ბეგონიების მოვლა
ბეგონიას მორწყვა - მათ ბევრი წყალი სჭირდებათ, იასთან შედარებით. იას სქელი ფოთოლი აქვს ბეგონიასთან შედარებით, და მას აქვს ადგილი, სადაც შეინახავს წყალს, ბეგონიას კი არ აქვს. ამიტომ თუ სუბსტრატი გაშრება, ბეგონიას ფოთოლი მაშინვე მოიწყენს, კარგავს ტურგორს, და ჩამოეშვება. ასეთ შემთხვევაში ია კიდევ 2 დღე გაძლებდა ნორმალურად, ამიტომ ბეგონიას რეგულარულად უმოწმებენ სუბსტრატის სისველეს, ყოველდღეც - კი.
განათება -სინათლე, მისი ინტენსივობა და სპექტრი დეკორატიულფოთლიანი ბეგონიასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ მის ფოთლებს ხასხასა და მაძღარი ფერები ჰქონდეს და ბუჩქიც ინარჩუნებდეს დეკორატიულობას და კომპაქტურობას -უნდა ჰქონდეს კარგი განათება, ჯობს იყოს ბუნებრივი განათება. მაგრამ მზის პირდაპირი სხივები არ უნდა ხვდებოდეს ფოთლებს. ამან შეიძლება სერიოზული დამწვრობა გამოიწვიოს ფოთლებზე , თუ ყველა ბეგონია არ ეტევა ფანჯრის რაფაზე, მათი გაზრდა ხელოვნური განათების ქვეშაც შეიძლება სტელაჟებზე.გასანათებლად იყენებენ ლუმინესცენტურ ფიტო- ნათურებს. მათი სპექტრი გათვლილია სპეციალურად მცენარეებისთვის. მცენარეები ორივეგან ერთნაირად გაიზრდება. უფრო ეფექტურია ბუჩქები სტელაჟზე ორი ფიტო -ნათურის ქვეშ 12 სთ-იანი დღის ხანგრძლივობით.
ჰაერის ტენიანობა - ბეგონიასთვის იდეალურია ჰაერის 50 % ტენინობა. მეტ-ნაკლებობა ცოტათი მათთვის ზიანის მომტანი არ არის. მეტი ტენიანობის შემთხვევაში მცენარე უფრო სწრაფად გაიზრდება, მაგრამ არსებობს მეტი რისკი სოკოვანი დაავადებების განვითარების. მაღალ ტენიანობას შეჩვეული ბეგონიები უფრო ნაზია, სათბურის პირობებსაა შეჩვეული, პირობების შეცვლისას შეიძლება ფოთლებმა ტურგორი დაკარგონ, მერე კი წვერები მოუხმეთ და შესაბამისად დეკორატიულადაც აღარ გამოიყურებოდნენ. ზომიერი ტენიანობის პირობებში გაზრდილ ბეგონიებს შედარებით მკვრივი ფოთლები აქვთ, უფრო ძლიერები არიან გარეგნულად სათბურის მცენარეებთან შედარებით. სათბურში კარგია მხოლოდ ფოთლის ფრაგმენტების დაფესვიანება და როცა ამონაყარი გამოჩნდება, მცენარე ამოაქვთ საათბურიდან, მერე კი ჩვეულ გარემოში 50 % ტენიანობის პირობებში გადააქვთ..
ბეგონიას გადარგვა - იგი სწრაფადმზარდი მცენარეა, კარგად რეაგირებს გადარგვაზე, იმის გასაგებად, დროა თუ არა, იღებენ ქოთნიდან მიწიანად და ათვალიერებენ, რამდენად აქვს შემოხვეული ფესვები მიწას. ეს კარგია მორწყვამდე ჩატარდეს -მიწა უფრო მსუბუქია და ქოთნიდან ადვილად ამოდის. გადარგვის საჭიროებაზე მიუთითებს კარგად განვითარებული ფესვები, ბუჩქის დიამეტრი კი სამჯერ უნდა აღემატებოდეს ქოთნისას. ასევე - მიწა თუ სწრაფად შრება, და ხანდახან მისი მორწყვა დღეში ორჯერაც კი გიწევთ, მაგრამ ჰაერის ტემპერატურა არც ისე მაღალია, ტენიანობა კი არც ისე დაბალი, ესეც ერთ ნიშანს წარმოადგენს ბეგონიას გადარგვისთვის.ახალი ქოთანი ზომით უნდა შეეფერებოდეს მცენარეს, წელიწადში შეიძლება 2-4ჯერ დასჭირდეს გადარგვა, პირდაპირ დიდი ქოთანი არ ივარგებს. თუ იგი კარგად დაიბუჩქა და თანაბრადმნიშვნელოვანი ტოტები ამოიყარა,შეიძლება ბუჩქის გაყოფაც, ფესვების დაზიანების არ უნდა შეგეშინდეთ,ახალ ქოთანში მათი მოთავსების მერე ისინი მალე გამოდიან სტრესიდან და ისევ სწრაფად გაიზრდებიან.
თარგმანი თამარ სუპატაშვილის