ორქიდეა დრაკულა (Dracula) - განსხვავებული და საოცარი
ეს საოცარი, დიდი ყვავილებიანი ორქიდეა გვაგონებს მაიმუნის სიფათს და მხოლოდ ვიზუალის გამო როდი ითვლება განსაკუთრებულ მცენარედ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრეტენზიული და რთულად მოსავლელი ორქიდეა. სითბოსმოყვარულ და ტენისმოყვარულ მცენარეს ასევე სჭირდება ცივი გამოზამთრება. ამიტომ, ვიდე გადაწყვეტთ შეეჭდოთ ამ ორქიდეას პატრონობას, საჭირო იქნება შანსებისა და შესაძლებლობების ჯეროვანი შეფასება.“დრაკულა” ამ ორქიდეას ერთ-ერთი ბოტანიკური სახელია, მეორე დასახელება არის „მაიმუნის ორქიდეა“. საინტერესო ისაა, რომ დრაკულას ყველა სახეობას ეგზოტიკური და დემონური, მითოლოგიიდან ნასესხები დასახელება აქვს. ეს მცენარე საკმაოდ გვიან, 1870 წელს აღმოაჩინეს, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებაში არსებობს უამრავი სახეობა.
დრაკულები წარმოადგენენ სიმპოდიალურ, არც თუ ისე მაღალ ორქიედას ეპიდენდრუმის ოჯახიდან. მცენარეს არ აქვს ფსევდობულბები და იზრდება გჯუფებად. ღეროს ქვედა მხარე დაფარულია თხელი, ლერწმისებური ქერქით. ყოველ ღეროზე იზრდება მხოლოდ ერთი, მუქი მწვანე, დაგოფრილი, თხელი და დიდი ფოთოლი, რომლის სიგანე 5სმ-ს, ხოლო სიგრძე 25სმ-ს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თხელია, ფოთოლს გააჩნია ღრუბლისებური სტრუქტურა.
დრაკულა უშვებს მხოლოდ ერთ და უიშვიათესს შემთხვევაში, ორ და სამ ყვავილს მყარ და გრძელ საყვავილეზე, რომელიც იზრდება ან ჰორიზონტალურად, ან ეკიდება ძირს. ყვავილობის ბუნებრივი ციკლი მიმდინარეობს ივნისი-აგვისტოს თვეებში, მაგრამ ეს მისი ბინადრობის არეალზე. სახლის პირობებში ორქიდეამ შეიძლება მოგვიწყოს დიდი სურპრიზი, ან საერთოდ არ გაყვავდეს, ან იყვავილოს რამოდენიმეჯერ წელიწადში.
დრაკულას ყვავილები ყოველი სახეობისათვის განხვავებული ფორმის, შეფერილობისა და ზომისაა (დაახლოებით 25სმ დიამეტრში). თუმცა ყველა სახეობას აქვს ერთი მახასიათებელი, ყვავილის ფორმა სამკუთხედია, რომელსაც ფუძეში აქვს სამი ფურცლაკი გარეთ გამომავალი საცეცებით, რომელიც ხშირად დაფარულია უწვრილესი ბუსუსებით. ყვავილის გულში წარმოქმნილი მოცულობითი ფურცლაკები კი ქმნიან ვიზუალს, რომელიც ზოგს დრაკულას, ზოგს კი მაიმუნს მოაგონებს. ყვავილი შეიძლება გამოიტანოს ერთი და იმავე საყვავილეზე რამოდენიმეჯერ. ამიტომ საყვავილე არ ეჭრება, ვიდრე არ ამოწურავს თავის რესურსს.
მოვლის სპირობები ეს მთის ორქიდეაა (ზღვის დონიდან 1 500მ), და იზრდება ტენიანი ტროპიკული ტყეების ქვედა იარუსზე. გავრცელების არეალი არის ეკვატორი და კოლუმბია. უპირატესობას ანიჭებს ჩრდილს, მაღალ ტენიანობასა და დაბალ ტემპერატურას. ეს ორქიდეა იშვიათ მცენარედ ითვლება იმის გამო, რომ ადაპტირებული გარემო, სათბურსა და ორანჟერეაში მანც ვერ ქმნის მისთვის საჭირო მიკროკლიმატს და ვერ ვითარდება. საქმე იმაშია, რომ ბუნებრივ გარემოშიც კი, როცა ამ ორქიდეას მასპინძელი ხე იღუპება, ორქიდეაც წყვეტს არსებობას. გარემოს ცვლილებას რთულად ეგუება და სჭირდება გრძელი ადაპტაციის პერიოდი. ეს მცენარე ვერ იტანს მცირედ ცდომილობებსაც კი მოვლის პირობებში.
განათება: სჭირდება რბილი განათება, ლამის ჩრდილი. ოთახის პირობებში ყველაზე მოსახერხებელი მისთვის არის ჩრდილოეთის მიმართულების ფანჯარა, თუმცა სასურველია ფანჯრიდან 1მ. დაშორების დაჭერა. განათებული დღის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10სთ-ს. ვერ ეგუება ეს მცენარე ადგილის შეცვლას, ამიტომ შეძენამდე უნდა მოვუძებნოთ მუდმივი განთავსების არეალი.
ტემპერატურა: დრაკულასათვის ტემპერატურის ოპტიმალური დიაპაზონი შეადგენს +15° - +20°C, თუმცა მცირე ხნით შესაძლებელია + 23° - +25°C, ოღონდ მაღალი ტენიანობი პირობებში. ხოლო, დაბალი ტემპერატურული დიაპაზონი შესაძლებელია მეყეობდეს +12°C. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღე-ღამეს შორის საგრძნობი ტემპერატურული სხვაობა, მინიმუმ 4° -ით. ზაფხულობით შესაძლებელია მცენარის ღია ცის ქვეშ ჩრდილში გატანა, იმ პირობით თუ ღამის ტემპერატურა +12°C იქნება.
მორწყვა და ჰაერის ტენიანობა: დრაკულას სუბსტრატი არ უნდა გამოშრეს. ამიტომ, სჭირდება ყოველდღიური მორწყვა მცირედი ულუფებით. ყვავილობის დროს მორწყვა უფრო ინტენსიური უნდა და მოსვენების პერიოდში შედარებით ძუნწი. შესაძლებელია ორქიდეას მორწყვა ჩაძირვით, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ წვიმის, ან უკიდურეს შემთვევაში გაგმოხდილი, ან დარბილებული წყალი.
ჰაერის ტენიანობა სჭირდება მაქსიმალური 70%-90%. ამიტომ საჭირო იქნება დატენიანების დამატებითი მეთოდების მობილიზება.
კვება: კვება სჭრდება მხოლოდ აქტიური ვეგეტაციის პერიოდში. მოსვენების დროს კვება წყდება. გამოიყენება ორქიდეებისათვის განკუთვნილი სასუქი, ოღონდ განახევრებული დოზებით (შესაძლებელია უფრო მცირე დოზების გამოყენებაც). კარგი იქნება, თუ შეირჩევა კომბინაცია ფესვიდან და ფოთლიდან კვებისათვის.
გადარგვა: თუ გადარგვის მძაფრი აუცილებლობა არ არის, უმჯობესია მცენარეს ხელი არ ვახლოთ. და თუ მოგვიწია გაადრგვა, მაშინ უნდა ვაცადოთ, რომ ახალმა ყლორტება გამოტანონ საკუთარი ფესვები. საჭიროა დრაკულას კულტივირება ან ბლოკში, ან სფაგნუმში. შესაძებელია ხის კალათებში ჩარგვა, თუმცა მარტო ფიჭვის ქერქის გამოყენება არ არის რეკომენდირებული. საჭროა ქერქის, სფაგნუმის, ნახშირის, გვიმრის ფესვების ნაზავი, ან უბრალოდ ხავსი სფაგნუმი. გადარგვის შემდეგ გრუნტი უნდა იყოს მინიმალურად ტენიანი, თუმცა ჰაერის ტენიანობა მცენარეს სჭირდება მაქსიმალური.
გამრავლება: შესაძლებელია ოჯახის გაყოფა, ისე, რომ 4-6 ან მეტი ღერო გადავიტანოთ ცალკე. სხვა მეთოდებით ეს ორქიდეა არ მრავლება.
დაავადებები და მავნებლები
მცირედი გადახრა სასურველი კლიმატური პარამეტრებისაგან დამღუპველია. მცენარე მალე ფუჭდება, შავდება, იცვენს ფოთლებს და შრება. მომატებული სისველის გამო შეიძება მალე დაობდეს და დალპეს. მავნებლებიდან ადვილად უჩნდება ფარიანები, ტრიფსები, ბუგრი, აბლაბოდა ტკიპა. როგორც კი შევამჩნევს მავნებლებს, საჭრო გახდება სერიოზული საშუალებების მოხმარება მკურნალობისათვის.
პოპულარული სახეობები
Dracula sodiroi, Dracula xenos, Dracula polyphemus, Dracula cordobae, Dracula bella, Dracula vespertilio, Dracula benedictii, Dracula chimaera
ჩვენი გუნდი facebook-ზე შემოგვიერთდით ჯგუფში ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხათუნა კალატოზიშვილი
02 April
0
16