რატომ ყვითლდება ჰიბისკუსი

სელექციით დღეს უამრავი სახეობა, ჯიში და ჰიბრიდიაამ მცენარის გამოყვანილი. იყიდით მცენარეს, მიიტანთ სახლში,  იგი მშვენივრად გამოიყურება, იყვავილებს კიდეც, მაგრამუცებ იგი იწყენს, ყვითლდება, ავადდება და თუ დროზე არ მიხედავთ, კვდება კიდეც. რატომუყვითლდება ჰიბისკუსს ფოთოლი, მიზეზი ბევრია. ეს სიგნალია იმისა, რომ მცენარეს რაღაც უჭირს და სტრესულ სიტუაციაშია.ბევრ მიზეზზეერთნაირად რეაგირებს მცენარე-   უყვითლდება და სცვივა ფოთლები. თუ მიზეზს დაადგენთ,მერე მკურნალობაც არ გაგიჭირდებათ.
1. არასაკმარისი მორწყვა: სიცხეში მას ხშირი მორწყვა სჭირდება, მიწა არ უნდაგაშრეს გარდა ამისა, ფოთლების დანამვაც საჭიროა ზაფხულში ყოველდღიურად, ზამთარში კვირაშიერთხელ, რადგან გამათბობელთან ჰაერის ტენიანობა მცირდება.წყალი უნდა იყოს ნადგამი დათბილი.
2. ზედმეტი მორწყვა: ცივ სეზონზე ყურადღებამიაქციეთ, რომ მიწა ზედმეტად არ დასველდეს. მას წყალი უყვარს, მაგრამ ვერ გადაიტანსჭაობს ფესვებში.
3. განათების ნაკლებობა: მცენარე ქლორიფილსგამოიმუშავებს სინათლეზე. თუ იგი არასაკმარისია, გაყვითლდება და ფოთლებს დაიცვენს
4. ჭარბი მზე: პირდაპირი მზის სხივებიმცენარის ფოთლებს წვავს. დილა -საღამოს კარგია მზის სხივები თუ დახედავს, მაგრამ მცენარეუნდა მოარიდოთ შუადღის პირდაპირ მზეს.
5. დაბალი ან მაღალი ტემპერატურა: მცენარე ტროპიკებში ცხოვრობს, ამიტომ სიცივის ეშინია, თუმცა არც ზედმეტი სიცხე სჭირდება. კომფორტულია 18-30 გრ. სიცივე-სიცხეშიიგი გაყვითებულ ფოთლებს იცვენს.
6. მავნებლები: მცენარეს ემტერება აბლ: აბუდატკიპა. თუ მას ფოთლებზე აღმოაჩენთ, ან კიდევ აბლაბუდას ნახავთ ფოთლებსა და ღერზე, სასწრაფოზომების მიღებაა საჭირო. იგი უნდა  დამუშავდესინსექტიციდებით. ან საპნიანი ხსნარი უნდა შეასხუროთ.  მცენარის აღდგენას დრო დასჭირდება.
7. ქლოროზი:  მიწა, რაშიც იზრდება მცენარე, შეიძლება ამჟავდესან გატუტიანდეს დროთა განმავლობაში. ასე ხდება, როდესაც მცენარე ონკანის ხისტი წყლითირწყვება. ფოთლები მთლიანად კი არა, ალაგ-ალაგ ყვითლდება. ზოგჯერ ასე ხდება მიწაშირომელიმე საკვები ნივთიერების მეტობა ან ნაკლებობითაც. ასეთ შემთხვევაში შეაქვთ საჭირონივთიერებები ან ახდენენ მჟავეობის კორექტირებას.
8. სასუქი: პესტიციდების ხშირი გამოყენებაასევე იწვევს ფოთლების გაყვითლებას ფოსფორიანი სასუქი მცენარეს ყვავილობაში ეხმარება,მაგრამ მისი ხშირი გამოყენება მას მოკლავს. საჭიროა დოზების დაცვა აზოტიანი სასუქისმიცემის დროსაც. თუ ნახავთ, რომ ფოთლის კიდეები ყავისფერდება, ეს აზოტის ბრალია დამისი მიცემა უნდა შეწყდეს. 2 კვირის შემდეგ კი ისევ განაახლეთ, მაგრამ დოზები თანდათანუნდა მოუმატოთ, რომ დაადგინოთ მისთვის საჭირო რაოდენობა.
ეს მიზეზებია, რაც იწვევს ფოთლების გაყვითლებას, გამორიცხვის გზით უნდა იპოვნოთ თქვენსშემთხვევაში რამ გამოიწვია ეს. თუ არ შეცდებით, მცენარე გადარჩება და კვლავ გაგახარებთუხვი ყვავილობით. 
29 August 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно