კოლერია
კოლერია გესნერიასებრთა ოჯახის ერთერთი წარმომადგენენლია.იგი ფესვოვანი მცენარეა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკული რაიონებიდან.მათი ზომები მერყეობს მცირედან საკმაოდ მოზრდილამდე.ფოთლების შეფერილობაც მრავალგვარი აქვს: მუქი მწვანედან დაწყებული,მოწითალო ბუსუსებით,მოყავისფრო ძარღვებით,ვერცხლიფერი და ბრინჯაოსფერიც კი.ყვავილები მილისებური აქვს,სხვადასხვაფერის წინწკლებით გვირგვინის გარშემო.ფერთა გამა მერყეობს ნარინჯისფერს,წითელსა და ჟოლოსფერს შორის,მაგრამ ბოლო ხანებში გამოჩნდა ჰიბრიდები მწვანე,ყვითელი,ქლიავისფერი და სხვა ტონებით.ყვავილის ზომები სიგრძეში 2-6 სანტიმეტრიდან და სიგანეში 2-4 სანტიმეტრამდე მერყეობს.
მოვლა კოლერია არ არის მომთხოვნი მცენარე.მისი გამოზრდა დამწყებ მოყვარულსაც კი შეუძლია.ეს მცენარე ადვილად იზრდება,მრავლდება და ყვავილობს ოთახის პირობებში.კოლერია ადვილად ახდენს ხელოვნურ განათებასთან ადაპტირებას,თუმცა ბუნებრივი განათება ურჩევნია.მისთვის მცირე ზომის ქოთანი უნდა შეარჩიოთ და თანდათან გაზარდოთ მისი ზომების მატებასტან ერთად. ფოტოზე ასახულია ახალგაზრდა ნერგი,რომელიც მცირე ზომის რიზომიდან განვითარდა
ამ ფოტოზე ჩანს წამოზრდილი ნერგი,რომელიც საჭიროებს 7-8 სმ. დიამეტრის ქოთანს.ამისათვის გამოდგება ერთჯერადი ყავის ჭურჭელი
ქოთანი რომელშიც ჩარგულია რამდენიმე სხვადასხვა ზომის რიზომა.ზოგიერთმა უფრო ადრე ‘’გაიღვიძა’’,ზოგმა კი გვიან.
ზრდასრული მცენარეებისათვის საკმარისია 10-11 სმ. დიამეტრის ქოთნები.ასეთ ჭურჭელში ისინი შესანიშნავად იზრდებიან და ყვავილობენ.როგორც სხვა გესნერიასებრთათვის კოლერიებისთვისაც ვიყენებთ პლასტმასის ქოთნებს.ფოტოზე გამოსახულია კოლერიას ბუჩქოვანი სახეობა ‘’Jester’’
როდესაც რიზომიდან ამოვა მცენარე და მას 2-3 წყვილი ფოთოლი გაეზრდება,შეიძლება წვერი გადავაჭრათ რომ დაიბუჩქოს და ახალი ტოტები განუვითარდეს.მაგრამ ამ შემთხვევაში ყვავილობა ცოტა დააგვიანებს. ![]()
კვება როდის და როგორი სასუქებით უნდა ვკვებოთ კოლერია?საქმე იმაშია რომ,გაზაფხულზე საჭიროა გრუნტის ნაწილობრივი ამ სრული შეცვლა,როდესაც რიზომები იწყებენ გამოღვიძებას.როგორც წესი საკვები ნივთიერებები მცენარეს დაახლოებით 1.5-2.5 თვე ყოფნის მიწის გამოცვლიდან.ინტენსიური ზრდის პერიოდში მცენარე უნდა უზრუნველვყოთ მისთვის საჭირო კვებით და ტენიანობით.უცხოელი კოლექციონერები აღნიშნავენ,რომ შეიძლება მუდვივად ვკვებოთ კოლერია ¼ ჩაის კოვზი სასუქით,დოზის ნახევარი კონცენტრაციით ერთ ლიტრ წყალზე (ფორმულა N-P-K,მაგალითად 20-20-20 ან 15-30-15).საერთოდაც უკეთესია გამოიყენოთ სასუქები ფოსფორისა და კალიუმის მარალი შემცველობით და ნახევარი დოზებით რაც ინსტუქციითაა გათვალისწინებული.ეს საკმარისი იქნება მცენარეების უმეტესობისათვის რეგულარული მორწყვისას.
გრუნტი კოლერიებისათვის გამოსადეგია მზა,სტანდარტული გრუნტები თუ ისინი კარგად ატარებს ჰაერს და ტენსაც ზომიერად ინარჩუნებს.რეკომენდირებულია ტორფის,პერლიტის და ვერმიკულიტის შემცველი ნარევები შემდეგი პროპორციით: 2:1:1,დაახლოებით 25% ნოყიერი გრუნტის დამატებით.
მორწყვა კოლერიებს რწყავენ ზემოდან,ნიადაგის შეშრობის მიხედვით.დასაშვებია და აუცილებელიც კი გრუნტის მცირე გამოშრობა, ზედმეტი წყალი სასურველი არ არის.
განათება კარგი განათების უზრუნველყოფა ერთერთი მთავარი საკითხია.დაბალი ტემპერატურა არ წარმოაგდენს ხელიშემსშლელ ფაქტორს კარგი ზრდისათვის.კოლერიას ესაჭიროება 12 საათიანი განათების რეჟიმი.კარგია გაფანტული სინათლე,დაიცავით პირდაპირი მზის სხივებისაგან.სათანადო განათების პირობებში მცენარე კომპაქტურია და კარგად ყვავილობს.
ტენიანობა სხვა გესნერიასებრთა ჯგუფისაგან განსხვავებით კოლერია ნაკლებად მომთხობნია ტენიანობისა და ტემპერატურის მიმართ.შესანიშნავად ეგუება ოთახის ჩვეულებრივ პირობებს,მაგრამ არ უყვარს ფოთლებზე შესხურება,რადგან დარჩენილი წყლის წვეთები ტოვებს ლაქებს და შეიძლება დამწვრობაც გამოიწვიოს.ტენიანობისათვის შეიძლება წყლიან კენჭებზე ან ხავსზე დადგათ.
მოსვენების პერიოდი რამდენიმეთვიანი ყვავილობისა და განვითარების შემდეგ კოლერიების უმეტესობა კარგავს მიმზიდველობას,რადგან ემზადება მოსვენებისათვის.ამ პერიოდში მორწყვა თანდათან უნდა შემცირდეს,აცადეთ ნიადაგს შეშრობა მორწყვებს შორის.წაზრდილი ტოტები უნდა შეეჭრას მას შემდეგ რაც ფოთლების უმეტესობა მოცილდება.მაგრამ სახლის პირობებში ბევრ კოლერიას არ აქვს გამოხატული მოსვენების პერიოდი და ხანდახან საერთოდაც არ ვლინდება.ხანდახან ახალი ამონაყარი მანამდე ჩნდება ვიდრე ძველი ჩაჭკნება.თუ ასე მოხდა არ ღირს მისი იძულებით ‘’დაძინება’’.მაგრამ შემოდგომისთვის თუ მცენარემ დაკარგა თავისი მიმზიდველობა,გაუშიშვლდა ღეროები და წვერებშიხმობა დაიწყო,მაშინ უნდა გადაიჭრას თითქმის ფესვებამდე და დაისვენოს.ზოგიერთ ფლორისტი მოსვენების პერიოდში კოლერიას ათავსებს ბნელ ადგილზე.მაგრამ უმჯობესია ნათელ და შედარებით გრილ ადგილას გამოაზამთროდ,მორწყეთ კვირაში ერთხელ,ზომიერად რადგან მისი სასიცოცხლო ფუნქციები განაგრძობს მოქმედებას.ასეთ შემთხვევაში კოლერია არ აიწოწება და კომპაქტურ ფორმას მიიღებს.
ზოგიერთი კოლექციონერი გამუდმებული დაკალმებით და ახალი ნერგების მიღებით აღწევს შეუჩერებელი ყვავილობის ეფექტს.ასეთი სტრატეგიით შეიძლება გვერდი აუაროთ მოსვენების პერიოდს.
მოსვენების პერიოდში შეიძლება მოგრძო ფესვების მიწიდან ამოღება,დაჭრა უფრო მოკლე მონაკვეთებად და ცალკე ჩარგვა ახალი მცენარის მისაღებად.ზოგიერთი ფესვი სიგრძით შეიძლება იყოს 20 სანტიმეტრი,ამიტომ მისი დაჭრა თავისუფლად შეიძლება 3-5 სანტიმეტრიან სეგმენტებად.
ფესვების გადარგვა მოსვენების პერიოდის შემდეგ ჩვეულებრივ,რიზომები ზრდას იწყებენ იანვარ-თებერვალში,ეს დამოკიდებულია იმაზე როდის დაეწყო მცენარეს მოსვენების პერიოდი.როგორც კი გამოღვიძება დაიწყება,ამოიღეთ ფესვები და შეცვალეთ გრუნტი.ხშირად ახალი ამონაყარი უკვე შემოდგომაზევე იჩენს თავს და წამოზრდილი ნერგები თებერვალ-მარტში ყვავიან კიდეც.კარგი განატება და ზომიერად გრილი(15-17 C) ტემპერატურა ხელს უწყობს უხვ ყვავილობას ამ პერიოდში.ასეტ პირობებში კოლერია თავს ყველაზე უკეთ გრძნობს.
