როგორ მოვამზადოთ კიტრის თესლი დასათესად
დათესვის წინ მიღებულია კიტრის თესლის დალბობა.ეს პროცუდურა აჩქარებს ამოსვლას და ჩითილის პირველ სტადიაში განვითარებას.ხარისხიანი თესლი +24-27 გრადუს ტემპერატურაზე დალბობის გარეშეც ამოდის,მაგრამ ისეთი სათესლე მასალა რომელიც არასწორ პირობებში ინახებოდა, მომზადების გარეშე შედეგს ვერ მოგვცემს.შესაძლოა ასეთი თესლი ხშირად მაღალი ტემპერატურის გავლენის ქვეშ იყო,რაც ძლიერ გამოშრობას იწვევს.
ყურადღება! ზოგიერთი სახის კიტრის თესლის დალბობა შესაძლოა დამღუპველი იყოს.წინასწარ მომზადებულ და შეწამლულ თესლს კი შესაძლებელია წყალმა დამცავი ფენა ჩამოურეცხოს.
ვახარისხებთ თესლს ხარისხიანი კიტრის თესლი არ უნდა იყოს ძალიან წვრილი,ხელის შეხებით სიცარიელე არ უნდა იგრძნობოდეს,მარცვლები მკვრივი უნდა იყოს.ეს ხელს შეუწყობს გამძლე ჩითილის ამოსვლას.ცარიელი მარცვლებიდან არაფერი ამოვა.თესლის დახარისხებაში დაკალიბრება დაგეხმარებათ.
ჩაასხით ნებისმიერ ჭურჭელში წყალი და ჩაყარეთ შიგ თესლი,რამდენიმე წუთში დასათესად უვარგისი მარცვლები ზედაპირზე ამოვა.გადაღვარეთ წყალი,ძირში დარჩენილი თესლი გააშრეთ.
დათესვის წინ,თუ თესლი ახალია,ის უნდა გაათბოთ.ეს პროცედურა წინასწარ უნდა ჩატარდეს.თესლის გათბობა ხდება ლანგარზე ან ნაჭრის ტომრებში.ტემპერატურა +40 გრადუსი უნდა იყოს 7 დღის განმავლობაში.უფრო დაბალი ტემპერატურისას მაგალითად +25 გრადუსზე გათბობის ხანგრძლივობა ერთ თვემდე იზრდება.ამ პროცედურის ჩატარება ოპტიმალურია სახლში გათბობის რადიატორზე.
მნიშვნელოვანია! გათბობისას იღუპება კიტრის მრავალი ვირუსული ინფექცია.რაც ჯანსაღი ჩითილის მოცემას უზრუნველყოფს.შემცირდება ფუჭი ყვავილის რაოდენობა და მოსავალს ადრეულად მიიღებთ.
დეზინფიცირების მეთოდები თესლის დალბობამდე აუცილებელია მათი დეზინფიცირება.ეს პროცედურა შესაძლოა მშრალი მეთოდითაც ჩაატაროთ ფხვნილის მეშვეობით,მაგალითად ნიუიფ-2 ან გრანოზანი.თესლი იყრება მინის ქილაში პრეპარატთან ერთად და ხუთი წუთის განმავლობაში შენჯღრევის მეთოდით ხდება დეზინფიცირება.
დეზინფიცირება უკეთესია სველი მეთოდით ჩატარდეს.ასეთი ხერხი უფრო პოპულარულია მებოსტნეებში.სველი მეთოდის გამოყენების დროს დაალბეთ კიტრის თესლი 1%-იან კალიუმპერმანგანატის ხნარში.
სველი წესით დეზინფიცირება:
ანადუღარ თბილ წყალს დაუმატეთ რამოდენიმე კრისტალი კალიუმპერმანგანატი,ისე რომ მიიღოთ კაშკაშა ვარდისფერი ხსნარი.ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ.ძალიან მუქი ფერის ხსნარი დამღუპველია თესლისთვის.
მარლის ან ბამბის ქსოვილით გააკეთეთ პატარა ტომსიკები,შიგ ჩაყარეთ თესლი,მოუკარით პირი და ჩაუშვით ხსნარში 15 წუთით.
ამის შემდეგ ამოიღეთ თესლი სხნარიდან და გაავლეთ სუფთა ანადუღარი წყლით.
კალიუმპერმანგანატის ნაცვლად კიტრის თესლის დეზინფიცირება შესაძლებელია წყალბადის ზეჟანგითაც.
ეს პროცესიც ანალოგიურად ტარდება,მხოლოდ კალიუმპერმანგანატის ნაცვლად უნდა გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგის 10%-იანი ხსნარი.თესლი ჩაალბეთ 20 წუთით,გავლების შემდეგ კი გაშალეთ გასაშრობად.
თესლის დალბობა
მნიშვნელოვანია! დალბობამდე თესლი კიდევ ერთ ხსნარში უნდა მოათავსოთ - ზრდის სტიმულატორში.დამატებითი კვების მიღების შემდეგ თესლი უკეთ ამოვა და ძლიერ ჩითილს მოგცემთ.
დალბობა ხდება ასე:
თეფშის ზედაპირზე გაშალეთ თესლები,ქვეშ დაუფინეთ მარლა ან რაიმე თხელი ნაჭერი,დაასველეთ თბილი წყლით.
მნიშვნელოვანია! ნაჭერი ნახევრად უნდა დასველდეს,ზედმეტი სისველის გამო გაღივებულ თესლს ჟანგბადი ვერ მიეწოდება და გამოიწვევს მათ დაღუპვას.თუმცა არ შეიძლება ბოლომდე გამოშრობაც,სიმშრალის გამო იგივე შედეგს მიიღებთ.
თესლებიანი თებში მოათავსეთ სითბოს წყაროსთან ახლოს,სადაც ისინი გაღვივდება.ეს დაახლოებით სამ დღეში უნდა მოხდეს.
როგორც კი მარცვლებიდან ღივები გამოჩნდება თეფში დაუყოვნებლივ შედგით მაცივარში 12 საათის განმავლობაში,გასაკაჟებლად.
ვიდრე ხდება თესლის ადაპტირება სიცივეში,მოამზადეთ კონტეინერი გრუნტით,სადაც დათესავთ თესლს ჩითილის მისაღებად.
რჩევა! თესლის დასალბობად უმჯობესია გამოიყენოთ წვიმის წყალი.კარგია თოვლის ან ყინულის ნადნობი წყალიც.შეგიძლიათ ყინული მაცივრიდან აიღოთ.
ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატები დასალბობად მებოსტნეების დასახმარებლად არცებობს სხვადასხვა პრეპარატი თესლის დასალბობად.გავეცნოთ მათ:
პრეპარატი ‘’ეპინი’’.შემუშავებულია მცენარეული კომპონენტების საფუძველზე.’’ეპინით’’ დამუშავებული თესლის ჩანასახი გამოიმუშავებს დაცვას ნეგატიური ბუნებრივი მოვლენების მიმართ,მაგალითად ყინვების ან ცივი უმზეო ამინდების მიმართ გამძლეობას.
პრეპარატი ‘’ცირკონი’’.მან დიდი ხანია პოპულარობა მოიპოვა.იწარმოება მცენარე ეხინაცეას მჟავაშემცველი წვენის საფუძველზე.პრეპარატი აჩქარებს ჩითილის ზრდას,რაც მნიშვნელოვანია ადრეულად დარგვისას.ასევე ეხმარება ფესვთა სისტემას განვითარებაში.
‘’გუმატი’’ შეიცავს საკვებ ნივთიერებებს კალიუმის ან ნატრიუმის მარილის საფუძველზე.
ვინც ჯერ არაა შეძენილი პრეპარატების მოხმარებას შეჩვეული,დასალბობად იყენებს ხალხურ საშუალებებს.
რამდენიმე ხალხური რეცეპტი კიტრის თესლის დასალბობად ხალხური რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემა და დღემდე აქტუალური რჩება.განვიხილოთ რამდენიმე მათგანი,ყველაზე ეფექტურები მებოსტნეების აზრით.
ოთახის ალოეს წვენი ყველაზე ხშირად გამოიყენება კიტრის თესლის დასალბობად.ალოეს წვენისგან თესლის ჩანასახი იღებს დაავადებების მიმართ იმუნიტეტს,რაც ძლიერი ჩითილის მიღებას უწყობს ხელს.უმჯობესდება თვითონ მცენარის ზრდა.ალოეს წვენის მისაღებად მცენარეს აჭრიან ქვედა,ხანდაზმულ ფოთლებს,ახვევენ ქაღალდში და დებენ სიცივეში,შესაძლებელია მაცივარში დადებაც.14 დღის შემდეგ ფოთლებიდან ადვილად გამოიწურება წვენი.მიღებული წვენი უნდა გაზავდეს თანაბარი რაოდენობის წყლით.მიღებულ ხსნარში ალბობენ მარლის ტომსიკებში გამოკრულ კიტრის თესლს ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
ხის ნაცრიანი წყალი. მისგან კიტრის თესლი შეითვისებს მინერალებს.რა თქმა უნდა შეგიძლიათ ჩალისაგან მიღებული ნაცრის გამოყენებაც.ნებისმიერი მათგანი აიღეთ 2 ს/კ დაასხით 1 ლიტრი ანადუღარი წყალი.დადგით ორი დღის განმავლობაში და შემდეგ დაალბეთ კიტრის თესლი 6 საათით.
საკვები სოკოს ნახარში თესლს მიკროელემენტებით ამდიდრებს.ნებისმიერი რაოდენობის გამშრალ სოკოს დაასხით მდუღარე,დააფარეთ მჭიდროდ თავსახური და გააჩერეთ გაციებამდე.მიღებული ნაყენი გაწურეთ და გაათბეთ,ჩაალბეთ მასში კიტრის თესლი 6 საათის განმავლობაში.
თაფლიანი წყალი მოქმედებს როგორც ზრდის სტიმულატორი.250 მლ. თბილ ანადუღარ წყალს დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი.მიღებული სითხე დაასხით თეფშზე და დაალბეთ თესლი 6 საათით.
კარტოფილის წვენი ასევე კარგია თესლის დასალბობად.მის მისაღებად უმი კარტოფილი ჩადეთ საყინულეში,გაყინვის შემდეგ გამოიღეთ და დადეთ გასალღობად.წვენი ადვილად იწურება ხელითაც,მასში ჩაალბეთ კიტრის თესლი 8 საათის განმავლობაში.
უფრო რთული ხსნარის მისაღებად აიღეთ 1გრ. კალიუმპერმანგანატი,5 გრ. სოდა და 0,2 გრ. ბორის მჟავა. ხსნარის მომზადებამდე კი წინასწარ მოხარშეთ ორი პეშვი ხახვის ქერცლი 1 ლიტრა წყალში,გაციების შემდეგ დაუმატეთ ამავე რაოდენობის ნაცრიანი წყალი.მიღებულ სითხეს დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და შეგიძლიათ მასში დაალბოთ კიტრის თესლი 6 საათის განმავლობაში.
ნებისმიერი ხალხური რეცეპტის გამოყენების წინ უმჯობესია კიტრის თესლი წინასწარ სუფთა წყალში დაალბოთ 2 საათით,დამუშავების შემდეგ ისინი კვლავ უნდა გაავლოთ სუფთა წყალში.მზა თესლი გაშალეთ თეფშზე.გაშრობის შემდეგ თესლი მზადაა დასათესად.
თარგმანი:ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის