გარდენიას პრობლემები
საკმაოდ პრეტენზიული მცენარეა და ეს მუდამ უნდა გახსოვდეთ, როცა მაღაზიაში ამ ლამაზ და სურნელოვან მცენარეს დაინახავთ და შეძენას გადაწყვეტთ. სახლში მოტანის მერე იგი უამრავ პრობლემას ქმნის - კოკრები სცვივა, ფოთლები ყვითლდება, ჭკნება, ღერები უშიშვლდება და მალე ამ ლამაზი მცენარისგან არაფერი რჩება.
1. ყვითლდება ფოთლები: ეს ყველაზე ხშირად ემართება მცენარეს. უმეტესად ყვითლდება ფოთლის ფირფიტა, ძარღვები კი მწვანეა. მიზეზი შემდეგია:
- მორწყვის არასწორი რეჟიმი - ზედმეტი მორწყვისას ან მიწის ძლიერი გამოშრობისას მას ფოთლები უყვითლდება. მცენარეს რწყავენ მიწის ზედა ფენის გაშრობის მერე. მნიშვნელოვანია წყლის ხარისხიც. მცენარე დადებითად რეაგირებს მხოლოდ ნადგამ წყალზე ან უკეთესია ანადუღარი ან გაფილტრული წყალი. აუცილებელია თბილი წყლით მორწყვა - ცივი და ხისტი წყალი მას არ გამოადგება.
- ცუდად არჩეული სუბსტრატი - მას მჟავე მიწა მოსწონს. ნეიტრალურ ან ტუტე მიწაში მისი ფესვები ვერ იწოვს საკვებს. მჟავე მიწა მაღაზიებშიც იყიდება, მზა სუბსტრატს უმატებენ კიდევ წიწვებსაც.
დროთა განმავლობაში ასეთი მჟავე მიწაც ტუტიანდება. ონკანის წყალი უმეტესად ტუტეა.იმისთვის, რომ მიწის მჟავეობა შევინარჩუნოთ, მცენარე 10 დღეში ერთხელ უნდა მოირწყოს მჟავე წყლით, რისთვისაც იყენებენ:
ლიმონმჟავას - რამდენიმე კრისტალი იხსნება 1ლ წყალში.
ლიმონის წვენს - 2-3 წვ 1ლ წყალზე
ტორფს - 200გრ 3 ლ წყალზე და აჩერებენ ერთ დღეს.
- ქლოროზი- ფოთლები არათანაბარი შეფერილობისაა- ძარღვები რჩება მწვანე, ფირფიტა კი ყვითელი ან უფერულია. ამის მიზეზი მიწაში რკინის ნაკლებობაა და ამ პრობლემასთან მუდმივი ბრძოლაა საჭირო.
ეს დაავადება ვითარდება მიწის გატუტიანების დროსაც, ამიტომ პირველი ამოცანა ნიადაგის მჟავეობის შენარჩუნებაა. ამისთვის მცენარეს რწყავენ ან ნამავენ რკინაშემცველი პრეპარატებით - ფეროვიტი, მიკრო- fe. დამატებით მიწაში არჭობენ ჟანგიან ლურსმნებს.
-არასაკმარისი განათება - ასეთ შემთხვევაში ფოთლები თანაბრად ყვითლდებ და თანაც მთელ ბუჩქზე.
- არასაკმარისი კვება- ზრდის და ყვავილობისთვის მცენარეს კარგი კვება სჭირდება. ამისთვის იყენებენ კომპლექსურ სასუქს რკინის და მაგნიუმის დამატებით. ეს ორი ელემენტი ყველაზე მეტად უყვარს გარდენიას. მაგნიუმის ნაკლებობაც ასევე განაპირობებს ფოთლის გაუფერულებას. ამიტომ შესასხურებლად იყენებენ მაგნიუმის სულფატს- 20გრ 10ლ წყალზე.
2. ფოთოლცვენა: ასე ხდება გადატანილი სტრესის შედეგად.
- მორწყვის ნაკლებობა: თუ ფოთოლი ყვითლდება და ცვივა დაზიანების სხვა გარეგნული ნიშნების გარეშე, ეს გამომშრალი მიწის ბრალია. უნდა დარეგულირდეს მორწყვა, მცენარეს დასჭირდება დანამვა იმუნიტეტის სტიმულატორით - გამოდგება ეპინი. შეიძლება ამის მერე ერთი დღით თავზე ჩამოაცვათ პოლიეთილენის პაკეტიც. გამომშრალი მცენარე ასეთი პროცედურით სწრაფად გამოსწორდება.
- ორპირი- არც ქარი უყვარს დიდად. სიგრილე ძალიან მოსწონს, მაგრამ მისი დადება ღია ფანჯარასთან, საიდანაც უბერავს, არ ივარგებს .
3. ფოთლები უჭკნება და უშავდება: მცენარეს ადვილად უჭკნება ფოთოლი. თუ ეს არც ისე ბევრია, სანერვიულო არაფერია-ეს ბუნებრივი პროცესია. მაგრამ მასიური მოვლენა უკვე საშიშია. მიზეზი რამდენიმეა:
- ზედმეტი მორწყვა- საჭიროა დარეგულირება და თუ ქოთანს სადრენაჟე ხვრელი არ აქვს,სასწრაფოდ უნდა გაუკედეს.
- მოყინვა და ორპირი- მცენარე ძალიან აზიზია, მისთვის მავნეა ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება. გადაციება იწვევს ფოთლის გაშავებას. ოპტიმალურია 18-24გრ.
- მავნებლები- მას ემტერება აბლაბუდა ტკიპა, რომელიც მცენარეს წვენს სწოვს და იწვევს ფოთლების გაშავებას.
4. კოკრების დაცვენა: არც ისე სასიამოვნოა.- ელოდებით მათ გაშლას, ისინი კი ცვივა. ამასაც თავისი მიზეზები აქვს:
- მშრალი ჰაერი- მისი სამშობლო ნესტიანი სუბტროპიკებია, ამიტომ კარგად გრძნობს თავს ტენიან გარემოში, სიმშრალეში კი არ ყვავილობს, ამოსულ კოკრებს არ შლის და ყრის. ესაჭიროება ჰაერში შესხურება კოკრებთან ახლოს. ან შეიძლება ქოთნის დადება სველ კერამზიტიან სადგამზე. შეიძლება წყლიანი ჭურჭლის დადგმაც ახლოს, ან ჰაერის დამატენიანებლის გამოყენება.
- ორპირი- განსაკუთრებით უნდა დაიცვაათ კოკრებიანი მცენარე ორპირისგან, რომ არ მოგიწიოთ ყვავილობის ლოდინი მთელი წლით.
- ტემპერატურის ცვლილება- ესეც დიდი სტრესია მისთვის, რის გამოც შეიძლება კოკრები დასცვივდეს
- გადაადგილება ან ქოთნის შეტრიალება- ცუდია, თუ იყიდით კოკრებიან მცენარეს. სახლში მოტანისას ასეთი გარდენია კოკრებს დაყრის
- გადარგვა არასაჭირო დროს- კოკრებიანი ან მოყვავილე მცენარის გადრგვა არ შეიძლება.
5. არ ყვავილობს: მიზეზი ბევრია:
- არასათანადო ტემპერატურა- მისთვის სასურველი გარემო თუ არ იქნა, მცენარე არ იყვავილებს. ყვავილობისთვის ესაჭიროება 18-25გრ.
- არასაკმარისი განათება- მისთვის საუკეთესო ადგილია აღ მხარე, დილის მზე. სამხრეთით ძალიან ცხელა და შუადღეზე ფოთლები შეიძლება დაეწვას კიდეც. ჩრ, მხარეს ვერ იყვავილებს. ზაფხულში კარგია მისი გარეთ გატანა გაბნეულ მზეზე და სუფთა ჰაერზე. მცენარე ტრადიციულად ყვავილობს ივლის-ოქტომბერში, თუმცა ზოგან წელიწადში 3 ჯერაც კი იყვავილებს. ასე ხდება, თუ ზამთარში მეტ განათებას მოუწყობთ.
- არასაკმარისი კვება- მისთვის აუცილებელია სასუქში იყოს კალიუმი, ფოსფორი, რკინა და მაგნიუმი. ასეთი კვებისას იგი შესანიშნავდ იყვავილებს. შეიძლება კიდევ დაუმატოთ პრეპარატები - ცირკონი,ბუტონი,
- მშრალი ჰაერი- ყვავილობის სტიმულაციისთვის საჭიროა „ორთქლის აბაზანები“- მცენარე შეაქვთ სააბაზანოში, რთავენ ცხელ წყალს, რომ ოთახი დაიორთქლოს, გარდენიას ტოვებენ 80-90 % ტენიანობის ოთახში რამდენიმე სთ დან მთელი ღამითაც კი. ასეთი აბაზანა ყოველკვირეულად შეიძლება მოუწყოთ, სანამ კოკრებო არ გამოუვა.
- ტუტე ნიადაგი- ასეთ გრუნტში მზარდი მცენარე არ იყვავილებს, საჭიროა მისი ჩარგვა მჟავე ნიადაგში, მერე კი ამ სიმჟავის შენარჩუნება. YVAVILEBI.GE https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/116-gardenia-yvavilis-movla-155.html
თარგმანი თ. სუპატაშვილის