კალისტემონი


კალისტემონი (Callistemon) -არის ბუჩქი ან მცირე ზომის ხე,მიეკუთვნება მირტისებრთა ოჯახს (Myrtaceae),მისი სამშობლოა ავსტრალია.ყინვას ვერ უძლებს,ამიტომ ეზოებში მხოლოდ რბილი კლიმატის მქონე ქვეყნებში რგავენ.პოპულარულია თავისი უჩვეულო ყვავილის ფორმით.

1.კალისტემონი (Callistemon

აღწერა. კალისტემონი მარადმწვანე მცენარეა.გრძელი მტვრიანების მქონე ყვავილედები ბოთლების სახეხ ჯაგრისს მოგვაგონებს.სწორედ მტვრიანები ანიჭებენ ყვავილებს ეფექტურ და ორიგინალურ იერს,რადგან ყვავილის ფურცლები წვრილი და შეუმჩნეველია.ყვავილედები სიგრძით 12 სანტიმეტრამდეა,ცილინდრული ფორმის,წარმოიქმნება ტოტების დაბოლოებაზე.ყვავილობის შემდეგ ყალიბდება გახევებული,მცირე ზომის ბურთისებური ნაყოფი.

ბუნებაში კალისტემონის ყვავილებს ფრინველები ამტვერიანებენ,რომლებიც ტკბილი ნექტარისთვის სტუმრობენ მცენარეს.ვიწრო,მორიგეობით განლაგებული ტყავისებური ფოთლები ისეთი უხეშია,რომ მათ კიდეებზე ადვილად შეიძლება დაზიანების მიღება.ფოთლები შეიცავს ეთერზეთებს.ისინი ღეროსირგვლივ სპირალისებურადაა განლაგებული.კალისტემონს აქვს საინტერესო თავისებურება - მისი ფოთლები მზის მიმართ ყოველთვის გვერდულადაა განლაგებული,ამის საშუალებით მცირდება მათი გადახურება და მცენარე ამ ხერხით თავს იცავს ტენის დაკარგვისაგან.

2.ლიმონისებური კალისტემონი “Little John”

მოვლა.კალისტემონს ესაჭიროება დიდი რაოდენობით მკვეთრი მზის სინათლე,მის გარეშე ის ცუდად განვითარდება და არ იყვავილებს.რწყავენ უხვად,ისე რომ ნიადაგი მუდმივად ტენიანი რჩებოდეს.მოსარწყავი წყალი რბილი უნდა იყოს.კალისტემონი ცუდად იტანს ხისტ წყალს და კიროვანი ნალექების დაგროვებას.

ზამთარში მცენარისათვის მოსვენების პერიოდი დგება,ჩერდება მისი ზრდა.გამოაზამთრეთ ის გრილად,არაუმეტეს +12 გრადუს ტემპერატურაზე და ნათელ შენობაში.

გაზაფხულზე მცენარეს კრეჭავენ,ისე რომ აკურატულად გამოიყურებოდეს და უკეთ დაიბუჩქოს.კალისტემონი კარგად იტანს სხვლას.გასხვლის შემდეგ მცენარეს გადარგავენ ახალ ნიადაგში.გაითვალისწინეთ,რომ კალისტემონი ვერ იტანს ტუტე ნიადაგს.ნეიტრალური რეაქციის სუბსტრატი სავსებით გამოსადეგი იქნება.

3. ლიმონისებური კალისტემონი “White Anzac”
 გამრავლება. კალისტემონი მრავლდება თესლით და კალმით.თესლიდან გაზრდილი მცენარე საკმაოდ გვიან  ყვავილობს - სიცოცხლის მე-4 - მე-5 წლიდან.ამიტომ ახალი მცენარე უფრო სწრაფად შეიძლება მივიღოთ კალმიდან.კალმები იჭრება ზაფხულის ბოლოდან გაზაფხულამდე.მათ რგავენ ფხვიერ ნიადაგიან ქოთანში,თავზე აფარებენ პოლიეთილენის პაკეტს და ათავსებენ დაახლოებით +20 გრადუს ტემპერეტურაზე.

4. კალისტემონის ყვავილობა

სიძნელეები. საჭიროებს სუფთა ჰაერს,ამიტომ უკეთესია აივანზე ან ბაღში გაიტანოთ.თუ გამოზამთრება +15 გრადუსზე მაღლა მოუწია,შესაძლოა არ იყვავილოს.ასევე არ იყვავილებს თუ სინათლის ნაკლებობას განიცდის.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

28 June 0 152

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно