როგორ გამოიყენება ქარვის მჟავა ორქიდეებისათვის
ყველა მეყვავილემ არ იცის,რომ ორქიდეას თავისებური მოვლა ესაჭიროება.ერთ-ერთი პირობა ისაა,რომ ორქიდეას აუცილებლად უნდა მიეწოდოს ქარვის მჟავა.ამ კომპაქტური მცენარეებისათვის ეს პრეპარატი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.რას წარმოადგენს ქარვის მჟავა და როგორ გამოიყენება ის ორქიდეებისათვის,მოგითხრობთ ამ სტატიაში.
რას წარმოადგენს ქარვის მჟავა
ბევრს ჰგონია,რომ ორქიდეა ფალენოპსისის სახლში გაზრდა საკმაოდ რთულია.მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა.ამიტომ,დამწყები მეყვავილეც კი ადვილად გაართმევს თავს.თუმცა არის სიტუაციები,როდესაც ორქიდეა წყვეტს ყვავილობას და მოვლის წესების შეცვლაც კი არ შველის საქმეს.რა საიდუმლოებები არსებობს ორქიდეას მოვლის პროცესში? ერთ-ერთი მათგანია ქარვის მჟავას გამოყენება.ეს ნივთიერება ტაბლეტის ან ხსნარის სახით გამოდის და დიდ როლს თამაშობს ორქიდეას მოვლის საკითხში.უფრო ხშირად ქარვის მჟავა კრისტალების სახით იყიდება,მისგან შესაძლებელია სხნარის დამზადება.ქარვის მჟავას არ აქვს ფერი.
პრეპარატი სხვადასხვა სახით გვხვდება/ფხვნილი,ტაბლეტი,ხსნარი/,რაზეც დამოკიდებულია მისი გამოყენება.ჩვეულებრივ ხსნარის მოსამზადებლად აუცილებელია მისი გახსნა სუფთა წყალში ან სპირტში.
მოქმედება - ფალენოპსისი,რომელიც სახლის პირობებში იზრდება,საკმაოდ ხშირად საჭიროებს ქარვის მჟავას.ეს პრეპარატი ზრდის სტიმულატორის ანალოგიურად მოქმედებს.ამიტომ საჭიროა მისი დამატება სუბსტრატში,იმ შემთხვევაში თუ ორქიდეამ შეაჩერა ზრდა და არ ყვავილობს.
ქარვის მჟავა გამოიყენება:
ნიადაგიდან სასარგებლო კომპონენტების შეთვისების გასაუმჯობესებლად,რომლებიც შეგვაქვს ორგანული და მინერალური სასუქების სახით. მცენარის ადაპტაციური თვისებების გასაუმჯობესებლად,ახალ ქოთანში გადარგვის ან კლიმატის ცვლილების შემთხვევაში.ანტისტრესული პრეპარატის სახით,რომელიც მცენარეს სტრსთან გამკლავებაში ეხმარება.
ქარვის მჟავას ხსნარს ახასიათებს გამაძლიერებელი და მასტიმულირებელი მოქმედება,რაც ძალიან საჭიროა მცენარისათვის.თუ ფალენოპსის დაამუშავებთ ქარვის მჟავათი,ის დაიწყებს კვირტების და საყვავილე ღეროების აქტიურ ფორმირებას.თუ ორქიდეას აღენიშნება ზრდისა და განვითარების პრობლემები,ქარვის მჟავით დამუშავების შემდეგ ის ახლ ფესვებს და მწვანე მასას წარმოქმნის.ამასთან,საჭიროა აღინიშნოს,რომ ორქიდეა საჭიროებს დანამატს ქარვის მჟავას სახით ფესვების უწყვეტი განვითარებისათვის.ნებისმიერი ორქიდეასთვის ფესვთა სისტემა ყველაზე სუსტი ადგილია.
