საუკეთესო ნიადაგი იებისთვის

საუკეთესო ნიადაგი იებისთვის ყველაზე მთავარი ფაქტორი იის გაზრდისთვის კარგად შერჩეული ნიადაგია. ყველა კოლექციონერს საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილებით შექმნილი შემადგენლობა აქვს. როგორც ცდები აჩვენებს, მზა, მაღაზიის ნიადაგს რამდენიმე მინუსი აქვს-შედარებით მაღალი მჟავეობა, მაკრო- ან მიკროელემენტების მეტობა ან ნაკლებობა,ნიადაგი საკმაოდ მძიმეა, სწრაფად იტკეპნება, მაგრამ მიუხედავად ნაკლისა, მისი გამოყენება შესაძლებელია. იმისთვის, რომ მცენარე ნორმალურად განვითარდეს , სჭირდება ფხვიერი, ნოყიერი, ჰაერ -და წყალშემცველი ნიადაგი, მჟავეობით 5,5-6,5, და უნდა შეიცავდეს აზოტს, ფოსფორს, კალიუმს გარკვეული რაოდენობით. ნიადაგში შესაძლებელია სხვა კომპონენტების დამატებაც, ასე მაგ.  
პერლიტი - ვულკანური წარმოშობის მთის ქანი,ემატება ნიადაგს მოცულობის 30% ით, იგი ნიადაგს ხდის უფრო ფხვიერს, მეტად ჰაერგამტარს,ხელს უშლის მის დატკეპნას, ამ თვისებების წყალობით მცენარეს კარგად უვითარდება ფესვები,
ვერმიკულიტი -ესეც ბუნებრივი მასალაა, ისიც 30% ით ემატება, პერლიტისგან განსხვავებით, წყალს მეტად აკავებს, პერლიტი კი უცებ აძლევს ფესვებს წყალს, ხავსი-სფაგნუმი - ჰიგროსკოპულია, სუბსტრატს ჰაერგამტარს ხდის მეტად, ხელს უშლის ლპობას, აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი თვისებები. ნიადაგს ემატება 20-30% ით.
ხის ნახშირი -ანტისეპტიკია, ნიადაგს ამჟავებისგან იცავს, ხელს უშლის ფესვების ლპობას. მისი დახმარებით შეიძლება მარილების აბსორბცია ,აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას. გთავაზობთ ნიადაგის შემადგენლობას ნაყიდი მიწის საფუძველზე: 6 წილი ნაყიდი მიწა, 1 წ. პერლიტი, 1 წ. ვერმიკულიტი, 1 წ. ხავსი-სფაგნუმი, 1 წ. ნახშირი. არ უნდა დაივიწყოთ დრენაჟიც, ამისთვის იყენებენ პერლიტს ან წვრილ კერამზიტს. ამათ გარდა შესაძლებელია კიდევ სხვა კომპონენტების დამატებაც - ქვიშა, ფიჭვის ქერქი, წიწვები,, მთავარია ნიადაგი გამოვიდეს ფხვიერი, ერთგვაროვანი, ატარებდეს მეტ ჰაერს და წყალს ფესვებისკენ. ასეთ ნიადაგს იყენებენ იის ნათესავებისთვისაც -გლოქსინიის, სინინგიის, სტრეპტოკარპუსების და ჰირიტებისთვის.

28 January 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно