ყველაზე გამძლე და უპრეტენზიო ოთახის მცენარეები

ბევრს არ შეუძლია სახლში იქონიოს ათეულობით განსხვავებულიჯიშის და სახეობის ოთახის მცენარე, რადგან იმისთვის, რომ ისინი ჯანსაღად გამოიყურებოდნენ,ყვავილობდნენ და მიმზიდველი გარეგნობა ჰქონდეთ, საჭიროა მათ დიდი დრო და ყურადღება  დაუთმონ, ეს კი არც ისე ადვილია მათთვის, ვინც მუშაობსდა სახლშიც უამრავ სხვა საქმეს აკეთებს, მით უფრო რთულია მთთვის, ვინც  ხშირად მოგზაურობს. მაგგრამ მაინც მოიძებნება ისეთი მცენარეები ოთახის კულტურებში, რომლებიც ადვილადიტანენ  რთულ პირობებს, ეგუებიან უყურადღებობას,არასტაბილურ რეჟიმს, და მოვლაში დაშვებულ შეცდომებს.
ამტანობა, უპრეტენზიობა და სხვა მახასიათებლები: ყვველაზე ამტან მცენარეებსხშირად „სპარტანელებს“ უწოდებენ.  ისინი ძლებენისეთ პირობებში, რომელშიც სხვა მცენარე დიდი ხნის გამხმარი იქნებოდა. ეს მცენარეებიიტანენ გვალვას, არ კვდებიან მორწყვის გამოტოვებისას. ამ მცენარეთა უმეტესობა დეკორატიულფოთლიანთაჯგუფს ეკუთვნის და მხოლოდ ზოგიერთი ყვავილობს სახლის პირობებში. ასეთი მცენარეები გამოდგებამათთვის, ვისაც არ აქვს დიდი დრო და არ სცალია მცენარეთა სკრუპულოზური მოვლისთვის,მაგრამ სურს, მწვანე აქცენტები შეიტანოს ინტერიერში, ახლა იწყებს მცენარეებთან ურთიერთობასდა ყველაფერი სასწავლი აქვს.
საუკეთესოები საუკეთესოთა შორის: ეს უპირატესად სუკულენტები არიან,მათ შეუძლიათ ტენის შეკავება ფესვებში, ღეროებსა და ფოთლებში, არჩევანი საკმაოდ დიდია.უმრავი განსხვავებული ორიგინალური ფორმის სუკულენტი არსებობს, მაგრამ მათ გარდა, კიდევდეკორატიულფოთლიან მცენარეებშიც ამოირჩევა ასე გამძლე სახეობები.
მინიმალური მოვლის მიუხედავად, გამძლე მცენარეებს განეკუთვნება: კაქტუსები, კრასულა, ქლოტროფიტუმი, ბოკარნეა, ალოე, ფიკუსი, ასპიდისტრა, სპატიფილუმი, ვეფხისტყავა, ზამიოკულკასი, ჰავორტია, ეხევერია, სურო, რძიანა და სხვ.
ზამიოკულკასი: ეფექტური და დღეისთვის ყველაზეპოპულარული მცენარე, საკმაოდ კომპაქტური, ლამაზი ფრთისებრი პრიალა ფოთლები სქელ ღერებზეა, სახლის პირობებში იზრდება 80 სმ მდე. თუ ცუდი მოვლის გამო ფოთლები დასცვივდა, ხანგრძლივი უწყლობის გამო, მოვლის სწორირეჟიმის აღდგენის შემთხვევაში სწრაფად ამოიყრის ახალ ტოტებს. კარგად იტანს უწყლობას,სითბოსმოყვარულია, შეუძლია ყოფნა მზეზეც და ნახევარჩრდილშიც.
სურო: ახლის პირობებშიც ამართლებს ბაღის სუროს რეპუტაციას,როგორც პრაქტიკულად უვნებლის და ამტანის. მცენარე შეიძლება დაამაგროთ საყდრენზე, ანთავისუფლად გაუშვათ. იგი ადვილად ემაგრება ნიადაგს წვრილი, მოქნილი ტოტებით. სწრაფადმზარდიდა საოცრად ძლიერი მცენარეა. მისი ბევრი ჯიში არსებობს მწვანე, ჭრელი ფოთლებითდა არჩევა შესაძლებელია ამ მხრივაც. თუმცა უპირატესობას სხვა მცენარეებთან შედარებითსწორედ მისი გამძლეობა ქმნის, მშვენივრად გრძნობს თავს ჩრდილში, არ ეშინია გვალვისდა სწრაფად აღდგება ექსტრემალურ პირობებში მოხვედრის მერე.
ეპიპრემნუმი: მისი მეორე სახელი სცინდაპდუსია.ისიც სუროს მსგავსად საკმაოდ გამძლეა, კარგად ეხვევა საყრდენს, გამოდგება ამპელურ მცენარედაც, განსაკუთრებით ეფექტურია მაღალ ჯოხებზე ან ვერტიკალურ ცენტრალურ ღერძზე დახვეული. მას ზრდიან როგორც განათებულ, ისე დაჩრდილულ ადგილზე, კარგად იტანს გასხვლას, არეშინია გვალვის და დადებითად რეაგირებს ხანგრძლივი ქმედების სასუქზე.
ვეფხისტყავა: ადრე მივიწყებული მცენარედღეს ისევ პოპულარულია ინტერიერის გასაფორმებლად, ოფისებში. მისი გრძელი დ სწორი ფოთლებიხმლის მსგავსია, არ ჰკარგავს ფორმას არც ძლიერ გვალვაში, განსაკუთრებით ლამაზია ჭრელიჯიშები, რომლებმაც თითქმის განდევნა მხოლოდ მწვანეფოთლიანი ჯიშები ბაზრიდან.  იგი ძალიან სწრაფად იზრდება განში ახალ-ახალი ამონაყრებისწყალობით და საკმაოდ ხშირ ფოთლიან კომპოზიციას ქმნის. მცენარე ადვილად მრავლდებადაყოფით, მათი გაზრდა წყალშიც შესაძლებელია, კარგად ეგუება ჰიდროპონიკასაც, თუმცა უძლებსძლიერ გვალვას და მალე ადაპტირდენა ზედმეტად მშრალ ნიადაგშიც.
სპატიფილუმი: ესეც სპარტანული, ძლიერ ამტანი მცენარეა ლამაზი, ფესვიდან მზარდი დიდი ფოთლებით გრძელ ყუნწზე და შესანიშნავი თეთრი ყვავილებით. თავადყვავილი ტარო ყვავილედს ქმნის და შეუხედავი და პატარა ყვავილებისგან შედგება, თეთრიყვავილსაფარი კი ძლიერ ეფექტურია. ეს მცენარეც ადვილდ იტანს ექსტრემალურ პირობებს დაზერელე მოვლას. იგი კარგად ეგუება სხვადასხვა ინტენსიობის განათებას და ზედმეტიმოვლა არ სჭირდება. ნორმალურ განათებაზე თითქმის მთელი წელი ყვავილობს, კვება სჭირდებათვეში ერთხელ და იმისთვის, რომ დიდხანს იყვავილოს, სჯობს, მიწა მუდამ ნამიანი იყოს.
რძიანა ტირუკალი: ამ გვარის დანარჩენ წარმომადგენლებზე მეტად გამძლეა.საკმაოდ ეფექტური გარეგნობისაა, ფოთლები სახეცვლილია და ტოტებზე არც კი ჩანს. ყველაზესაინტერესო ამ მცენარეში სწორედ ტოტებია - თხელი, მკვრივი, ხორციანი, უხვად იტოტებაკაქტუსის მსგავსად და უცნაურ სილუეტად ფორმირდება. იგი სითბოსმოყვარული მცენარეა,რომელიც იტანს იშვიათ მორწყვას.
ქლოროფიტუმი: ყოველთვის მშვენიერი შესახედაობის, გრძელი პწკალებით, რომლებზეც შვილეული როზეტებია, დედა მცენარეც  გრძელი და წვრილი, ხშირად ჭრელი ფოთლებით მშვენივრადგამოიყურება ნებისმიერ პირობებში. იგი თავს კარგად გრძნობს მზეზე, ჩრდილში, ნახევრადჩრდილში. არეშინია მორწყვის ნაკლებობის, იტანს არც ისე ნოყიერ ნიადაგს, მუდმივად მრავლდება დამისი გაახლებაც ყოველთვის შეიძლება შვილეული როზეტებით.
იმისთვის, რომ ამ ამტანმა და გამძლე მცენარეებმა გაგახარონ სილამაზით, იზრდებოდნენდიდი ჩარევის გარეშე, ეგუებოდნენ ყოველგვარ პირობებს, მინიმალური კომფორტი სჭირდებათ.მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია განათება, ამიტომ ყველაზე დიდი ყურადღება ადგილის შერჩევასუნდა დაუთმოთ. გადააადგილეთ მცენარე სხვადასხვა განათებაზე და დააკვირდით მის მდგომარეობას,ასე იპოვნით ყველაზე შესაფერის ადგილს მცენარისთვის. ასევე დააკვირდით, რამდენად იტანსმცენარე გვალვას. ზოგი კარგად უძლებს 1-2 გამოტოვებულ მორწყვას. ზოგი კი უწყლოდ 10-14 დღეც სძლებს. გასარკვევია მათი დამოკიდებულებაც სასუქის მიმართ. კაქტუსებისგარდა, მათ ხანგრძლივი ქმედების სასუქი სჭირდებათ. კაქტუსების და სუკულენტებისთვისკი თვეში ერთხელ სპეციალური სასუქის შეტანა სრულიად საკმარისია.
უპრეტენზიო მცენარეებსაც სჭირდებათ, თუნდაც მინიმალური მოვლა, არ შეიძლება ოთახისმცენარის საერთოდ უყურადღებოდ დატოვება. რამდენიმე მორწყვის ან კვების გამოტოვებითარაფერი დაშავდება, მაგრამ თუ მათ ყურადღების გარეშე დატოვებთ დიდხანს - ერთი თვით,ყველაზე გამძლე მცენარეებიც დაზიანდებიან. ზოგადად, რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთმცენარეს და მოუვლით, მით მიმზიდველი გარეგნობა ექნება მას და გაგაოცებთ კიდეც თავისიშესაძლებლობებით.

https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/347-mcenareebi-ofisistvis.html
 



04 June 0 87

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно