ჯანმრთელი და ლამაზი მცენარის გაზრდა
ჯანმრთელი და ლამაზი მცენარის გაზრდა ნამდვილი ხელოვნებაა და ასევე სერიოზული სამეცნიერო სამუშაოც ერთდროულად. იის გაზრდა გამოფენაზე გასატანად კი გასამმაგებულ შრომას მოითხოვს. ბევრი ამოცანა წყდება ინტუიტიურად,, ბევრზე კი კვირების თავისტეხაა საჭირო მათ გადასაჭრელად,, უნდა წაიკითხო ლიტერატურა, ესაუბრო მეყვავილეებს, რომ გაარკვიო, რა ესაჭიროება მცენარეს სრულყოფილებამდე,, რაც მეტ დროს უთმობ და მეტად ეცნობი იებს, მით მეტად რწმუნდები, რომ არ იცი ბევრი რამ, ამოცანას არ აქვს ერთი, გარკვეული პასუხი. ცნობილია, რომ ისინი პიკს აღწევენ 1-2 წლის ასაკში, ამ პერიოდში ყვავილობენ უხვად და დიდი ყვავილებით,მომდევნო წლებში კი ყვავილი უწვრილდება, როზეტების დეკორატიულობაც იკლებს და საჭირო ხდება გარკვეული ზომების მიღებაც. ყველაზე ეფექტური მეთოდი მცენარის გასაახალგაზრდავებლად -მისი ფოთლის დაფესვიანებაა. ახალგაზრდა ია სწრაფად და აქტიურად იზრდება, ყვავილობს უხვად, მაგრამ ამ მეთოდს რიგი შეზღუდვები აქვს - მას არ იყენებენ ფანტაზიური კულტივარებისთვის, რადგან ასეთ დროს ხშირად სპორტდება. ორფერებში ხშირად ვერ ნარჩუნდება ფერები,ასეთ დროს თავად ძირ მცენარეს აახალგაზრდავებენ და ეს მეთოდი რაციონალური და ეფექტურია, მას აჭრიან ძველ ფესვებს და „ფეხის“ ნაწილს, თუ იგი ძალიან გრძელია, ასუფთავებენ მის ზედაპირს, დებენ წყალში დასაფესვიანებლად.
წარმატების საიდუმლო ამ დროს - რბილი წყალი, მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ჰაერში, ჭურჭლის დიდი მოცულობა,როცა ფესვები საკმარისად გაეზრდება, რგავენ ფხვიერ მიწაში. ქოთნის ზომა უნდა შეესაბამებოდეს ფესვებისას. მეთოდის უარყოფითი მხარე : წყალში დაფესვიანებული მცენარის ჩარგვისას მას ქვედა ფოთლებს აშორებენ, რომლებმაც შეიძლება ტრავმა მიიღონ ქოთანთან შეხებისას. მცენარე ნელა ეგუება მიწას, რადგან წყალში გაზრდილი ფესვები ცუდად ფუნქციონირებენ მანამ, სანამ ახალი, მიწაში გაზრდილი ფესვები არ წამოიზრდება.ეს პრობლემები არ გაჩნდება, თუ მცენარეს სფაგნუმში დააფესვიანებენ.წარმატების საიდუმლო : ხავსს ზომიერად ასველებენ, აქუცმაცებენ, მას ქოთანში იმ სიმაღლემდე ყრიან, რომ მცენარე კარგად მოთავსდეს მასში, ჰაერის ტემპერატურას და ტენიანობას მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებენ, რაც ადვილად მიიღწევა სათბურში, 3-4 კვირაში იას კარგი და ძლიერი ფესვები უვითარდება, მერე კი მცენარეს რგავენ შესაფერისი ზომის ქოთანში. მეთოდის უარყოფითი მხარე : თუ ხავსის დატენიანება ზედმეტი მოგივათ, მცენარე შეიძლება დალპეს, ამ გზით გაახალგაზრდავებული იები შედარებით იშვიათ მორწყვას საჭიროებენ შემდგომში.ასე არ მოხდება, თუ იას პირდაპირ სუბსტრატში დააფესვიანებენ. წარმატების საიდუმლო: ფხვიერი, ჰაერგამტარი მიწა ოპტიმალური ტენიანობით, სათბურის პირობები, ქოთნის მცირე ზომები. დაახლოებით თვენახევარში უკვე კარგი ზომის ფესვები აქვთ, რომლის ნაწილი შეიძლება სუბსტრატს ზემოთ იყოს, ასეთ შემთხვევაში იგი დროულად უნდა ამოიღოთ სათბურიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მალე გადატანის საკითხი დგება ახალ ქოთანში, უარყოფითი მხარეები: მცენარეს უტოვებენ ცოტა რაოდენობის ფოთლებს, რადგან სხვები გარკვეული დროის მერე მაინც ყვითლდება და სულ ერთია, მაინც მოსაშორებელი ხდება. ამ მცენარეზე თავიდან იუვენილური ფოთლები ვითარდება, მერე მცირე ზომის და ბოლოს უკვე ჯიშის შესაფერისი, ეს ერთი მხრივ მცენარის ნამდვილ გაახალგაზრდავებაზე მიუთითებს, მეორე მხრივ კი, ყვავილობის ვადას იქეთ სწევს.ამის თავიდან აცილება შეიძლება, თუ ფესვებს სრულად არ მოვაშორებთ მცენარეს და გეგმიური გადარგვის დროს ფესვების ნაწილს შევაცლით, მიწას კი მივაყრით იას ქვედა ფოთლებამდე. წარმატების საიდუმლო : სანამ მიწას მიაყრიან იის „ფეხს“, გარშემო ახვევენ ტენიან ხავსს იმისთვის, რომ ფესვის წარმოქმნა გაადვილდეს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს ხავსის მაღალი ტენშემკავებლობის შესახებ და შედარებით ნაკლებად უნდა მოირწყას ია შემდგომში. უარყოფითი მხარე: ოთახში, სადაც ჰაერის ტენიანობა ნაკლებია, კარგ შედეგს იძლევა მცენარის 1-1,5 თვით სათბურში დადება.
თუ „ ფეხი“ გრძელია, მეტი შრომა დაგჭირდებათ. ნიადაგს ფერთხავენ მცენარიდან, აშორებენ ფესვის 2/3 ს, ფეხსაც კარგად ფხეკენ და ფუნგიციდით ამუშავებენ. მერე ახალ გრუნტში რგავენ ქვედა ფოთლებამდე. ღეროს ახვევენ სფაგნუმს ,მერე დებენ სათბურში 1-2 თვით ახალი ფესვების გაზრდამდე,რომლის ნაწილი სუბსტრატს ზემოთ ექცევა, საჭირო ხდება მათზე მიწის მიყრა, მერე კი მცენარეს დებენ თაროზე. წარმატების საიდუმლო: სიფრთხილეა საჭირო მორწყვისას, რადგან მიწა ბევრია, ფესვები კი ცოტა. 2-4 თვის მერე ხელახლა გადარგავენ იას და ასეთ დროს ნახულობენ ახალ, პატარა ფესვებს ფოთლებს ქვეშ. ფეხის ბოლოში კი ძველი, გრძელი ფესვებია, მათ ღეროიანად აშორებენ მცენარეს,გადანაჭერს ამუშავებენ და ისევ რგავენ შედარებით პტარა ზომის ქოთანში.უარყოფითი მხარე: მეთოდი საკმაოდ შრომატევადია ,ხანგრძლივ პერიოდში მორწყვის ინდივიდუალური რეჟიმი ესაჭიროება, თუმცა უპირატესობა ენიჭება მცენარის სრული გაახალგაზრდავების გამო, ზრდის ტემპის დაქვეითების გარეშე.ამიტომ დადგენილ ვადებში შეიძლება კარგად ფორმირებული იის მიღება, ფოთლების დაუკარგავად და უხვი ყვავილობის შენარჩუნებით.არ უნდა შეშინდეთ, რომ ფანტაზიური ჯიშები გაახალგაზრდავების მერე ჯიშის ფერს არ ავლენენ. საჭიროა საყვავილე ღერების მოშორება მანამ , სანამ მცენარე არ აღიდგენს ფესვთა სისტემას და როზეტის პირვანდელ ზომებს. მხოლოდ ამის მერე იყვავილებს ია იდეალურად.

28 January
0
0