ოქსალისი დეპე - Оxalis Deppei

ოქსალისი დეპე (Оxalis Deppei, Оxalis Tetraphylla), ერთ-ერთი მაღალი დეკორატიული თვისებების მქონე მცენარეა. მას ფლორისტები სხვა დასახელებითაც იცნობენ, ასე მაგალითად, „ოთხფურცლიანი“(ოთხყურა) ოქსალისი, ან „რკინის ჯვარი“.  ეს მცენარე ცნობილი გახდა 1795 წლიდან, როდესაც მის შესახებ გაჩნდა პირველი ჩანაწერი. მცენარეს ზრდიან, როგორც ოთახის კულტურას, თუმცა სათადანადო მოვლის პირობებში კარგად გრძნობს თავს ღია გრუნტში. ამ ოქსალისს ბედნიერების მომტანსაც უწოდებენ, მისი ფოთლების განსხვავებული ფორმისა და ფურცლების რაოდენობის გამო.
დეპეს ოქსალისს ფოთლის საინტერესო შეფერილობის გამო ძალიან გამორჩეული ადგილი უჭირავს ლანდშაფტურ დიზაინში, ფოთოლი შიგნიდან მელისფერია, ხოლო კიდეები აქვს მწვანე. ასეთი უცნაური დეკორი ფოთლებზე განსაკუთრებულ აქცენტებს სძენს ამ მცენარეს. უჩვეულო ვიზუალური ეფექტი აქვს მას, როგორც მწვანე ხალიჩას, განსაკუთრებით, როდესაც ოქსალისი ყვავის მცირე ზომის მოვარდისფრო-მომელნისფრო ყვავილებით.  
დეპეს ოქსალისი მექსიკელია წარმოშობით და უპირატესობას ანიჭებს სუბტროპიკულ კლიმატს. ეს არის მრავალწლიანი, ბოლქვოვანი მცენარე, რომელიც სიმაღლეში 35 სმ-ს აღწევს. მისი ფოთლები საშუალო ზომისაა 3-4სმ. ყვავის დეპე ზაფხულის დასაწყიდისან გვიან შემოდგომამდე. ყვავილები მომცრო ზომის აქვს და თითო ყვავილედზე გვხვდება 5-10 ცალი მელნისფერ-ვარდისფერი ნაზი ყვავილი. იშვიათად გვხვდება ყვითელი შეფერილობის ყვავილი.
მოვლა. დეპე საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა. მცენარე ბოლქვოვანია და მასაც ესაჭიროება მოსვენების პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ გვიან შემოდგომაზე მცენარის მიწის ზედა ნაწილი ჭკნება და  მცენარე „იძინებს“. თუ მოსვენების პერიოდი სწორად წარიმართა, მცენარე გაზაფხულზე ისევ ამოიყრის ფოთლებს და იყვავილებს კიდეც.
გამრავლება. დეპეს გამრავლება შესაძლებელია და მარტივია ბოლვების დაყოფით. ბოლქვები გაყოფის შემდეგ მალევე უნდა დაირგას, ან მოხდეს მათი შენახვა გრილ გარემოში (მაგ, მაცივრის ქვედა თაროზე), რომ არ გამოშრეს. თუ მცენარეს ვზრდით ღია გრუნტში, მაშინ უნდა შევარჩიოთ კარგად განათებული, მზიანი ადგილი. ოქსალისის ეს სახეობა გაცილებით უფრო მეტ სინათლეს საჭიროებს ვიდრე სხვა. მცენარე ვერ განვითარდება ნახევრად ჩრდილში. ნიადაგი უმჯობესია იყოს ფხვიერი, წყაგამტარი, ქვიშანარევი, სუსტად მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის. საჭირო იქნება გრუნტის ტენით უზრუნველყოფა.  ბოლქვები ლაგდება ჯგუფებად 7-10სმ დაშორებით. დარგვის სიღმე უნდა შეადგენდეს 5სმ-ს. დეპეს ოქსალისი არ ითვლება ყინვაგამზლე მცენარედ. მისთვის ყველაზე დაბალი ტემპერატურა  -12°, თუ ნიადაგი კარგი დრენაჟითაა აღჭურვილი. თუმცა უმჯობესია, რომ მცენარე არ ვამყოფოთ     -5° დაბალ ტემპერატურაზე, რადგან გადაციებისა და დაღუპვის ალბათობა მაღალია.
იმისათვის რომ შევინარჩუნოთ მცენარე, ზამთრის პირზე ბოლქვი უნდა ამოვიღოთ ღია გრუნტიდან  და შევინახოთ გრილ ადგილზე. ხოლო გაზაფხულზე ისევ შეიძლება ბოლქვების დარგვა. თუ რეგიონში თბილი ზამთარი იცის, მაშინ შესაძლებელია არც გახდეს საჭირო ბოლქვების ამოღება და საკმარისი იყოს ფართის მულჩირება 5სმ სისქეზე. გაზაფხულზე მულჩა იხსნება.
ქოთანში გამოყვანა. ქოთანში გაზრდისათვის შესაძლებელია გამოვიყენოთ გრუნტი შემადგენლობით - კომპოსტი, ფოთლოვანი მიწა,  ქვიშა (2:1:1). რაკი დეპეს უყვარს კარგი განათება, მცენარე უნდა განთავსდეს მზიანი ფანჯრის რაფაზე. თუმცა, ზაფხულში უმჯობესია მოვარიდოთ შუადღის მცხუნვარე მზის სხივებს. ოთასის ოპტიმალური ტემპერატურა სასურველია იყოს +22°- +24° დღისით, ხოლო ღამით +15 ° მდე. ნიადაგი უნდა იყოს ოდნავ ტენიანი. მცენარე უნდა მოირწყას მაშინ, როცა გაშრება გრუნტის ზედა ფენა. რაც შეეხება კვებას, აუცილებელია მთელი ვეგეტაციის მანძილზე. გამოიყენება წყალში ხსნადი, დაბალანსებული სასუქი მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული დოზებით. შემოდგომიდან კვება საგრძნობლად მცირდება და ზამთარში საერთოდ ჩერდება. მცენარემ შეიძლება სრუიად დაიჭკნოს მიწის ზედა ნაწილი. მოსვენების პერიოდში აზრი აქვს ქოთნის გრილ და ბნელ აგილზე განთავსებას. მცენარის მოსვენების პერიოდი გრძელდება დაახლოებით 3 თვე. დეპეს გადარგვა საჭიროა 2 წელიწადში ერთხელ.
საინტერესო ფაქტი! ამ ოქსალისის ყველა ნაწილის (ყვავილი, ფოთოლი, ბოლქვი) გამოყენება შესაძლებელია კულინარიული მიზნებისთვის, როგორც უმი ფორმით, ასევე როგორც კერძისა და დესერტის კომპონენტი. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/567-oqsalisi-pepela-mjavela.html 
ჩვენი ჯგუფი facebook-ზე სემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
შეადგინა: ხ. კალატოზიშვილი
28 March 0 20

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно