ნეკერჩხალი მარაოსებრი ანუ იაპონური ნეკერჩხალი

ბუნებაში ეს ულამაზესი მცენარე იზრდება იაპონიაში, კორეაში, ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში.ევროპაში იგი მოხვდა მე 17 ს.ს დასაწყისში, იგი საშუალო სიმაღლის ბურთისებრი ან ქოლგისმაგვარი ვარჯის მქონე მცენარეა წვრილი ტოტებით და ნაზი ფოთლებით, რომლებიც გაზაფხულზე მკვეთრად წითელია, ზაფხულში მწვანე, შემოდგომაზე მეწამული, 5 ან 7 ნაწილად დანაკვთული, ყვავილი წვრილია, შეკრული ყვავილედებად. უმეტესად მეწამული ფერისაა.ზამთარში მცენარე შიშვლდება, მაგრამ ტოტების საინტერესო ფორმით მაინც იქცევს ყურადღებას.

ნეკერჩხლის გვარი მოიცავს 110 მდე სახეობას, უმეტესად ფოთოლმცვენია ამ ნეკერჩხალს ზრდიან, როგორც დეკორატიულ მცენარეს, ყინვას ვერ უძლებს, თბილ რეგიონებში კი მსუბუქი შეფუთვა მაინც სჭირდება ზამთარში.

ნაყოფს აღებისთანავე თესავენ კონტეინერის მიწაში ან ინახავენ გრილ მშრალ ადგილზე. დათესვის წინ კი სტრატიფიკაცია სჭირდება 0-3 გრ ზე ნამიან სილაში 2 თვე. ითესება 2 სმ ზე. ამოდის დაახლოებით 60 %.

ნეკერჩხლის სხვადასხვა კულტურას განსხვავებული ფოთოლი აქვს ფერით და ფორმით - სისხლისფერი,ვარდისფერ კანტიანი, ხუჭუჭა,ორმაგად დაყოფილი, უყუნწო ან ფრიდრიხ გვილელმის - ფოთლები თეთრ ან ვარდისფერი ლაქები კარგად დანაკვთულია.

ადგილი - სძლებს ჩრდილში, თუმცა ურჩევნია განათებული,ადგილი, იტანს ქარსაც და საკმაოდ სწრაფად იზრდება, თუ მისთვის სასურველ ნიადაგში ჩარგავთ. 

ნიადაგი - გამოდგება ჩვეულებრივი ბაღის მიწა, მდიდარი ჰუმუსით, მჟავეობას ყურადღებას არ აქცევს. თუ თავად დაამზადებთ სუბსტრატს, გამოიყენეთ ტორფკომპოსტი, კორდის მიწა და ქვიშა 3:2:1 თანაფარდობით.

დარგვა - მცენარეს რგავენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე.თუ მისი გამოყენებით ცოცხალი ღობის გაკეთებას აპირებთ, დაშორება 1,5-2მ უნდა იყოს ერთმანეთისგან. ორმო უნდა იყოს 50-50-70სმ ზომის. ფესვის ყელი დარგვისას მიწის პირზე უნდა იყოს. თუ გრუნტის წყლები ზედაპირულია ნაკვეთში, ორმოში სჭირდება დრენაჟი ქვიშით 10-20 სმ ზე ან სამშენებლო მასალების ნარჩენებით. მიწა ორმოს ფსკერზეც ფხვიერი უნდა იყოს, რისთვისაც რამდენჯერმე ღრმად არჭობენ ფიწალს და აქეთ- იქეთ კარგად ანჯღრევენ.

მოვლა - დარგვისას საჭიროა მინერალური სასუქი შეტანა ორმოში. თუ ასე არ მოხდა. მერე გაზაფხულზე სჭირდება შარდოვანა, კალიუმის მარილი, სუპერფოსფატი- კვ მ ზე 40გრ, 25გრ და 40გრ შესაბამისად. ბოლო კვება სექტემბერში სჭირდება ფოსფორ - კალიუმიანი სასუქით. ეს ეხმარება მცენარეს , გაუძლოს ზამთარს. უმეტესობა სახეობებისა გვალვაგამძლეა, თუმცა უკეთ იზრდება მორწყვით. მშრალ სეზონზე სჭირდება 15 ლ ერთ ხეს. დარგვის მერე ორმაგი დოზა უნდა, ჩვეულებრივ ირწყვება თვეში ერთხელ., გვალვაში - კვირაში ერთხელ. მიწას იშვიათად უფხვიერებენ, როცა სარეველებს უთოხნიან გარშემო, ან მორწყვის მერე. ახალდარგულს უკეთებენ ირგვლივ თხრილს და შიგ ყრიან მულჩად ტორფს ან მიწას 3-5 სმ ზე. მცენარეს სისტემატურად სჭირდება გამხმარი ტოტების შეცლა.ცივ ზამთარში ფესვის ყელს აყრიან გამხმარ ფოთლებს. როდესაც ნეკერჩხალი მოიზრდება, მისი ზამთარმედეგობაც მატულობს.

გასხვლა - მცენარე ნელა იზრდება, და თავისით ქმნის ლამაზ ვარჯს, სხლავენ მხოლოდ დიდ მცენარეებს - უმეტესად გამოხშირვის მიზნით, რაც კარგი პროფილაქტიკაა სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ. მცენარე მხოლოდ მოსვენების პერიოდში ისხვლება, როცა მასზე ფოთოლი არაა.

დაავადებები -მცენარე ხშირად ავადდება მარჯნის ლაქოვნებით. ამ დაავადების დროს მისი ცალკეული ტოტები ხმება, ქერქს უჩნდება პატარა წითელი ბუშტები. ეს ტოტები უნდა მოიჭრას და გადანაჭერი დამუშავდეს ბაღის მალამოთი.კარგია მცენარის შეწამვლა 5 % შაბიამნით.

ხშირად უჩნდება ნეკერჩხლის ფრთათეთრა - მცენარეს ასხურებენ 0,1% აქტელიკით, ამოფოსით. ივნისში ქლოროფოსით, აგროვებენ და ეზოს გარეთ წვავენ დაცვენილ ფოთლებს.

ნეკერჩხლის ცრუფარიანა - კვირტების გაშლამდე ამუშავებენ კარბოფოსით. ფოთლის გრძელცხვირას აღმოჩენისას - 0,3 % ქლოროფოსით. თუ უნახეს ნაცარი, მცენარეს სჭირდება დაფხვნილი გოგირდი და კირის ნარევი 2:1 თანაფარდობით.

გამრავლება - ხდება თესლით, კალმით, მყნობით. ბუნებაში ძირს დაყრილი თესლი თავისით გადის სტრატიფიკაციას ზამთარში და ზაფხულში იზრდება. ბაღში დასათესად კი თესლს დათესვამდე 2 თვე ინახავენ 3-5 გრ ზე, მერე ალბობენ 24-72 სთ წყალბადის ზეჟანგში. აპრილ-მაისში უკვე ამოწვერილ თესლს 3-4 სმ ზე თესავენ . 15-20 დღეში ამოდის და პირველ წელს 40-80სმ იზრდება. ცხელ ამინდში სჭირდება მზისგან ჩამოფარება. მუდმივ ადგილზე გადააქვთ 3 წლამდე.

კალმებს აჭრიან შემოდგომაზე - 20-25 სმ ტოტებს,ზამთარში ერთად რგავენ მიწაში, გაზაფხულზე კი - ქოთნებში ცალკცალკე.დეკორატიულ ფორმებს უმეტესად ამყნობენ. შტამბის სიმაღლე 0,5-3მ. კარგი დროა ადრე გაზაფხული, ამ ნეკერჩხლის თითქმის ყველა სახეობა დეკორატიულია და მკვეთრი ფოთლებით, ორიგინალური ყვავილედით, ნაყოფით, ქერქის საინტერესო ნახატით, ტოტების უცნაური ფერებით დიდი ხანია იქცევს ადამიანის ყურადღებას. მით უფრო, რომ ყველა კარგი სათაფლეა.კარგად ერწყმის მუქ მწვანე წიწვოვან მცენარეებს. იყენებენ ჯგუფურ ან ერთეულ ნარგავებად. შედარებით დაბალ ჯიშებს რგავენ ქვიან ეზოებში, დიდ კონტეინერებში.
ჩვენი გუნდი facebook-ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები 

03 December 0 80

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно