ბოლქვებისა და ფესვების შენახვა ზამთარში

ზამთრის მოახლოებასთან ერთად,  ჩნდება საზრუნავი, თუ როგორ გადარჩეს ღია გრუნტში ჩარგული მცენარეების ბოლქვები და ფესვები. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ახალ, ინპორტირებულ სახეობებს, რომელთა რეაქცია ზამთრის დაბალ ტემპერატურაზე ჯერ არ არის ცნობილი. საქმე იმაშია, რომ არსებობენ ისეთი მცენარეები, რომელთა ბოლქვებსა და ფესვებს არ სჭირდებათ გრუნტიდან ამოღება, თუმცა საჭირო გახდება დაბალი ტემპერატურისაგან მათი დაცვა.

გამოზამთრებისათვის კარგი იქნება წინასწარ შევარჩიოთ ადგილი. ბოლქვებს და ძირებს, როგორ წესი, ინახავენ სარდაფში, ავტოფარეხსა და აივანზე. თუ ასეთი შესაძლებლობები არ გვაქვს, გამოდგება გრილი ოთახი ან მაცივრის, ბოსტნეულისათვის განკუთვნილი ქვედა უჯრა. ნებისმიერ შემთვევაში, შესანახი არეალი უნდა დამუშავდეს პარაზიტების წინააღმდეგ.

ბოლქვებისა და ფესვების შენახვის ზოგადი წესები

-ყველა მცენარეს აქვს თავისი სასიცოცხლო ციკლი და ბოლქვის ამოღება უნდა მოხდეს შესაბამის დროს;

-უმჯობესია მცენარეს ვადროვოთ, რომ ბუნებრივად მოემზადოს და მოიმწიფოს ბოლქვი;

-მიწიდან ამოღების სამუშოები უნდა ვაწარმოოთ მშრალ ამინდში, მეტ-ნაკლებად მშრალი გრუნტიდან, რომ ბოლქვები იყოს მშრალი და არ დაჭირდეს დამატებით გაშრობა;

-დავაწყოთ ბოლქვები და ძირები სუფთა ჰაერზე ან სათავსოში, სადაც იქნება სუფთა ჰაერის ცირკულაცია;

-შესანახი ადგილი და მასალა უნდა მომზადდეს წინასწარ: ყუთები (კორდონის, ან ხის მასალისაგან დამზადებული), ქაღალდის პაკეტები, ნაჭრის ტომრები, შემავსებლები (ნახერხი, პენოპლასტი, ქაღალდი, ხავსი, ვერმიკულიტი და სხვა);

-ამოსაღები ნიჩაბი და ბაღის მაკრატელი უნდა იყოს სუფთა და დადეზინფიცირებული;

-მასალა ინახება ხის ან კორდონის ყუთში, შემავსებელთან ერთად;

-შესანახი გარემო სასურველია იყოს გრილი, ტენიანი და ბნელი.

ბოლქვებისა და ძირების დამუშავება შენახვამდე ბოლქვები და ფესვები უნდა დამუშავდეს ფუნგიციდით. სასურველია გამოვიყენოთ მსუბუქი ფუნგიციდები და ბიოპრეპარატები. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაში, თუ მცენარეების შენახვა გვიწევს საკვებ პროდუქტებთან ერთად. მთავარია, ზუსტად დავიცვათ დამუშავების ინსტრუქცია და უსაფრთხოების წესები.

კონტროლი თუ კარგად და საიმედოთ დავაბინავეთ ბოლქვები, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გაზაფხულამდე შეგვიძლია დავივიწყოთ. უმჯობესია ხშირად დავათვალიეროთ და შევამოწმოთ ისინი. თავად შემავსებელსაც სჭირდება ხოლმე დატენიანება, რომ ბოლქვი ან ფესვი არ გამოშრეს. სუფთა ჰაერის ცირკულაციაც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს მცენარის შენახვას. ნებისმიერი დაზიანების ან მავნებლის შემჩნევისას, აუცილებელია მივმართოთ შესაბამის ზომებს. ხოლო, თუ ბოლქვი ან ფესვი გაღვივდა და მწვანე ნაზარდი გაიკეთა, მაშინ მცენარე უნდა დაირგას ქოთანში და დაიდგას გრილ, მაგრამ ნათელ ადგილზე. ასეთი გაღვივება მიუთითებს შენახვის პირობების დარღვევაზე, და უმეტეს შემთხვევაში სათავსოს მაღალ ტემპერატურაზე მეტყველებს.

ბოლქვებისა და ძირების საგაზაფხულო დამუშვება როგორც კი გარემოს ტემპერატურა მოიმატებს და ნიადაგი დაიწყებს გათბობას, შესაძლებელია ბოლქვებისა და ძირების გადარგვა ღია გრუნტში. მცენარეების უმეტესობისათვის უმჯობესია გადარგვისათვის შევარჩიოთ ისეთი დრო, როცა უკან იქნება ღამის სუსხები მოტოვებული.

გაზაფხულზე სასურველია ბოლქვი და ძირი დამუშვდეს არა მხოლოდ ფუნგიციდით ან პესტიციდით, არამედ სტიმულატორითაც, ხარისხიანი მცენრის ვარჯისა და ყვავილის მისაღებად. სადღეისოდ ფლორიტულ ბაზარზე არსებობს უნივერსალური, კომპლექსური საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც დაცვას, ასევე დაფესვიანების სტიმულირებას. ჩვენი გუნდი facebook_ზე შემოგვიერტდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

01 November 0 36

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно