ჰატიორა
ოჯახი: კაქტუსისებრთა /Cactaceae/.
სამშობლო: ბრაზილია. ყვავილობა: ზაფხულში. სიმაღლე: საშუალო
განათება: მკვეთრი გაფანტული.დაიცავით პირდაპირი მზისაგან.
ტემპერატურა: ზაფხულში +18-20 გრადუსი.ზამთარში სასურველია +14-16,არანაკლებ +12 გრადუსისა.
მორწყვა: გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში უხვი.სხვა დროს ზომიერი,ფრთხილი.
ჰაერის ტენიანობა: ზაფხულში მაღალი.სასურველის მცენარე ყოველდღე დაინამოს.ზამთარში წყლის შესხურება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.
კვება: თვეში ორჯერ მიეწოდება მინერალური სასუქი,კალციუმის ნაკლები შემცველობით.
მოსვენების პეროდი: შემოდგომა-ზამთარი.მცენარეს ათავსებენ გრილ და ნათელ ადგილზე,რწყავენ სიფრთხილით.
გადარგვა: ირგვება ყვავილობის დამთავრებისთანავე,ახალგაზრდა მცენარეებს ყოველწლიური გადარგვა ესაჭიროება,მოზრდილებს საჭიროებისამებრ 2-3 წელიწადში ერთხელ,ძალიან დიდი ეგზემპლარები 4-5 წელიწადში ერთხელ უნდა გადაირგას.
გამრავლება: ღეროს კალმებით და მყნობით.
ჰატიორას გვარი /Hatiora Btitton et Rose/ ითვლის დაახლოებით 7 სახეობას კაქტუსებრთა ოჯახიდან.გავრცელებულია ბრაზილიის სამხრეთ აღმოსავლეთში.ჰატიორას გვარი აღწერილი იქნა 1923 წელს ნათანიელ ბრიტონის და ჯოზეფ როუზის მიერ,სახელი ეწოდა თომას ჰარიოთის - ინგლისელი ბოტანიკოსის სახსოვრად,რომელიც XVI საუკუნეში ცხოვრობდა.მცენარის სახელი მისი გვარის ანაგრამას წარმოადგენს. ჰატიორას გვარის წარმომადგენლები ეპიფიტური და ლიტოფიტური მცენარეებია,რომლებსაც სეგმენტიანი ღეროები აქვთ.ისინი წააგვანან რიფსალისის გვარის კაქტუსებს,თუმცა მაინც განსხვავდებიან მათგან. |
სახეობები: ჰერმუნის ჰატიორა,ჰატიორა სალიკორნიოიდესი,ანუ ბამბუკისმაგვარი ჰატიორა,გარტნერის ჰატიორა.![]()
![]()
მცენარის მოვლა: ჰატიორა უპირატესობას ანიჭებს მკვეთრ,მაგრამ გაფანტულ სინათლეს,შეუძლია ნახევრადჩრდილში ზრდაც,მაგრამ სინათლის უკმარისობის დროს ფერხდება მისი ზრდა და ვითარდება ღეროების სიყვითლე /ქლოროზი/. უხვი და ეფექტური ყვავილობისთვის მცენარეს ესაჭიროება რაც შეიძლება მეტი გაფანტული სინათლე,იგი კარგად ხარობს დასავლეთის ან აღმოსავლეთის ფანჯრებზე.ჩრდილოეთის ფანჯარაში ყვავილობა შესაძლოა ისეთი უხვი არ იყოს.სამხრეთის ფანჯარაზე შუადღის მზისაგან მოჩრდილვა დასჭირდება.ზაფხულის პერიოდში მცენარეს სუფთა ჰაერზე დგამენ,ნათელ,მაგრამ მზის სხივებისაგან დაცულ ადგილზე.
ზაფხულში მცენარისათვის ზომიერი ტემპერატურაა +18-22 გრადუსი,შემოდგომით სასურველია ტემპერატურის დაწევა +14-16 გრადუსამდე,არანაკლებ +12 გრადუსამდე.
ზაფხულში,ყვავილობის პერიოდში ჰატიორას უხვად რწყავენ რბილი, ნადგამი წყლით,სუბსტრატის ზედა ფენის გაშრობის მიხედვით.შემოდგომიდან მორწყვას ამცირებენ,გაზაფხულამდე რწყავენ ზომიერად,განსაკუთრებით სიფრთხილით ირწყვება გრილ პირობებში ყოფნისას.ყვავილობის შემდეგ მცენარე გადადის მოსვენების ფაზაში და მორწყვაც შედარებით უნდა შემცირდეს/დაახლოებით ერთი თვე/. თანაბრად საზიანოა ნიადაგის გამოშრობაც და ზედმეტი ტენიანობაც/განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე/.
ჰატიორას განვითარებისათვის სასურველია ჰაერის ტენიანობის აწევა ზაფხულის პერიოდში.ტენიანობის მოსამატებლად მცენარე შეიძლება მოთავსდეს წყლიან კენჭებზე ან ტორფზე.ამასთან ქოთნის ფსკერი წყალს არ უნდა ეხებოდეს.ჰაერის სიმშრალემ შესაძლოა გამოიწვიოს კვირტების დაცვენა.
ზრდის პერიოდში და ყვავილობისას ჰატიორას კვებავენ თვეში ორჯერ მინერალური სასუქით,კალციუმის შემცველობის გარეშე.სასუქი ნახევარი დოზით გამოიყენება,ასევე აუცილებელია საშუალო დოზით აზოტის შემცველი სასუქის გამოყენება.აზოტის სიჭარბე სასურველი არაა კაქტუსებისთვის,რადგან იწვევს ფესვების ლპობას.ოპტიმალური შეფარდებაა: აზოტი -9, ფოსფორი- 18, კალიუმი-24.მოსვენების პერიოდში მცენარეს არ ესაჭიროება კვება.
ყვავილობის შემდეგ მცენარე უნდა გადაირგას,ახალგაზრდა მცენარეები ყოველწლიურად,მოზრდილები საჭიროების მიხედვით 2-3 წელიწადში ერთხელ,ძალიან დიდი ეგზემპლარები 4-5 წელიწადში ერთხელ.კარგი განვითარებისათვის ჰატიორას მსუბუქი და ჰაერგამტარი სუბსტრატი ესაჭიროება,სუსტადმჟავე რეაქციის მქონე /PH 5-6/. რომელიც შედგება ფოთლოვანი მიწის,კორდის მიწის,ნეშომპალის,ტორფის და ქვიშისაგან /6:1:4:2:2/. ეს მცენარე უკეთ იზრდება ორგანულ ტორფიან ნიადაგში.ნაკლებად ნოყიერ ნიადაგში იგი უხვად ვერ იყვავილებს, ან საერთოდ არ აყვავდება.
ჰატიორას ამრავლებენ კალმებით და მყნობით.
კალმებით გამრავლება ხდება ყვავილობის დამთავრებისთანავე.იჭრება 2-3 სეგმენტის მქონე ღერო,გადანაჭერზე მოაყარეთ დანაყილი ნახშირი და გააშრეთ.შემდეგ ჩარგეთ ტორფის ფა ქვიშის ნესტიან ნარევში.
ჰატიორას ამყნობენ ეკლიანი პერესკიის ღეროზე.უკეთესია მყნობა ზაფხულში ჩატარდეს.პერესკიას აცლიან ზედა დატოტვილ ნაწილს ფოთლებით,ტოვებენ შიშველ ღეროს,რომელსაზ ზემოდან ჩაჭრიან.2-3 სეგმენტიან ჰატიორას ღეროს ბოლო უნდა წაუმახვილდეს და სამყნობი მცენარის -პერესკიას ჩაჭრილ ადგილში არწობენ.ნამყენ ადგილს ამაგრებენ გრძელი ეკლით და ახვევენ ძაფით ან პლასტირით.ნამყენიან ქოთანს არ უნდა დაფარება,შეზრდა ხდება ორ კვირაში +18+20 გრადუსზე. შეზრდის შემდეგ ნამყენი იწყებს ზრდას.სახვევს ხსნიან და აცილებენ ნამყენი ადგილის ქვემოთ წამოზრდილ ყლორტებს და ფოთლებს.დამყნობილი მცენარე გამოირჩევა უხვი ყვავილობით.
შესაძლო სირთულეები: მცენარე შესაძლოა დაავადდეს სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციით.
დაავადება ხასიათდება ლპობით,ჯერ მცირე უბანი იწყებს ლპობას /ჩნდება სლიპინა ლაქა/,შემდეგ კი სხვა ნაწილებიც იწყებს ლპობას.ასეთ შემთხვევაში ანტიბაქტერიული პრეპარატები ნაკლებად ეფექტურია,მცენარეს დაინფიცირებული ნაწილი უნდა მოცილდეს შეძლებისდაგვარად.უმრავლეს შემთხვევაში,თუნდაც დაზიანებული იყოს მცენარის ძირი,შეიძლება ზედა,ჯანსაღი ნაწილიდან კალმის აჭრა და დაფესვიანება.მიიღებთ ახალ მცენარეს.
სოკოვანი დაავადებების დროს ხშირია ფიტოფტორა და ფუზარიოზი.
ფუზარიოზი უმეტესად ჩნდება ჭრილობებიდან და ნახეთქებიდან.დაავადებასთან საბრძოლველად გამოიყენება ფუნგიციდები,რომელთა შემადგენლობაში შედის ქლოროტალონილი,ბენომილი.იხელმძღვანელეთ ინსტრუქციით.
ფიტოფტორა გადაეცემა დასნებოვნებული ნიადაგიდან და უმეტესად აზიანებს ფესვის ყელს.დაავადების მანიშნებელია - მოშვებული მცენარე,ნესტიანი ნიადაგის შემთხვევაშიც კი.მცენარე ფერმკრთალი ან მონაცრისფრო ხდება.სამკურნალოდ გამოიყენება ფუნგიციდები.
ჰატიორა შესაძლოა დაზიანდეს ფქვილოვანი ცრუფარიანათი,აბლაბუდიანი ტკიპით,ფარიანათი,ფრთათეთრათი.
https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/263-kaqtusebisinatle-da-sufta-haeri.html