ფოთლით გამრავლება,ზოგადი რეკომენდაციები
მართლაც საოცარი ბიოლოგიური პროცესია, როდესაც მცენარეს შეუძლია ფოთლიდან მრავალი შთამომავალი მოგვცეს. და უფრო მეტიც, არსებობენ მცენარეთა ისეთი სახეობები, რომელთაც არ სჭირდებათ მთლიანი ფოთოლი, საკმარისია მხოლოდ მისი მიცრე ფრაგმენტის გამოყენებაც კი. მთავარია ვიქონიოთ საკმარისი მოთმინება და სწორად ავირჩიოთ გასამრავლებელი მასალა. არსებობს უამრავი მცენარე, რომელთა გამრავლება ფოთლიდან გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე სხვა მეთოდი, ასე მაგალითად: სანსევიერა, ბეგონია, ია, სტრეპტოკარპუსი, სუკულენტი და ა.შ.
ფოთლის დაფესვიანების პროცესი უმარტივესია, თუმცა დროული და ხარისხიანი შედეგის მისაღებად უმჯობესია დავიცვათ გარკვეული წესები.
მიუხედავად იმისა, თუ რომელ მცენარის გამრავლება გადავწვიტეთ, უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებელია შევარჩიოთ ახალგაზრდა, ჯანმრთელი, კარგად განვითარებული და დაუზიანებელი მასალა, ანუ, დედა მცენარეს უნდა ავაჭრათ საუკეთესო ფოთოლი. ასევე, ანალოგიური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს დედა მცენარემაც, უნდა იყოს ჯანმრთელი, დაავადებებისა და მანებლებისაგან თავისუფალი.
ფოთლის მოცილება ხდება საკმაოდ ბასრი და დადეზინფიცირებული ინსტრუმენტით(დანით, ლანცეტით). მოცილების დროს დაშვებული ზედმეტი ტრამვები, არააკურატული ანაჭერი, ნაჭდევი და ა.შ. ზრდის ფოლის გაფუჭების ალბათობას. მომტვრევის დროსაც კი, მაშინ, როცა არ ვიყენებთ ინსტრუმენტებს, უნდა ვიმოქმედოთ აკურატულად, განსაკუთრებით არ უნდა მოვახდინოთ ზედმეტი ძალის გამოყენება, რომ ფოთოლი შემთხვევით არ „მოვჭყლიტოთ“.
დაფესვიანების პროცედურა უმჯობესია ვაწარმოოთ გაზრდილი ტენიანობის პირობებში-სათბურში, სახურავის ქვეშ და ა.შ. უბრალო პოლიეთილენის ცელოფანი ან კარკასზე გდაჭიმული აპკი, შექმნის სათბურის რეჯიმს. თუ ფოთლების დაფესვიანებას ვაპირებთ პირდაპირ ღიად, ჰაერზე, თუნდაც ოთახის პირობებში, მაშინ მოხდება ინტენსიური აორთქლება და ფოთოლი გამოშრება. სანამ ფოთოლი, ან მისი ფრაგმენტი არ გამოიტანს ფესვებს, რომელთაც ექნებად გრუნტიდან წყლის ამოქაჩვის უნარი, მანამდე ფოთლის ზედაპირიდან წყლის აორთქლების ინტენიურობა უნდა შევამციროთ. ასე დავზოგავთ ფოთლიდან „რესურსების“ ზედმეტ ხარჯვას.
ფოთლის დაფესვიანება შესაძლებელია სხვა და სხვა გარემოში, ასე მაგალითად გამოიყენება:
წყალი, ქვიშა, ვერმიკულიტი, პერლიტი, ტორფი, მიწა, ხავსი ან კომბინირებული სუბსტრატი (ქვიშა+ტორფი; ხავსი+პერლიტი და ა.შ.)
წყალში დაფესვიანებისას უმჯობესია გმოვიყენოთ დარბილებული, გამოხდილი ან გაფილტრული წყალი, სადაც ჩამატებული იქნება მცირე რაოდენობის ნაცარი ან ნახშირი. წყლის დონე უნდა იყოს მუდმივი და წყალი მუდამ ახალი.
სხვა დანარჩენ მასალაში დაფესვიანებისას სუბსტრატი უნდა იყოს ნოტიო, ისე, რომ არ დავუშვათ სრული გამოშრობა და არც ზედმეტი სისველე, რათა თავიდან ავირიდოთ ფოთლის ლპობა. დაფესვიანებისთვის გმოიყენება არც ისე ნაყოფიერი, მაგრამ მსუბუქი, და კარგი წყალგამტარი სუბსრტატი. ურიგო არ იქნება ნიადაგის დადეზინფიცირება ნებისმიერი ხელმისაწვდომი ხერხით: ქურაში გაცხელება, სისტემური ფუნგიციდით დამუშვება, საყინულეში განთავსება. ასეთი დამუშავება ხელს შეგვიწყობს, რომ გრუნტიდან გავაქროთ მავნებლები და სახიფათო ბაქტერიები.
დაფესვიანების პროცესის წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰაერის ტემპერატურა. უმეტესობა მცენარეებისა მოითხოვს მუდმივ და ზომიერ ტემპერატურულ მაჩვენებლებს. ფოთლით გამრავლებისათვის საჭიროა შედარებით მაღალი ტემპერატურა +20°-25° დიაპაზონში.
რაც შეეხება განათებას, უნდა იყოს მაქსიმალურად მკვეთრი, მაგრამ გაფანტული, პირდაპირი მზის სხვივების გავლენის გარეშე.
ყურადღება მისაქცევია კონტეინერში წყლის ჩამატების/გრუნტის მორწყვის პროცედურა. წყალი ემატება აკურატულად, ნაპირიდან, ან ძირიდან, ისე, რომ არ სველდება ფოთოლი. აუცილებელია სუფთა ჰაერის მოწოდება კონტეინერში, რაც გულისხმობს ყოველდღიურ განიავებას და გრუნტის ტენანობის კონტროლს.
კარგი იქნება, რომ თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით გრუნტიც და შემდეგ ახალგაზრდა მცენარეც დაინამება ფუნგიციდით. ასე თავიდან ავიცილებთ დაავადებების განვითარებს საფრთხეს.
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი