ალოე
გვარი ითვლის ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარეების 260 მდე სახეობას. თავად შედის შროშანისებრთა ოჯახში. სამშობლო - აფრიკაა,მცენარეს აქვს სქელი,წვნიანი ფოთლები, ამომავალი ფესვებიდან და შეკრული როზეტებად. ზოგ სახეობას ფოთლები ეკლიანი აქვს, ზოგს ცვლილთ დაფარული, ყვავის ყვითელი, წითელი ან ნარინჯისფერი ყვავილებით. ისინი საგველა ან მტევნისებრ ყვავილედებადაა შეკრული., აქვთ მილისებრი ან ზანზალაკისებრი ფორმა. ზოგ სახეობას მედიცინაში იყენებენ სასარგებლო თვისებების გამო. მისი წვენი გამოიყენება დამწვრობის და დაჩირქების საწინააღმდეგოდ, აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი კანზე. ფოთლებიდან მიიღება ნივთიერება, რომელსაც საფაღარათო თვისება აქვს. სახლის პირობებში შეიძლება ალოეს ბევრი სახეობის მოვლა.
განათება - სახლის ალოე ძალიან სინათლისმოყვარულია, ამიტომ მას დებენ სამხრეთ ფანჯრის რაფაზე, მას არ სჭირდება მზის სხივებისგან დაცვა. მაგრამ თუ იგი დიდხანს იდო ბნელ ადგილას, ესაჭიროება თანდათან შეჩვევა. ზამთარში დამატებით განათების ქვეშ დებენ.
ტემპერატურა - ზაფხულში ოთახის ტემპერატურაზეც კარგადაა, შეიძლება აივანზეც დადოთ. ოღონდ წვიმისგან დაცულ ადგილას. ზამთარში მას დასვენების პერიოდი აქვს და 14 გრ ესაჭიროება. უფრო მაღალ ტემპერატურაზე არასაკმარისი განათების პირობებში მცენარე იწოწება .
მორწყვა - აქტიური ზრდის დროს მცენარეს რწყავენ მიწის ზედა ფენის შეშრობისას. ზამთარში ამცირებენ მორწყვას, მაგრამ მიწა ბოლომდე არ უნდა გამოშრეს. თუ წყალი როზეტის გულში მოხვდა, მცენარე შეიძლება დალპეს და მოკვდეს.
შესხურება - ჰაერის ტენიანობა არ მოქმედებს ალოეზე.
ყვავილობა - ალოემ რომ იყვავილოს, ესაჭიროება ზამთარში მოსვენების პერიოდი, როდესაც იგი დევს ხანგრძლივ განათებულ ოთახში დაბალ ტემპერატურაზე, თუმცა ასეთი პირობის შექმნა სახლში ძნელია, ამიტომ მისი ყვავილობა შედარებით იშვიათია.
კვება - მას ყოველთვიურად კვებავენ მინერალური სასუქით.კვებას იწყებენ გაზაფხულის შუიდან შემოდგომის დასაწყისამდე, მერე კი წყვეტენ მომდევნო გაზაფხულამდე.
გადარგვა - ნიადაგი ალოესთვის ასეთი შემადგენლობისაა: 2 წილი კორდის მიწა, 1წილი ფოთლოვანი მიწა და 1წილი ქვიშა. ნიადაგის გასაფხვიერებლად უმატებენ დაფხვნილ აგურს და ხის ნახშირს. ახალგაზრდა მცენარეს რგავენ 2წელიწადში ერთხელ, ზრდასრულებს კი-4წელიწადში ერთხელ.
დათესვა - ალოე კარგად მრავლდება თესლით.ითესება ქვიშაში ზამთრის ბოლოს,ქოთანს მზეზე არ დებენ, პერიოდულად ნამავენ და ანიავებენ. მცენარე აქვთ 20გრ_ზე. ამოსვლიდან ერთ თვეში გადააქვთ შედარებით მოზრდილ ჭურჭელში.3 თვეში კი ცალკცალკე რგავენ, და უვლიან, როგორც ზრდასრულ მცენარეებს.
გამრავლება ტოტებით - სუბსტრატი ისეთივეა, როგორსაც დათესვისთვის იყენებენ. ახალგაზრდა ტოტებს დედა მცენარეს აცლიან გაზაფხულზე და რგავენ ცალკე.როცა დაფესვიანდება და მოძლიერდება, მერე დიდი მცენარის მსგავსად უვლიან.
დაავადებები - ფოთლები მოწყენილი და ფერმკრთალია - მიზეზი ხშირი მორწყვა, ან არასწორად შერჩეული მიწაა. მცენარე იწოწება - მიზეზი არასაკმარისი განათებაა, საჭირო ხდება დამატებითი დღის ნათების ნათურების დაყენება ფესვების და ღეროს ლპობა - მიზეზი ზედმეტი მორწყვაა.ან წყლის მოხვედრა როზეტის გულში.თუ ასე მოხდ, მიწა უნდა გაუშროთ, მომპალი ფესვები მოაშოროთ.ფოთლის ბოლო უყავისფერდება -მართალია,მისთვის ჰაერის ტენიანობა სულ ერთია, მაგრამ ზოგჯერ მაინც სჭირდება დანამვა, მუქი ლაქები ფოთლებზე - ალოე ვერ იტანს ორპირს და 8გრ ზე დაბალ ტემპერატურას.მავნებლები - მცენარეს ერჩის ბუგრი, აბლაბუდა ტკიპა.
ალოეს სახეობები - 1. თეთრყვავილა ალოე- ბუჩქია ღეროს გარეშე. წვრილი გრძელი ფოთლებით, რომლებსაც თეთრი წერტილები აქვს.ყვავის თეთრი მტევნებად შეკრული ყვავილებით ნახევარმეტრიან საყვავილე ღეროზე. მრავლდება როზეტებით. 2.ალოე ვერა -ბუჩქი მოკლე ღეროთი. ფოთლები როზეტებადაა შეკრული, აქვს თეთრი ლაქები და გვერდებზე ვარდისფერი პატარა ეკლებით, სიგრძე 0,5მ ია. საყვავილე ღერო გრძელია და ბოლოვდება რამდენიმე ყვავილედით, ყვავილი ყვითელია, 3სმ ზომით, თუმცა არსებობს წითელყვავილიანი ჯიშებიც.
თარგმანი თამარ სუპატაშვილის