ლამაზად მოყვავილე ბეგონიები
მოყვავილე ბეგონიები ძალიან ლამაზ შოუს აწყობენ სახლებში, ვერც ერთი სხვა მცენარე ვერ შეედრება მათ ფერადოვნებით, სიუხვით და სილამაზით. ეს მცენარეები დიდი ხანია კულტურაში არიან და არ წარმოადგენენ ეგზოტიკურ მცენარეებს, მაინც თანამედროვე მცენარეებად მიიჩნევა და არა კლასიკად. თუმცა არც ისე მარტივი მცენარეები არიან, მათი განუმეორებლობა კი შთამბეჭდავია.
ბეგონია შემთხვევით არ გამხდარა ასე პოპულარული, იგი ორ დიდ ჯგუფად იყოფა- დეკორატიულფოთლიან და მოყვავილე ბეგონიებად, ერთმანეთს არც ერთი არ ჩამოუვარდება სილამაზით.
მოყვავილე ბეგონიებს შორის შეხვდებით ყვავილებს, რომლებიც ფორმით ვარდს, იორდასალამს, ანემონას, მიხაკს ჰგავს. სიმაღლით 20-50სმ ს აღწევს, საკმაოდ კომპაქტური ბუჩქი ან ამპელური მცენარეა და მისი ფოთლები არ ჰგავს ჭრელ დეკორატიულფოთლიან ბეგონიებს, თუმცა ფორმით მსგავსება მაინც შეინიშნება - მასაც ასიმეტრიული ფოთოლი აქვს, ძირითადად, გულის ფორმის, დაკბილული კიდეებით. სხვადასხვა ტონალობის მწვანე შეფერილობის, ბოლო დროს კი მეწამულფერიანი ფოთლების მქონე ბეგონიები მეტ პოპულარობას იძენს.
ჯიშები და სახეობები: აქ დიდ გაუგებრობას და არეულობას წააწყდებით. თანამედროვე ბეგონიების უმეტესობა ჰიბრიდებია და თუნდაც ერთ კონკრეტუულ სახეობაზე იყოს საუბარი, მაინც უამრავ ჯიშებს ნახავთ მასში, რომლებიც დღეისთვისაა გამოყვანილი სელექციონერების მიერ. მათ სხვადასხვა კატალოგში განსხვავებული სახელები აქვთ, ამიტომ სახელი დიდად მნიშვნელოვანი არცაა. მას ირჩევს თვალი, გული, გემოვნების და ინტერიერის შესაბამისად. მას ყვავილების უამრავი ფერი აქვს, არსებობს ორფერი ყვავილებიც კონტრასტულ ფერებში.
Begonia semperflorens)- მარადმოყვავილე ბეგონიების ჯგუფი, უმეტესად ჰიბრიდებს მოიცავს, რომლებიც მიიღეს 5 სხვადასხვა ლათინურამერიკული ბეგონიების შეჯვარებით. ისინი ნახევრადბუჩქებია მარტივი კვერცხის ფორმის მუქი წითელი ან მწვვანე ფოთლებით და თეთრი, ვარდისფერი ან წითელი ყვავილებით, მათ ან მარტივი ან ხუჭუჭა ფორმა აქვთ. განირჩევა მამრობითი 4 ფურცლიანი და მდედრობითი 5 ფურცლიანი ყვავილები,. უამრავი სახეობა და ჯიშია ამ ჯგუფში: «Cocktail», «Eureka», «Olimpia», «Queen», «Ambassador», «Vision», «Victory» .
«Elatior» - მსხვილყვავილა, ანემონის და ვარდის ფორმის მსგავსი, მუდმივმოყვავილე, შესაძლებელია მათი გაზრდა ბაღშიც. კაშკაშა ყვავილები უხვად ფარავს ბუჩქს.
«Belleconia», «Pendula» - და სხვა ამპელური ბეგონიები - ვარდის მსგავსი ყვავილებით, რომლებიც გადმოკიდებულია ქოთნიდან გრძელ ტოტებზე.
Begonia х tuberhybrida - მათი გაზრდა გარეთაც შეიძლება, ღია გრუნტში. ეს ჯგუფი ბოლქვიან ბეგონიებს წარმოადგენს. ყვავილობის შემდეგ მიწისზედა ნაწილი მთლიანად კვდება. ბოლქვებს დაახლოებით 3 თვე მშრალად და გრილად ინახავენ- 12-15 გრ ზე, მერე გადარგავენ, აბრუნებენ ძველ ადგილზე და აახლებენ მორწყვას და კვებას.
მოვლა: ლამაზადმოყვავილე ბეგონიები მოსავლელად არც ისე რთულია. იმისთვის, რომ შეინარჩუნონ მუდმივად ყვავილები, მაინც შედარებით მეტი ყურადღებაა საჭირო. თუმცა ისინი დამწყები მოყვარულებისთვისაც შესაფერისი მცენარეებია. ერთადერთი ნაკლი- რამდენიმე წელიწადში ერთხელ განახლება სჭირდებათ.
განათება: მცენარე კარგად ეგუება გაბნეულ განათებას, ნახევრადჩრდილს. მზის პორდაპირ სხივებს ვერ იტანს.ზაფხულის მწველ მზეს- მით უფრო. განათებული დღის ხანგრძლიობა 16 სთ უნდა იყოს. ზამთარში დამატებით განათებაზე დებენ. ყვავილობისას შეტრიალება და გადაადგილება არ შეიძლება, შეიძლება კოკრები და ყვავილები დასცვივდეს.
ტემპერატურა: ბეგონია კარგად ეგუება ზამთარში 18-20 გრ ს. ოპტიმალურია 20-25გრ. ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას მცენარე ვერ ეგუება დ კოკრებს და ყვავილებს იცვენს. არც ორპირი მოსწონს დაა ზამთარში ვერც მიწის გადაციებას იტანს.
მორწყვა და ჰაერის ტენიანობა: მისი უხვად ყვავილობისთვის სუბსტრატის ტენიანობის კონტროლი აუცილებელია. მას ზომიერად რწყავენ, მას მერე, რაც მიწის ზედა ფენა შეშრება. არ უყვარს წყლის დაგროვება ფესვებში, ზედმეტი წყალი ვნებს,ზამთარში მას მინიმალურად რწყავენ და მორწყვებს შორის მიწა თითქმის ბოლომდე უნდა გამოშრეს. სარწყავად სჭირდება რბილი ნადგამი წყალი.
ბეგონიას ჰაერის მაღალი ტენიანობა მოსწონს.ეს მის უხვად და ხანგრძლივად ყვავილობაზე აისახება. შესხურება ამ მცენარეს არ მოსწონს, ამას სხვა მეთოდებით აღწევენ. - დებენ სველ კერამზიტიან სადგამზე.“ტროპიკული“ ტენიანობა მას არ სჭირდება, საკმარისია საშუალო მაჩვენებლები.
კვება: უხვი და ხანგრძლივი ყვავილობისთვის მას სასუქი ბევრი არ სჭირდება, რადგან მგრძნობიარეა ჭარბი მინერალური ნივთიერებების მიმართ. სასუქი უნდა შეიტანონ 2კვირაში ერთხელ სტანდარტული დოზით. საკვები სჭირდება ყვავილობის და აქტიური ზრდის დროს. გამოდგება კომპლექსური ნარევიც, ბეგონია ვერ იტანს გოგირდს, მაგრამ დადებითად რეაგირებს ბორზე და მანგანუმზე. ამიტომ დამატებით შეიძლება ბორის მჟავის და „მარგანცოვკის“ გამოყენებაც.
გასხვლა: ყვავილობის მერე ესაჭიროება გასხვლა, მათ უმცირებენ ტოტებს და აცილებენ სუსტ და გამხმარ ტოტებს. დროთა განმავლობაში მცენარე კომპაქტურობას კარგავს და აღარც დეკორატიულია, ამიტომ მათ აახალგაზრდავებენ, მოჭრილ ტოტებს აფესვიანებენ და ასე თავიდან ახარებენ . ეს ბეგონიას 2-3 წელიწადში ერთხელ სჭირდება. ზოგიერთი სახეობა არაა კომპაქტური, საკმაოდ დიდი იზრდება, ბევრს დიდი ყვავილები აქვს და მის სიმძიმეს ვერ უძლებს ტოტები, ამიტომ საყრდენი სჭირდება.
გადარგვა: მას რგავენ ყვავილობის მერე ან ზრდის დაწყებამდე, თებერვალში. სჯობს ყოველწლიურად, თუმცა დიდი მცენარეები 2 წელიწადში ერთხელაც შეიძლება გადაირგას . მნიშვნელოვანია სწორი სუბსტრატის შერჩევაც- იგი უნდა იყოს ფხვიერი, ჰაერგამტარი და მსუბუქი. გამოდგება კორდის მიწის, ტორფის, ქვიშის და ნეშომპალის ნარევი - თანაბარი პროპორციით. სუბსტრატი სჯობს სუსტად მჟავე იყოს. ზოგჯერ უმატებენ პერლიტს ან ვერმიკულტს. მას რგავენ შედარებით განიერ ქოთანში, ზედაპრული ფესვების გამო. მიწის ჰაერგამტარიანობის ამაღლების და დაჭაობების თავიდან აცილების მიზნით სჯობს შედარებით პატარა ქოთნის გამოყენება. ტრადიციულად ბეგონიას ზრდიან დიამეტრით 14სმ იან ქოთნებში.
დაავადებები: ყველაზე საშიში მისთვის ნაცარა სოკოა, დაავადებულ მცენარეს ანადგურებენ. ხანდახან ემართება ნაცრისფერი ლპობა, აწუხებს ბუგრიც, რომელსაც ებრძვიან ინსექტიციდებით.
პრობლემები: ლაქები წყლის მოხვედრისას ფოთლებზე; კოკრების ცვენა ორპირში ან ტემპერატურის ცვლილებისას; ფოთოლცვენა სიცივეში; ჩრდილში ტოტების წაგრძელება და ფოთლების გაფერმკრთალება; მზეზე ან მშრალ ჰაერზე ფოთლების გამუქება ან მათი კიდეების გახმობა.
გამრავლება: ყველაზე კარგი მეთოდი ტოტით გამრავლებაა. მცენარეს აჭრიან წვეროს ტოტებზე 7-10სმ ნაწილებს, კარგი დრო ამისთვის გაზაფხული ან ზაფხულია. ტოტებს აფესვიანებენ სველ ქვიშაში დასათბურებულად. დიდ ბუჩქებს კი ყოფენ და ასე ამრავლებენ, თუმცა ამ გზით მცენარის გაახაგაზრდავება არ ხდება და საბოლოოდ ისევ ტოტის მოჭრა და მისი დაფესვიანება ხდება საჭირო.
არაჰიბრიდულ და მარტივყვავილიან ბეგონიებს თესვითაც ამრავლებენ, ითესება მიწის ზედაპირზე ადრე გაზაფხულზე, ზემოდან მიწას არ აყრიან, დებენ სითბოში კარგ განათებაზე. ნათესი სწრაფად ამოდის, მეორე ფოთლის მერე ხდება პიკირება.
https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/74--.html
თარგმანი თ. სუპატაშვილის