ზაფხულობით კოლერიები იტანენ საკმაოდ მშრალ ჰაერს,ხანდახან სიმშრალისგან შეიძლება ოდნავ შეხმეს ფოთლების წვეროები,მაგრამ ყვავილობის პროცესსზე ეს არ იმოქმედებს.ფესვები კარგად ვითარდება მსუბუქ გრუნტში.რიზომების ზრდის სტიმულირებისათვის აცალეთ ნიადაგს მორწყვებს შორის შეშრობა.
ასე გამოიყურება მოზრდილი რიზომა აქტიური ზრდის პერიოდში![]()
გამრავლება არსებობს კოლერიების გამრავლების რამოდენიმე მეთოდი.როგორც ყველა გესნერიასებური მცენარე,კოლერიაც შეგვიძლია დავაფესვიანოთ ფოთლის კალმით.ისევე როგორც სენპოლიის შემთხვევაში უნდა შეირჩეს ჯანმრთელი ფოთოლი ზრდასრული მცენარიდან.ფოთოლი ირგვება არაღრმად ოდნავ ტენიან გრუნტში და დასათბურდება.ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ როდესაც არ გვაქვს რიზომების და ტოტების დაფესვიანების შესაძლებლობა.ასეთი წესით დაფესვვიანებული ფოთლიდან მიღებული ნერგი მხოლოდ მომავალ წელს იყვავილებს.
მცენარის კენწეროდან აჭრილი კალმით გამრავლება.კალმები ნებისმიერ დროს შეიძლება აიჭრას,მსუბუქ ნიადაგში ჩაირგას და დასათბურდეს 20 C ტემპერეტურაზე.ასეთი პირობების შექმნა რთული არ არის.კალმები ძალიან დიდი ზომის არ უნდა იყოს (დაახლოებით 2-3 მუხლიანი).
რიზომებით გამრავლება.მოკლე სეგმენტებად დაჭრილი რიზომები ირგვება მსუბუქ ნიადაგში დაახლოებით 2 სანტიმეტრის სიღრმეზე,როგორც წესი დასათბურებას არ საჭიროებს.
რამდენი რიზომა ჩაირგვება ქოთანში ეს კოლექციონერის სურვილზეა დამოკიდებული.ზოგიერთი ჯიში ამპელურად იზრდება (K.Lono.K.Mother’s lipstick,K.Texas rainbow და სხვა.) და რამდენიმე ფესვის ერთად ჩარგვით კარგად გაბუჩქულ ქოთანს მივიღებთ.რომელიც მომხიბლავად გამოიყურება.სხვა ჯიშები წარმოქმნის სწორად მდგომ ბუჩქს (K.Manchu,K.Jaster,K.Cinnamon toast) და ასეთი სახეობები ირგვება ერთეული სახით,ერთი რიზომის ჩარგვის გზით.
ზოგიერთი ჯიში შეიძლება მიეკუთვნოს ნახევრად ამპელურ სახეობას,ისინი ბუჩქადაც ადვილად ყალიბდება და ამპელურადაც(K.Ampalling,K.Beethoven,K.Bristol’s frosty და სხვა).
ბუჩქოვანი და ამპელური სახეობებიც მიმზიდველად გამოიყურება.სწორი და კარგი მოვლის პირობებში კოლერია უხვად ყვავილობს და შეიძლება ერთდროულად 20-მდე ბუტონისც განუვითარდეს.ამპელური ფორმები უკეთესია გაისხლას ახლადწამოზრდილი,რომ მცენარე უფრო ფუშფუშა და უხვად მოყვავილე გაიზარდოს.ბუჩქოვანი ფორმები ხშირად თვითონ ყალიბდება გარკვეულ ფორმაზე და არ საჭიროებს გასხვლას.მაგრამ თუ გსურთ უფრო ხშირი ბუჩქი მიიღოთ მაშინ გასხალით ყოველი ორი-სამი წყვილი ფოთლის განვითარების შემდეგ.თუ მცენარე ძალიან მაღალი გაიზარდა და ღეროებს უჭირს თავის გამაგრება,მაშინ შეიძლება გამოიყენოთ დეკორატიული საყრდენები.არსებობს კოლერიის კომპაქტური ნახევრადმინიატურული ჯიშებიც(K.Amabilis,K.Napoleon V,K.Maki,K.Tropical night,K.Peridot’s kitlope და სხვა).
კოლერიის თანამედროვე ჯიშები იმდენად მრავალფეროვანია რომ ყველას შეუძლია თავისი გემოვნების შესაფერისი ლამაზმანის შერჩევა.