვავილი სუსტი და განუვითარებელია. კარგ ყვავილს მცენარე იძლევა 4-5წლიდან. ჰიბრიდებს მეტი დრო სჭირდებათ. თესლით გამრავლება კარგავს ჯიშის თვისებებს და დეკორატიულობასაც აქვეითებბს.
გამრავლება ტოტებით - უფრო ადვილია მისი გამრავლება ტოტით, წვერის ნაწილით ან გვერდითა ტოტებით. მათ აშორებენ დედა მცენარეს და ცალკე რგავენ. დაფესვიანება ხდება პერლიტში ნ ქვიშაში. მერე აფარებენ მინას და ასათბურებენ. პერიოდულად ნამავენ და ანიავებენ. ასე აქვთ ტოტები 22-24 გრ ზე. დაფესვიანებული ტოტები გადააქვთ ზემოაღწერილ სუბსტრატში.
შხამიანობა - საკმაოდ შხამიანია. სახიფათოა მისი და ბავშვების ან შინაური ცხოველების ერთად ყოფნა, შეიძლება მისი ფოთლების დღეჭვამ გამოიწვიოს მოწამვლა, გულისრევა,ღებინება, ფაღარათი, კანის გაღიზიანება, დერმატიტი.
დაავადებები - ხშირად ლპება ზედმეტი მორწყვისას, როცა მიწა არ შრება, განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე. საშიშია ანთრაკოზიც -მისი გამოვლენა ხდება ფოთლით-იგი ხმება და ხმობა იწყება ფოთლის ნაპირებიდან.მცენარე არ ყვავის - მიზეზი მავნებლები ან არასწორი მოვლაა, ანთურიუმს უყვითლდება ფოთლები - მიზეზი ფესვების ლპობაა, ასეთ შემთხვევაში მცენარე ამოაქვთ მიწიდან, აშორებენ მომპალ ნაწილებს და თავიდან ახალ სუბსტრატში რგავენ, არეგულირებენ მორწყვის რეჟიმს. ფოთლის წვერები შავდება - ეს კალციუმის სიჭარბის გამოა,ამიტომ ამცირებენ სასუქს, მითითებული დოზის ნახევრამდე.მცენარე ხმება - მიზეზი ბევრი და ურთიერთსაწინაღმდეგოა -ამას იწვევს სასუქის ნაკლებობა ან სიჭარბე., მორწყვის გადამეტება ან ნაკლებობა. უნდა შეიცვალოს მიწა. ფოთლების დახვევა - მცენარე დგას ორპირში,ან მზის სხივების ქვეშ, ჰაერის ტენიანობა დაბალია, ან განათებააა არასაკმარისი.მავნებლები - ბუგრი, აბლაბუდა ტკიპა, ფარიანა.