გრაფტოპეტალუმი სუკულენტების სახითაა წარმოდგენილი
გრაფტოპეტალუმი მიეკუთვნება მსუქანასებრთა ოჯახს(კრასულა) ის აერთიანებს 20-მდე სახეობას,რომლებიც სუკულენტების სახითაა წარმოდგენილი.ბუნებრივ პირობებში ის გვხვდება ამერიკის კონტინენტის მშრალ რაიონებში არიზონიდან მექსიკამდე.
ამ გვარში არის ისეთი სახეობები რომელთა ზომა 5 სანტიმეტრს არ აღემატება და არის ისეთებიც,რომლებიც ზომით თითქმის ერთ მეტრს აღწევენ .ზომების გარდა ისინი გარეგნულადაც განხვავდებიან,გვხვდება დატოტვილი ბუჩქის მსგავსი და ღეროს გარეშე მზარდი მცენარეები.თუმცა ყველა მათგანს აქვს მრგვალი ფორმის ხშირი ფოთლოვანი როზეტი,რომელიც ან კენწეროში ან მიწასთან გართხმული იზრდება,სახეობიდან გამომდინარე.
მოვლა: გრაფტოპეტალუმი კარგად არის შეგუებული ოთახის პირობებს.ის არ არის მომთხოვნი მოვლის პირობების მიმართ.ეს მცენარე ოთახს დაამშვენებს როგორც ცალკე ჩარგული,ისე სხვა სუკულენტებთან კომპოზიციაში,რადგან ადვილად ეგუება ბევრი მცენარის მეზობლობას.
განათება. მცენარეს ესაჭიროება მკვეთრი,გაფანტული სინათლე.ამავე დროს ადვილად ეგუება მზის პირდაპირ სხივებსაც.მისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ სამხრეთ-აღმოსავლეთის ან სამხრეთის ფანჯარა.იგი ასევე მშვიდად შეეგუება დასავლეთის ფანჯარასაც.
თუ მცენარეს განათება აკლია,ის საჭიროებს ხელოვნურ,დამატებით განათებას.ამისათვის სპეციალური ფიტონათურა უნდა გამოიყენოთ.ხელოვნური განათებისას მინიმუმ 10 საათი უნდა შეინარჩუნოთ ‘’დღის’’ ხანგრძლივობა.
ტემპერატურა. ზაფხულში მცენარე კარგად იზრდება 25-28 გრადუსზე.შემოდგომის დასასრულიდან თებერვლამდე მცენარეს მოსვენების პერიოდი აქვს.ამ პერიოდში ის გრილ და ნათელ ადგილზე უნდა დადგათ სადაც ტემპერატურა +6-12 გრადუსი უნდა იყოს,მაგალითად ლოჯია ან შემინული აივანი.
მორწყვა: ინტენსიური ზრის პერიოდში ზომიერად უნდა მოირწყას.დაუშვებელია ნიადაგში წყლის ჩაგუბება და მუდმივად სველი ნიადაგი.მორწყეთ მაშინ,როდესაც ქოთანში ნიადაგის ½ გაშრება.ირწყვება ოთახის ტემპერატურის ნადგამი წყლით.
ცივი ზამთრის შემთხვევაში მორწყვა ძალიან იშვიათად ხდება.ყურადღება უნდა მიექცეს ფოთლების ტურგორს.ზამთრის პერიოდში მორწყვა 4 კვირაში ერთხელ ხდება.
ტენიანობა: თავს კომპორტულად გრძნობს ოთახის მშრალ ჰაერზე,არ საჭიროებს დამატებით დატენიანებას.
ნიადაგი. ასეთი მცენარისათვის ნებისმიერი ფხვიერი და არანაყოფიერი ნიადაგი გამოდგება,რომლებიც ადვილად ატარებენ წყალს და ჰაერს.არსებობს ნიადაგის ნარევის რამდენიმე ვარიანტი:
· უხეში წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყის მიწა,ტორფი,მსხვილმარცვლოვანი ქვიშა (2:2:1:3)
· კორდის და ფოთლოვანი ტყის მიწა,მდინარის მსხვილი ქვიშა (1:1:1)
· მსხვილმარცვლოვანი ქვიშა,კორდის მიწა (1:1)
· კაქტუსებისა და სუკულენტებისათვის განკუთვნილი მზა ნარევი,აგურის ფხვნილი,მდინარის ქვიშა (3:0,5:1)
გრაფტოპეტალუმი უნდა ჩაირგას დაბალ,ფართო ქოთანში,რადგან მას არ აქვს ძლიერად განვითარებული ფესვები.არ დაგავიწყდეთ კარგი დრენაჟი,რომელიც თავიდან აგაცილებთ ქოთანში წყლის ჩაგუბებას.ჩარგვის შემდეგ ნიადაგის ზედაპირზე შეგიძლიათ დაყაროთ წვრილი კენჭები,რაც ხელს შეუშლის ფოთლების შეხებას ნესტიან ნიადაგთან.
სასუქი: აქტიური ზრდის პერიოდში სასუქი მიეწოდება 4 კვირაში ერთხელ.ამისთვის გამოიყენება კაქტუსებისათვის განკუთვნილი სპეციალური კვება.მოსვენების პერიოდში საუქის მიწოდება აკრძალულია.
გადარგვის თავისებურებები. მცენარე მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა გადარგათ,მაგალითად მაშინ როდესაც ქოთანი ფესვებით გაიჭედება და მცენარეს არ ყოფნის ნიადაგი.
გამრავლება: გამრავლება შესაძლებელია დათესვით,ფოთლის კალმებით და შვილეული როზეტებით.
ვიდრე ფოთლის კალმებს ჩარგავთ,გამოაშრეთ ისინი 24-48 საათის განმავლობაში.შემდეგ კი დადეთ ნოტიო ნიადაგზე.ზედმეტად ნუ მორწყავთ,ნურც დაასათბურებთ,რადგან შესაძლოა სიდამპლე განვითარდეს.ოპტიმალური პირობების შემთხვევაში ფოთოლი ორიოდე კვირაში დაფესვიანდება,6-8 კვირის შემდეგ კი ახალი მცენარე დაიწყებს ზრდას.
მავნებლები და დაავადებები. გრაფტოპეტალუმს პრაქტიკულად არ ეხვევა მავნებელი,რადგან ფოთლის ზედაპირი ცვილოვანი ნაფიფქით არის დაფარული.უფრო ხშირად მცენარე ავადდება სხვადასხვა სახის სიდამპლით,რომელიც ჩნდება მოვლის წესების დარღვევის შედეგად.განსაკუთრებით ხშირია სიდამპლე ნიადაგში წყლის ჩაგუბების და ზედმეტად სველი ნიადაგის გამო. თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვლის