ბრომელიას(ბრომელიასებრთა)მოვლის წესები და შეცდომები

უნდა აღინიშნოს, რომ  ბრომელიასებრთა ოჯახის მესვეურები შეცდომით აღქმული არიან, როგორც ერთი და იგივე მცენარეები და შეცდომით ითლება, რომ მათ ერთნარი მოვლის პირობები სჭირდებათ. მათ შორის გვხვდება როგორც დეკორატიულ-ფოთლოვანი, ასევე მოყვავილე ეგზემპლიარები, და გასაგებია, რომ თუნდაც ამ მახასიათებლიდან გამომდინარე მოვლის წესები სხვა და სხვა უნდა იყოს. ერთი რამ, რაც ბრომელიასებრთა ოჯახის წარმომადგენლებს აერთიანებს, არის მათი უცნაური კაპრიზები. ამიტომ, სუბსტრატის, ქოთნის, ტემპერატურისა და მორწყვის რეჯიმზე დაკვირვება ყველა მათგანს დადებითად წაადგება.

მცენარის არჩევა საქმე იმაშია, რომ ყველაზე გავრცელებული შედცომა დაშვებულია ჯერ კიდევ მცენარის შეძენამდე. საკმარისი არაა, რომ მომავალ მფლობელს მოეწონოს რომელიმე ბრომელია. არამედ, მცენარეს უნდა შეესაბამებოდეს ის პირობები, რომელიც მას დახვდება სახლში ან ოფისში. განსაკუთრებულად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ტემპერატურასა და განათებაზე. ვიდრე მცენარეს მოვაბრძანებდეთ სახლში, აუცილებლად(!) უნდა გავეცნოთ მის დასახელებას და მოვლის სპეციფიკურ პირობებს. ბრომელიების უმეტესებას ცივი გამოზამთრება, ჰაერის მაღალი ტენიანობა, მკვეთრი, მაგრამ გაფანტული განათება სჭირდებათ. თუ მცენარის შესაბამისი პირობები არ გვაქვს, საჭიროა ვიზრუნოთ მათ შექმნაზე (ხელოვნური განათების, დამატენიანებლისა და ა.შ. მობილიზება)
მოვლის საერთო მეთოდებით ხელმძღვანელობა ბრომელიასებრთა ოჯახის მცენარეების მოვლის მეთოდების განზოგადოება ფრიად სახიფათო თემაა. თითოეული სახეობისათვის საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა. რადგან, მოვლის თუნდაც მცირედი ნიუანსები ყოველ მათგანს ახასიათებს. ამიტომ, აუცილებლად(!) გაეცანით, გაიკითხეთ, გაანალიზეთ. განსაკუთრებული აქცენტი საჭიროა გავამახვილოთ ფოთლებისა და როზეტის დათვალიერებაზე. მავნებლების და დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება თავს აგვარიდებინებს უამრავ პრობლემას.
კომპოზიციები ეს ისეთი მცენარეებია, რომელიც კარგად გრძნობენ თავს თავისივე ოჯახის წევრთან. ამიტომ, ისეთი ბრომელიების ერთად დადგმა, დარგვა და თავმოყრა, რომელთაც ანალოგიური მოვლის პირობები სჭირდებათ, კარგი იდეაა. კომპოზიცია საკმაოდ ეფეტრურად გამოიყურება და ასე გაზრდილი ბრომელიები უფრო კარგად ვითარდებიან და უფრო იშვიათად ავადობენ. ამიტომ, ბრომელიასებრთა ოჯახის მსგავს წევრებს ხშირად შეხვდებით რთულ კომპოზიციებსა და ზამთრის ორანჟერეებში. თუ მცენარე განვითარდა და ამონაყარი გაიკეთა, ნუ იჩქარებთ ახალგაზრდა ბრომელიების განცალკევებას და ცალკე ქოთანში მოთავსებას.
სასიცოცხლო ციკლი ბევრმა მოყვარულმა არ იცის, რომ ბრომელიების ოჯახის მოყვავილე წარმომადგებლობის უმრავლესობა, საოცარი ყვავილობის შემდეგ იღუპება. ეს არ არის განგაშის მიზეზი, რადგან ეს მცენარის განვითარების ციკლის ბუნებრივი შემადგენელია. მაგრამ, თუ მოვლის პირობები დაცული იქნება, ბრომელიას მოყვავილე წარმომადგენელი, ვიდრე დედა მცენარე დაასრულებს არსებობის ციკლს, აუცილებლად გამოიტანს ახალ ამონაყარს. მაგრამ, განცალკევება ასეთი მცენარის, დაფესვიანება და გადარგვა უნდა განხორცილედეს სრული წესების დაცვით, რომ მომდევნო წლებშიც მივიღოთ ეგზოტიკური ყვავილობა.
მოსვენების პერიოდი ყველა ბრომელიასებრი(გამონაკლისის გარეშე) საჭიროებს გამოკვეთილ მოსვენების ხანგრძლივ სტადიას. თუ შეგვხვდა ეგზემპლიარი, რომლის მოვლის რეკომენდაციაში ვნახავთ, რომ ის იტანს თბილ ზამთარს, ეს მოდუნების მიზეზი არ უნდა გახდეს. თუ მოსვენების პერიოდში ტემპერატურას არ შევცვლით (დავუწევთ), მცენარის განვითარების ჯაჭვს შევაფერხებთ. ასევე, მორწყვა, კვება, ჰაერის ტენიანობა ამ პერიოდში უნდა ქონდეთ ისეთი, რომ მცენარე მოემზადოს ვეგეტაციის შემდეგი სტადიისათვის. კვება საგრძნობლად მცირდება, ან საერთოდ წყდება, ხოლო გრუნტის ტენიანობა ორჯერ მეტად უნდა შემცირდეს წინა მდგომარეობასთან შედარებით.
გრუნტის დატენიანება ბრომელიასებრნი ითვლებიან ტენისმოყვარულ მცენარეებად, იმ დათქმით, რომ აუცილებელია გრუნტის სტაბილური ტენის დაჭერა. მცენარის მორწყვა შეიძლება ცენტრში წყლის ჩასხმით. მაგრამ, ზედმეტი ტენი გრუნტში დაღუპავს მცენარეს.  ზედმეტი დატენიანების თავიდან არიდება შესაძლებელია კარგი დრენაჟით. მაგრამ, თუ წყლის რაოდენობა დიდია და მორწყვების ჯერადობა ხშირი, მაშინ დრენაჟი და მსხვილი სუბსტრატი ვერ დაიცავს მცენარეს. მოსვენების პერიოდში გრუნტის ტენიანობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. მცენარე პასიურად ითვისებს წყალს, ამიტომ ბრომელია ირწყვება მინიმალური რაოდენობის წყლით და გრუნტის ტენიანობა მცირდება ორჯერ.
ჰაერის ტენიანობა ბრომელიებს შორის გვხვდება როგორ ტროპიკული სახეობები, ასევე სუბრტოპიკული სახეობები. პირველი კატეგორიისათვის ჰაერის მაღალი ტენიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირობაა, რომლის გარეშეც მცენარე კარგავს დეკორატიულობას. მაშინ, როცა მეორე კატეგორიისათვის მშრალი ჰაერიც კი მისაღებია და რიგ შემთევაში გარკვეული სარგებლის მომტანი.

სახლის პირობებზე ბრომელიასებრნი სხვადასხვანაირად რეაგირებენ. განსაკუთრებულად კრიტიკულია გარემო ზამთარში, როცა ირთვება გათბობის სისტემები, რადგან ჰარი ამ დროს კატასტროფულად შრება. ამიტომ საჭირო იქნება ჰაერის დატენიანების დამატებითი ზომების მიღება.

გადარგვა ბრომელიასებრთა გადარგვისას მცენარეების გადარგვის/გადატანის საერთო რეკომენდაციების მიხედვით მოქმედება არ გამოგვადგება. სუსტი ფესვთა სისტემის გამო, მცენარეს უნდა მოვეპყრათ უკიდურესად ფრთხილად. საერთო წესებიდან შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ შემდეგით: გადარგვისას ფესვები არ უნდა დავაზიანოთ და მცენარის ჩარგვის დონე არ უნდა შეიცვალოს.

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი
ჩვენი ჯგუფი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

06 June 0 37

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно