ინტერვიუ სენპოლია-ქიმერების გამოცდილ სელექციონერიზგან

ინტერვიუ  სენპოლია-ქიმერების გამოცდილ  სელექციონერ იულია მასლოვასთან, მურმანსკიდან

პირველი ქიმერები  7-8წლის წინ მოხვდა მის კოლექციაში, ესენი იყვნენ Humako Myrthe, Humako Monique. ქიმერებს შედარებით ნაკლები შესაძლებლობა აქვთ ფერების მრავალფეროვნების მხრივ. საზღვარგარეთული ჯიშები უკვე რუსეთშიც  ბევრი შემოვიდა და უკრაინაშიც გამოჩნდა. დღეს აქაც ხდება ახალი ქიმერების გამოყვანა, შერჩევა და გამრავლება, ქიმერად გადაიქცევა უფრო ხშირად ვარდისფერყვავილიანი ჯიშები ლურჯი „ფენტეზით“.ასეთი შეფერილობა იძლევა უმეტესად ქიმერულ სპორტებს. მათი მიღება შედარებით ბოლო პერიოდში ხდება, ყველაზე ძვირიანი ქიმერა იყო 200დოლარიანი Yukako., ყველაზე საინტერესო კი Mauna Loa, მათი გამრავლების ყველაზე ადვილი მეთოდი საყვავილე ღერების დაფესვიანებაა, ან ზედა ნაწილს +ამონაყარი.

რა უნდა გაკეთდეს, რომ ქიმერა არ გაქრეს? აქ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, მაგრამ მთავარია , ყურადღება მიექცეს ქიმერული როზეტის ფოთლების პიგმენტაციას, საჭიროა კოლექციაში მუდამ იყოს ახალგაზრდა მცენარე . თუმცა ყველა სახეობას ეს არ ეხება. შედარებით მდგრადი ჯიშებია Humako Amanda, Humako Monique, Humako Tineke, ту же Yukako, Harmony's Easter Surprise, Harmony's Surprise, Ma's Wicked Witch, Queen Sabrina და სხვ. არსებობს თეორიაც მათი გამრავლების შესახებ ფოთლის საშუალებით, თუმცა ეს უფრო გამონაკლის იშვიათ შემთხვევებს წარმოადგენს. სამომავლოდ ,მათი პოპულარობა კიდევ შენარჩუნდება ცოტა ხნით ჩვენს ქვეყანაში,უკრაინაში, , თუმცა მის გავრცელებასთან ერთად იკარგება მათი განსაკუთრებულობა. და იმ კოლექციონერებს, ვინც ასე იშვიათ ჯიშებს აგროვებენ, მათი სიხშირის გამო ბაზარზე,  მათი შეძენის ინტერესი ეკარგებათ. საინტერესოა კიდევ ფოთლიანი ქიმერები, რომლებიც მართლაც იშვიათია, ნელამზარდობის და ცუდი  გამრავლების გამო. ეს არის მცენარე, რომლის ფოთლის ფირფიტას ერთი ფერი აქვს ცენტრში მკვეთრად გამოხატული სხვა ფერის ზოლით, რომლის გადაცემაც ფოთლით გამრავლებისას არ ხდება, მაგრამ საყვავილე ღეროს დაფესვიანებით გადაეცემა მომავალ თაობას. თუმცა ხანდახან გვხვდება მცენარეებიც, რომელთა ფოთლებზეც უფრო მეტად,ან ნაკლებად ღია ფერის პიგმენტაციაა მის ცენტრში, მაგრამ ასეთი მცენარე ქიმერად არ ჩაითვლება , ქიმერა არასტაბილური და ხანმოკლე მოვლენაა და მხოლოდ  შეფერილობის ერთი და იმავე ტონის სიმაძღრით განსხვავდება . მერე კი მუქი მწვანე ფრაგმენტები ანაცვლებენ ღია-მწვანე შეფერილობას. იშვიათად კოლექციაში ჩნდება ფოთლოვანი ქიმერა -სპორტებიც,. ხშირად ეშინიათ ქიმერისთვის თავის წაჭრა, რადგან მერე უკვდებათ ასეთი მცენარეები. იმისთვის, რომ წარმატებით გამრავლდეს ფოთლიანი ქიმერა, მცენარე საკმაოდ დიდი უნდა გაიზარდოს, რომ წაჭრილ მდგომარეობაში მასზე დარჩეს საკმაო რაოდენობის ფოთოლი და ზედა ნაწილზეც არ იყოს ცოტა. ისინი შედარებით იშვიათად ყვავიან ისედაც, ამიტომ საყვავილე ღეროთი მათი გამრავლების შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.
30 January 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно