რა ახდენს იის ყვავილობაზე გავლენას?
იის საყვავილე ღერო ამოდის ფოთლის უბეებიდან. ამიტომ ჯანმრთელი ფოთოლი მოგვცემს ძლიერ საყვავილე ღეროს. ანუ ყვავილობამდე მცენარე უნდა მივიდეს კარგად განვითარებული ფოთლებით. ყურადღება უნდა მიექცეს მცენარეს ამ პერიოდში - იგი იწყებს აქტიურად წყლის მოხმარებას, „სვამს“ მეტს, ვიდრე ამ მომენტამდე,, ამასთან ერთად იწყება ახალი ფესვების გამოტანა. ბევრგან წერენ , რომ ამაში ეხმარება ფოსფორი, ამიტომ ამ პერიოდში იას აძლევენ ფოსფორშემცველ სასუქს -„უნიფლორ-მიკრო“, „უნიფლორ-ბუტონი“, „უნიფლორ- ზრდა“. საჭიროა რეგულარული მორწყვა, ასეთი მოვლის პირობებში საკმაოდ მალე ამოუვა საყვავილე ღერო.
ცნობილია, რომ ფოსფორიანი ნაერთები ცუდად ხსნადი და ცუდად ასათვისებელია, ამიტომ : 1ჩ.კ. სასუქს დაასხით 1ლ მდუღარე, გააციეთ, იგი მთლიანად არ გაიხსნება და ძირს ილექება, ხსნარი კი მუქი ფერისაა, გაწურვის შემდეგ 1ჩ.კ. ეს ხსნარი გააზავეთ 1ლ წყალში, ამით უკვე შესაძლებელია მისი მორწყვა 2-3 თვეში ერთხელროდის უნდა სასუქის მიცემა -მორწყვამდე თუ მის შემდეგ? ამ შემთხვევაში ესეც მორწყვაა, თხევადი სასუქის შემცველი ხსნარით.
ახლა კი მთავარი -საყვავილე ღერები ამოდის მაშინ, როცა საკმარისია განათება. თუ ია რაფაზე იზრდება, აპრილამდე არ უნდა ველოდოთ აყვავებას. განათება რაფაზე საკმარისია მარტი-სექტემბრის პერიოდში, ზამთარში კი იგი 8სთზე ნაკლებია, ამიტომ მხოლოდ მაისში -2 თვის მერე ექნებათ ყვავილები, საკმარისი განათების შექმნიდან. ეს დრო საკმარისია საყვავილე ღერების ჩამოყალიბებისთვის,. თაროზე, სადაც მას ხელოვნური განათება აქვს, გაცილებით მეტ ხანს ყვავის. ასე, რომ ჯობს იის გაზრდა თაროზე, ხელოვნური განათება უფრო კაშკაშა უნდა იყოს, ვიდრე საკითხავად გამოსადეგი.
მოზრდილი იისთვის მიწა ისეთივეა, როგორც ახალგაზრდის, ოღონდ მეტი უნდა იყოს საკვები გრუნტი: 1ჭ.პერლიტი, 1ჭ. ვერმიკულიტი. 6ჭ. საკვები გრუნტი, ½ჭ ქოქოსის სუბსტრატი. 1ჭ. დაჭრილი ხავსი. 1 ს.კ. წვრილი ხის ნახშირი.
დრენაჟისთვის გამოდგება დაჭრილი სფაგნუმი, იგი კარგად ატარებს ჰაერს, ინარჩუნებს ფორმას, ინახავს წყალს, და მერე ფესვებს აწვდის თანდათან. დიდი იები შესაძლებელია ჩაირგას დიდ ქოთნებში -11-13სმ დიამერტის, თუ მათი ასაკი ერთ წელზე მეტია. პატარა ქოთნებში მათ ბევრი ფოთოლი არ უვითარდებათ და ამიტომ არასრულყოფილი ყვავილობა ექნებათ,. ია ყვავის დაახლოებით 2 თვე, მერე ხანმოკლე შესვენებაა -2-3 თვით. ამ პერიოდში იგი ახალ ფოთლებს ივითარებს და მერე ყველაფერი თავიდან იწყება. ყვავილობის შემდეგ მცენარეს კვებავენ კომპლექსური მინერალური სასუქით, მაგ -უნიფლორ -ზრდა. თუ იას ყვავილობის მერე გადარგავთ, სასუქი არაა საჭირო, ორი მიზეზით - სტრესულ მდგომარეობაში მას არ კვებავენ , მეორეც, ახალი მიწა აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს შეიცავს.
ხშირად კითხულობენ, რაზეა დამოკიდებული ყვავილის ზომა. პირველ რიგში , ეს ჯიშზეა დამოკიდებული. არსებობენ კულტივარები, რომელთა ყვავილის ზომა 6სმ ზე მეტია შედარებით არახელსაყრელ პირობებშიც კი, ასევე მასზე მოქმედებს ჰაერის ტენიანობა და ტემპერატურა. სიცხეში პატარავდება, ხშირად ქრება განსხვავებული ფერის არშია ყვავილზე. შედარებით დაბალ ტემპერატურაზე კი ისევ ჩნდება. ზოგჯერ ასევე ხდება , თუ ერთი თაროდან მეორეზე გადავდგამთ ქოთანს. სიცხეში ხშირად ყვავილი ფერმკრთალდება. ჰაერის ტენიანობის ასამაღლებლად ხშირად დგამენ ქოთანს სადგამზე ,სადაც სველი ხავსი ან კერამზიტია, კარგია ასევე წყლის შესხურებაც , ოღონდ არა მცენარეზე, არამედ სიახლოვეს. რაფაზე მდგარი იისთვის შესხურება უფრო ფრთხილად უნდა მოხდეს, გარედან გრილი ჰაერი შემოდის, წყლის წვეთებმა შეიძლება ფოთლებზე ლაქები დატოვოს, რაც მცენარის დეკორატიულობას აფუჭებს,გრილი და ნესტიანი ჰაერი კი ხშირად სოკოვან დაავადებებსაც იწვევს.რა უნდა ქნათ, როცა ია მაინც არ ყვავის? თუ მცენარე ერთი წლისაა, გარეგნულად ჯანმრთელია, მაგრამ მაინც არ ყვავის, ესე იგი, განათება აკლია.
ფოთლით დაფესვიანება
იის გაზრდა თავიდანვე უამრავ კითხვას იწვევს, მაგ. როგორ დავაფესვიანოთ ფოთოლი, რა უნდა ვქნათ, რომ ის არ მოკვდეს, როგორ მოხდეს სწრაფი დაფესვიანება,როგორ მივიღოთ შვილების მაქსიმალური რაოდენობა. ფოთლის დაფესვიანება იწყება დასაფესვიანებელი ფოთლების შერჩევით. ამაზეა დამოკიდებული მცენარის მომავალი ზრდა, დედა მცენარე საღი უნდა იყოს, ფოთოლი არ უნდა იყოს არც ძალიან ძველი და არც ძალიან ახალგაზრდა -მისი აღება ჯობს ფოთლების შუა რიგებიდან.
პირველი მეთოდი -წყალში. პატარა მუქ ჭურჭელში ასხამენ ოთახის ტემპერატურის წყალს. მოჭრილ ფოთოლს ღეროს უმოკლებენ მჭრელი ინსტრუმენტით 45 გრ იანი კუთხით. დებენ წყალში. მას შემდეგ, რაც იგი დაფესვიანდება და ფესვის სიგრძე 1,5სმ მიაღწევს, მერე რგავენ მიწაში ,რასაც დამატებული აქვს გამაფხვიერებელი, ქოთანი ამ ჯერზე 5-7სმ დიამეტრის უნდა იყოს. ქოთანს მერე დებენ სათბურში ან ახურავენ ცელოფანს. ![]()
მეთოდი 2 - უმიწო ნარევში,ეფექტურია,შედგება ტორფის, ვერმიკულიტის და პერლიტისგან. მსუბუქი,ჰაერ და წყალ გამტარი ნარევია.ქოთნში ყრიან ნარევს ასველებენ და 2სმ ზე მოჭრილი ღეროთი რგავენ ფოთოლს.მერე დებენ სათბურში.
მეთოდი 3 - ხავს -სფაგნუმში,წვრილად ჭრიან ხავსს,ქოთანში ყრიან,ასველებენ და შიგ რგავენ ფოთოლს,დებენ სათბურში.
მეთოდი 4 - ვერმიკულიტში.ქოთანში ყრიან და ასველებენ,რგავენ ფოთოლს და დებენ სათბურში, ვერმიკულიტი კარგად ინახავს ნესტს და საჭიროებისას გადასცემს მცენარეს. ფხვიერი სტრუქტურის გამო ჰაერგამტარობა მაღალია,თანაც მცირე მასის გამო ახალ ფესვებს არ უზიანებს შვილეულ მცენარეს.
მეთოდი 5 - ტორფის აბებში.აბებს ასხამენ თბილ წყალს, 50-70მლ ერთ აბზე.ცოტა ხანში იგი სიმაღლეში იზრდება 3-4 ჯერ, დიამეტრი კი უნარჩუნდება. ცენტრში ამოღრუტნულ ადგილზე ათავსებენ ფოთოლს და დებენ სათბურში. აბები დამუშავებულია თერმულად და შესაფერისი ნივთიერებებთ,რაც ხელს უშლის ლპობას და ასე სწრაფად ხდება ახალი მცენარის დაფესვიანებაც და წარმატებული ზრდაც.