გადარგვის პროცესის დროს ფესვების დაზიანების შემთხვევაში,არასწორი მორწყვის ან პირობების შემთხვევაში,მცენარე შესაძლოა დაიღუპოს.ასე რომ არ მოხდეს შემუშავებული იქნა ეს დანამატი,რომლის გამოყენება აუცილებელია სახლის პირობებში ფალენოპსისის გასაზრდელად.
ქარვის მჟავას მოქმედებით ხდება ახალი ფესვების ფორმირება,ძლიერდება მცენარის შეგუების უნარი და ადაპტაცია პირობების შეცვლის მიმართ.თქვენი ლამაზმანი უფრო ხშირად,ხანგრძლივად და ლამაზად იყვავილებს.
კიდევ ერთი მიზეზი,რის გამოც საჭიროა ამ დანამატის გამოყენება,არის ქარვის მჟავას უნარი გააძლიეროს ამ ჯგუფის მცენარეების სასიცოცხლო ძალა.ყვავილის ფესვების დამუშავების შემდეგ,ორქიდეა უფრო ძლიერი და გამძლე ხდება.
აღსანიშნავია,რომ ქარვის მჟავას ხსნარს ხშირად იყენებენ მოსავლიანობის გასაზრდელად,როგორც ოთახის მცენარეების ასევე ბაღის მცენარეებისათვის,ის ასევე ანეიტრალებს ნიადაგის ტოქსინებს.ნუ აღელდებით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში,რადგან მაღალი კონცენტრაციის დროსაც კი ის ზიანს არ აყენებს ცოცხალ ორგანიზმებს.
აუცილებელია იცოდეთ,რომ პრეპარატს გააჩნია რეგენერაციის და დაცვის უნარი.მაგალითად,დამუშავების შემდეგ მცენარე უფრო მდგრადი ხდება პათოგენური მიკროფლორის მიმართ.მაგრამ მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად ის გარკვეული კონცენტრაციით და კონკრეტულ დროს უნდა გამოიყენოთ.
მრავალფეროვანი თვისებების გამო ქარვის მჟავა შესაძლებელია გამოიყენოთ როგორც ზრდის სტიმულატორი არა მხოლოდ ფესვების დამუშავების გზით,პრეპარატით შეიძლება დამუშავდეს ნერგები და თესლი.თუმცა ყველაზე ხშირად მისი გამოყენება ხდება მოსარწყავი წყლის სახით.
გამოყენება - შესხურება. შეგიძლიათ შეასხუროთ ორქიდეას ფესვებზე,ფოთლებზე და ღეროებზე.
დასალბობად.გამოიყენება სათესი მასალის /თესლის/ დასალბობად.
გარკვეული კონცენტრაციით შესაძლებელია მისი შეტანა გრუნტში ფესვების მორწყვის მიზნით.მორწყვა ისევე უნდა განხორციელდეს როგორც დადგენილია ამ მცენარისათვის.
თუ თქვენ გაქვთ ამ პრეპარატის ტაბლეტი.ის უნდა გახსნათ ერთ ლიტრ წყალში.უკეთ გასახსნელად თავიდან უმჯობესია მცირე რაოდენობის თბილ წყალში გახსნათ.ფესვების სტიმულირებისათვის საკმარისია 500 მლ. წყალი.
ქარვის მჟავას ხსნარი თვეში ერთხელ უნდა მიეწოდოს მცენარეს. ამასთანავე გახსოვდეთ,რომ ის არ ცვლის სასუქს და კვება ჩვეულებრივად უნდა მიაწოდოთ.
ამ ნივთიერებასთან იმუშავეთ ხელთათმანებით და პირბადით,მიუხედავად იმისა რომ ის არ არის მავნებელი ადამიანისათვის,ფლორისა და ფაუნისათვის.
ხშირ შემთხვევაში ქარვის მჟავას მცენარისათვის მიწოდება ხსნის ბევრ პრობლემას.ეს პროცედურა არ არის რთული და პრაქტიკულად ყოველთვის შედეგიანია.
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის