ვარდების გასხვლა ყვავილობის შემდეგ
მოვლა-პატრონობა ვარდებს თითქმის მთელი წლის, და განსაკუთრებით, თბილი სეზონების მანძილზე სჭირდებათ. ბუჩქის გაკრეჭვა აუცილებელია არა მხოლოდ ლამაზი ფორმების შესაქმნელად, არამედ უხვი ყვავილობის მისაღებად და მცენარის ჯანმრთელობისათვის.
გასხვლის პროცედურა კეთდება მზიან და მშრალ ამინდში, რეალურად რამოდენიმე მიზეზის გამო:
- ყვავილობის შემდეგ ბუჩქი არ გამოიყურება ესთეტიურად;
- მავნებლებისათვის დაყვავილებული და გაფუჭებული ყვავილები მიმზიდველი გარემოა;
- დაყვავილებული და გაფუჭებული ყვავილები შესაძლებელია იყოს დაავადებების წყარო;
- დაყვავილებული ყვავილის თავთავმა შეიძლება დაიწყოს მომწიფება, რაც სრულიად უსარგებლო პროცესია და საკმაო ძალას წაართმებს მცენარეს.
ხვიარა ვარდების გასხვლა ვინაიდან ასეთი ტიპის ვარდი უხვად ყვავის, მცენარის გასხვლა უფრო მეტ დროს და რესურს მოითხოვს. ასეთ ვარდებს ყვავილები გამოაქვს წინა წლების ტოტებზე. ამიტომ, იჭრება მხოლოდ დამჭკნარი ყვავილები. თუ ხვიარა ვარდებს სწორად გავსხლავთ, მაშინ გადანაჭერ ტოტებზე ამოიყრება ახალი საყვავილეები, ყლორტი გაიზრდება და ზამთრისათვის გამყარდება.
ჩაის-ჰიბრიდული ვარდების გასხვლა ასეთი ვარდები რღმად იჭრება. გადანაჭერი კეთდება ძირიდან უკვე კარგად ჩამოყალიბებული და ზრდასრული მე-4 ან მე-5 ფოთლის ზემოთ. დააკვირდით რომელ მხარეს არის მიმართული ფოთოლი, რადგან ამ მხარეს ამოიზრდება ახალი ამონაყარი. სასურველია, რომ კვირტი მიმართული იყოს ბუჩქის გარე მხარეს, რომ სწორედ ასე განვითარდეს მცენარე და არა შიგნით. გადანაჭერი კეთდება 45° დახრილობით, რაც არ გამოიწვევს ტოტზე წყლის დაგროვებას და დაავადებების გაღრმავებას.
ფლორიბუნდის გასხვლა ამ ვარდის გასხვლისას უნდა გავითავლისწინოთ მცენარის ასაკი. ზრდასრულ ბუჩქებზე სხლავენ შიდა მხარეს, ჰიბრიდული ვარდის მსგავსად. ასეთი გასხვლა ნაწილობრივ გაახალგაზრდავებს მცენარეს. მომავალში ახალი ამონაყარი ტოტები გაყვავდება და ბუჩქი შეინარჩუნებს ლამაზ ფორმას. რაც შეეხება გარე ტოტებს, ისინი იჭრება კიდევ უფრო სიღრმეში-პირველი ჩამოყალიბებული, ზრდასრული ფოთოლის ზემოთ. შედარებით ახალგაზრდა ბუჩქი ცოტა უფრო გრძლად ისხვლება, 4-5 ფოთოლზე ან ძირიდან 7-8 ფოთოლზე.
ბორდიულის და ტანმორჩილი ვარდების გასხვლა ჯუჯა და პატარა ჯიშის ვარდები საზაფხულო გასხვლას არ საჭიროებენ. საჭიროა მხოლოდ დამჭკნარი ყვავილების მოშორება პირველივე ფოთლამდე.
ვარდების მოვლა გასხვლის შემდეგ
მორწყვა: დროული და უხვი მორწყვა ბუჩქის სილამაზის მნიშვნელოვანი გარანტია. ვარდებს აქვს მძლავრი, ნიადაგის სიღრმეში მიმავალი ფესვთა სისტემა. დიდ ბუჩქს ლამის 5-15ლ. წყალი სჭირდება ერთ მორწყვაზე. რაც უფრო დიდია მცენარის ვარჯი, მით მეტი წყალია საჭირო.
დამუშავება: ვარდი არ არის დაცული დაავადებების და მავნებლების წინააღმდეგ. ამიტომ, უმჯობესია დროულად მოვახდინოთ მცენარის დამუშვება. ხშირი ვიზუალური დათვალიერება მოვლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. დაავადებების და მავნებლების შემჩნევისას არ უნდა გადაიდოს დამუშავების პროცედურები, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა გაღრმავდება.
კვება: დაყვავილებისა და გასხვლის შემდეგ კარგი იქნება ბუჩქის აზოტის შემცველი სასუქებით დამუშვება. სწორი კვება ბუჩქის მომავალი ჯანმრთელობისა და ლამაზი ყვავილობის აუცილებელი წინაპირობაა. საკვებად გამოდგება როგორც ორგანული, ასევე ქიმიური საშუალებები. არსებობს მთელი რიგი, მოყვავილე მცენარებისათვის, ან ვარდებისათვის განკუთვნილი შემადგენლობის სასუქი. აუცილებელია გამოვიყენოთ სასუქები სწორად, მითითებული პროპორციებისა და სიხშირეების დაცვით.
თუ ვარდის ბუჩქი გაისხლა სწორად, დამუშავდა და გამოიკვება სწორად, მაშინ ის ღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მომავალ სეზონს და დავტკბეთ უმალაზესი და არომატული ყვავილობით. ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ. კალატოზიშვილი