მჟაველა - კისლიცა

ბალახოვანი  ერთ ან მრავალწლიანი  მცენარეა, მიეკუთვნება მჟაველასებრთა ოჯახს. ბუნებაში იგი ს. აფრიკაში, ცენტრ და ს. ამერიკაში  გვხვდება, იგი ირლანდიის ეროვნული სიმბოლოა. მისი სახელი მჟავე ფოთლების გამო ეწოდა. ბუნებაში 800 სახეობაა, კულტურაში იგი მე 17 ს დან გამოჩნდა და მალე გახდა პოპულარული მისი უპრეტენზიობის და მაღალდეკორატიულობის გამო.
მცენარე სხვადასხვაგვარია - ერთ, მრავალწლიანი, ბოლქვიანი, გორგლიანი, მისი ფოთლები სამკუთხაა, საღამოს იკეცება და დილით იშლება, ფოთლის შეფერილობაც სხვადასხვაა - მწვანე, იისფერი, მუქი ბორდო, ზოგიც ჭრელია, ყვავილი არც ისე დიდი, მაღალ ფეხზე, თეთრი, ვარდისფერი, იასამნისფერი, ყვითელი. ისინიც იკეცება საღამოობით ან მოღრუბლულ ამინდში. ნაყოფი კოლოფია, რომელიც ფეთქებით იხსნება ხელის შეხებისას, როცა თესლი მომწიფდება.
მოვლა: მას სჭირდება კარგი განათება, მაგრამ მოჩრდილვა მზის პირდაპირი სხივებისგან. ზაფხულში ტემპერატურა 20-25 გრ. ზამთარში კი 12-18 გრ. სხვაგვარად იგი არ იყვავილებს.
მორწყვა: ზაფხულში უხვად რწყავენ, შემოდგომიდან თანდათან მცირდება და ზამთარში მხოლოდ მიწას ასველებენ ზედაპირულად, დანამვა მცენარეს არ სჭირდება, თუმცა, თუ ძალიან ცხელა, ანადუღარი წყლით დანამვა არ აწყენს. ზამთარში ეს არ სჭირდება.
ზოგი სახეობა ზამთარში ისვენებს დაახლოებით თვე-ნახევარი. ყვავილობის მერე მათ ფოთლები უჭკნება, ხმება, ცვივა. ან ზრდას წყვეტს მხოლოდ, ეს მიუთითებს მოსვენების ეტაპზე. უკვე დროა, მცენარე გადადგათ სიგრილეში, მორწყვა ამ პერიოდში მინიმალური უნდა იყოს. მას მერე, რაც ახალი ფოთლები წამოუვა, უნდა გადარგათ ახალ სუბსტრატში და დააბრუნოთ ძველ ადგილზე, მორწყვაც და კვებაც ისევ ძველი ტემპით დასჭირდება.
ვება: მცენარეს სჭირდება კომპლექსური მინერალური სასუქი, იგი შეაქვთ აქტიური ზრდის დაწყებისას ან ყვავილობის წინ 2-3 კვირაში ერთხელ. დოზა ნახევარი უნდა იყოს მითითებულთან შედარებით.
გადარგვა: ყოველწლიურად გადარგვა ესაჭიროება ახალგაზრდა მცენარეს, მოზრდილს კი 2-3 წელიწადში ერთხელ. ქოთანი უნდა იყოს დაბალი და განიერი, რომ შიგ რამდენიმე ბოლქვი დარგათ. ასე კარგი ბუჩქი გაიზრდება ცოტა ხანში. ქოთნის ძირში ყრიან დრენაჟს, მიწა - ნებისმიერი, სჯობს უნივერსალური. მაგრამ თუ მიწა ნოყიერი იქნება ზედმეტად, მცენარეს ბევრი ფოთოლი და ცოტა ყვავილი ექნება. ახალ ქოთანში ის მიწიანად გადააქვთ, რომ ბოლქვი არ დაზიანდეს.

 

დაავადებები: საკმაოდ გამძლე მცენარეა, მაგრამ თუ მას სწორად არ მოუვლით, მას მალე შეესევა ბუგრი, აბლბუდა ტკიპა, ფარიანა. მათ ებრძვიან სარეცხი საპნის ხსნარით, აქტელიკით, მექანიკურად და აქტარას გამოყენებით, ერთ კვირაში იმეორებენ.  შეწამვლა საჭიროა მოხდეს გარეთ, ჰაერზე, მიწა კი დაფარული უნდა იყოს, რომ მასზე პრეპარატი არ მოხვდეს. საპნიან ხსნარს დამუშავებიდან რამდენიმე სთ ში ჩამორეცხავენ გამდინარე წყლით და ამ დროსაც მიწას ფარავენ.
თუ ქოთანში დრენაჟის ფენა არ იქნა, შესაძლოა დაემართოს ნაცრისფერი ლპობა ან ფუზარიოზი. ეს ორივე დაავადება დასაწყისში კარგად იკურნება ფუნდაზოლით.
გამრავლება: ბუნებაში იგი თესლით მრავლდება, სახლში კი ამ მეთოდს იშვიათად მიმართავენ, რადგან  გაცილებით ადვილად მრავლდება ვეგეტატიურად. გადარგვისას მას აცლიან შვილეულ ბოლქვებს და გორგლებს და ცალკე რგავენ. ქოთანს დებენ სიგრილეში და იშვიათად ნამავენ მიწას. როცა ფოთლები ამოვა, მერე გადააქვთ ნათელ  ადგილზე და თვენახევარში უკვე კარგა მოზრდილი ბუჩქი აქვთ. ან კიდევ, მოსვენების ეტაპის დასრულებისას, როცა ახალი ფოთოლი გამოჩნდება, გორგლები ამოაქვთ მიწიდან, ასუფთავებენ,  რეცხავენ სუსტ „მარგანცოვკაში“, ჭრიან ნაწილებად, აყრიან დაფხვნილ ნახშირს და რგავენ ცალკე ქოთნებში, დებენ გაბნეულ განათებაზე, შედარებით იშვიათად რწყავენ, კვებავენ თვეში 2 ჯერ დარგვიდან მეორე კვირის მერე.
თვისებები: მცენარე ძველი დროიდან სამკურნალოდ მიიჩნეოდა, იყენებდნენ წყლულის და ჭრილობის, სუროვანდის  სამკურნალოდ, დარიშხანით ან ვერცხლისწყლით მოწამვლისას, ხალხური მედიცინა კი მას ჭიის , ნაღვლმდენ, შარდმდენ და ანთების საწინაააღმდეგოდ იყენებდა. მისი ფოთლები დიდი ოდენობით შეიცავს ვიტამინ -ც ს , ამიტომ კარგი შედეგი აქვს გაციებისას, იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მისგან მზადდება სასარგებლო ჩაი, რასაც უმატებდნენ სუპეულში.
სახეობები: სამკუთხა მჟაველა, ანუ იისფერი,- ყველაზე ხშირად არის სახლის კულტურაში, მისი ფოთოლი ასევე ჰგავს პეპელას, და ხშირად „მადამ ბატერფლაის“ უწოდებენ ამიტომ, ყვავილი ამ სახეობას ღია- ვარდისფერი ან იასამნისფერი აქვს.
ოთხფურცელა ანუ დეპეს მჟაველა - იგი ბაღში გვხვდება ხშირად, თუმცა სახლშიც ბევრს აქვს, ფოთოლი 4 ნაწილიანია, ღია მწვანე ფერისა მოწითალო- მოყავისფრო გულით. ყვავილობს დიდხანს წითელ-ჟოლოსფერი ყვავილებით, ამ მცენარეს ინგლისში უწოდებენ „ბედნიერ სამყურას“.
ჩვეულებრივი მჟაველა - ფესურიანი მცენარე ერთეული თეთრი ყვავილებით გრძელ ფეხზე.
სხვადასხვაფერის მჟაველა
- ულამაზესი მცენარე თეთრი ყვავილებით, რომელსაც წითელი ზოლები გასდევს, გაშლილი ყვავილი შიგნიდან თეთრია, გარედან კი წითელი არშია აქვს
ამ მცენარეთაგან სრულიად განსხვავებულია ობტუსის მჟაველა, 9-ფოთოლა მჟაველა, საწყალი მჟაველა, გორგლიანი, დანაწევრებული, სუკულენტური, დედოფლისყვავილისებრი, რძისფერ-თეთრი, და კიდევ ბევრი სხვა. მათ უმეტესად ბაღში ზრდიან
.
თარგმანი თ. სუპატაშვილის

02 September 0 60

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно