ოთახის პერიკალისი - კაშკაშა გვირილა
ძალიან ლამაზი პატარა მცენარეა, რომელიც მხოლოდ ერთი წელი ყვავილობს. კალათა ყვავილედები უხვად იშლება ბუჩქზე გაზაფხულობით და ეს პროცესი განუმეორებელი და უნიკალურია. ყვავილებს სხვადასხვა ფერი აქვს, არსებობს ორფერი ყვავილიც. მას სპეციფიური მოვლა და დიდი ყურადღება სჭირდება. შესაბამისად, იგი ყველასთვის არ გამოდგება.
ოთახის მცენარეებში ნამდვილი ერთწლიანები ძალიან ცოტაა, უმეტესობა კარგი მოვლით 2-და მრავალწლიანიც კი შეიძლება იყოს, ეს მცენარე კი ნამდვილად ერთწლიანია, მისი მომდევნო წლისთვის შენახვა არ ხერხდება. მისი ყვავილობა განუმეორებელია - კაშკაშა, ფერადი, ორი ფერის განუმეორებელი და წარმოუდგენელი კომბინაცია, ერთხელ ნახვით შეგაყვარებთ თავს. მაღაზიებში იგი სარვამარტოდ ჩნდება, უზარმაზარი ბუჩქები ხელოვნურ თაიგულებს ჰგავს და გაზაფხულის ბოლქვიანი მცენარეების სილამაზეს ტოლს არ უდებს.
ეს მცენარე სხვადასხვა სახელით იყიდება მაღაზიებში - უმეტესად თავყვითელად ყიდიან, - სისხლისფერი ცინერარიას სახელით. ხშირად სახლში მზარდი მცენარეები ჰიბრიდებია - სხვადასხვა სახეობების შეჯვარებით მიღებული. მათი ზომა არ აღემატება 20-70სმ ს. ფესვთან როზეტად აქვს შეკრული დიდი, ხავერდოვანი მკვეთრი ფერის ფოთლები, რომლებსაც ზედაპირული რელიეფური ძარღვები აქვს. გულის ფორმა და დაკბილული კიდეები კიდევ უფრო ალამაზებს ფოთოლს. ყვავილობა გრძელდება თვენახევარი, დაახლოებით, მარტიდან მაისამდე. თანამედროვე ჰიბრიდები 4-6 თვეც კი ყვავილობენ, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობებია საჭირო.
ასტრისებრთა ოჯახის სხვა წრმომადგენლების მსგავსად კალათა ყვავილედები კიდევ ფარისებრ ყვავილედებს ქმნიან მწვანე მასის თავზე. ყვავილები 2 -8 სმ -ს შორის მერყეობს ზომით, ფორმით ზიზილას ან გვირილას ჰგავს. ნორმალურ პირობებში ერთი ყვავილი საკმაოდ დიდხანს ძლებს, მეტ სითბოში კი რამდენიმე დღეში ჭკნება.
მისი რამდენიმე ჯგუფი არსებობს აგებულებიდან გამომდინარე - მსხვილყვავილა, კომპაქტური, მაღალი,, ყვავილები ნაირფერია - გული უმეტესად ყვითელია, თუმცა არის ნარინჯისფერი, ვარდისფერი, კრემისფერი,, გვირგვინის ფურცლები კი - იშვიათი ტონალობის თეთრი, მეწამული, ლილისფერი, ცისფერი, ლურჯი.
მოვლა: მიუხედავად მისი ეფექტურობისა, პოპულარობა მაინც ვერ მოიპოვა ამ მცენარემ, მას მეტად თავისებური პირიბები სჭირდება, რაც ძნელი შესაქმნელია სახლში, იგი სიგრილეში უნდა იყოს, ჰაერში კი მაღალი ტენიანობა უნდა შენარჩუნდეს. ყვავილობის მერე, თუნდაც შეინახონ და მეორე წლამდე მიაღწიოს, იგი აღარ იყვავილებს, უფრო ხშირად ზამთარს ვერ უძლებს და კვდება,
განათება: იგი კაშკაშა განათებას საჭიროებს, მოსწონს მზის პირდაპირი სხივებიც რამდენიმე საათით. ეს დადებითად აისახება მცენარეზე. ზოგადად, კარგად გრძნობს თავს დას. ან აღ. მხარეს, ხელოვნურ განათებას ვერ იტანს და ცუდად რეაგირებს განათების ინტენსიობის ცვლილებაზე ყვავილობისას.
ტემპერატურა: ეს ყველაზე რთული მომენტია. იგი კომფორტულად გრძნობს თავს 18 გრ ზე დაბლა, კოკრები უყალიბდება 15 გრზე. ოპტიმალურია 10-15 გრ. ძალიან მოსწონს დღე-ღამური ტემპერატურული ცვლილებებიც. იგი შეიძლება დადოთ ორანჟერეაში, ტერასაზე, აივანზე, მას ძალიან მოსწონს სუფთა ჰაერი.
მორწყვა:აქ არაფერი სირთულე არაა. იგი სტანდარტულად ირწყვება, რომ სტაბილურად შეინარჩუნოს ტენიანობა. მომდევნო მორწყვამდე მიწა უნდა შეშრეს, მაგრამ არც ზედმეტი მორწყვა და არც მიწის ზედმეტი გამოშრობა არ ივარგებს. უფრო ცუდი მეორეა, რადგან ასეთ შემთხვევაში მცენარე ვერ გამოსწორდება და სწრაფად ხმება.
შედარებით რთულია მისთვის ჰაერის მაღალი ტენიანობის შექმნა, იგი დაახლოებით 60 % უნდა იყოს. მისთვის შესხურება არ შეიძლება, ხავერდოვან ფოთლებს და ნაზ ყვავილებს წყალი არ მოეწონებათ. ამიტომ სჯობს დამატენიანებლის დადება მასთან ახლოს ან სველ კერამზიტიან სადგამზე ქოთნის დადება.
კვება: მცენარე შედარებით შეზღუდულ ვადებში ყვავილობს, თუ ჩვეულებრივი მცენარე გაქვთ, რომელიც 1-1,5 თვე ჰყვავის, მას კვება არ სჭირდება. ჰიბრიდები კი დიდხანს ყვავილობენ და დამატებით კვებაც სჭირდებთ 2კვირაში ერთხელ სტანდარტული დოზირებით. კოკრობისას ინტენსიური კვება სჭირდება. განსაკუთრებით კარგი შედეგი აქვს გახანგრძლივებული ქმედების სასუქებს,
გასხვლა: არ სჭირდება, ფოთლები კომპაქტურად აქვს განლაგებული, ყვავილებიც მშვენიერ თაიგულად ეშლება თავზე, ერთადერთი, უკვე მოყვავილებული კოკრები უნდა მოშორდეს, რომლებიც დეკორატიულ იერს აფუჭებენ, თუმცა ხელით მათი მოწყვეტა არ შეიძლება - ისინი უნდა მოაჭრათ ბასრი ინსტრუმენტით.
გადარგვა: არ სჭირდება, რადგან ყვავილობის შემდეგ მცენარეს აგდებენ. თუ იგი თესლდან იზრდება, მიწა სჭირდება მსუბუქი და ფხვიერი, ნოყიერი ნეიტრალური ან სუსტად ტუტე. მიწა უნდა შედგებოდეს კორდის, ფოთლოვანი მიწის, ქვიშის და ნეშომპალისგან - 1:1:0,25:0,5 პროპორციით.
დაავადებები: ყველაზე საშიში მისთვის ბუგრია, სითბოში მას ერთ კვირაშიც შეუძლია მოკლას მცენარე. ამიტომ მას სასწრაფოდ სჭირდება ინსექტიციდი. დაინვაზირებული მცენარე უნდა მოაშოროთ დანარჩენ ყვავილებს. გადაჭარბებული მორწყვის და დაბალი ტემპერატურის პირობებში ხშრად ემართება ნაცარა სოკო, ნაცრისფერი ლპობა და სხვა სოკოვანი დაავადებები.
პრობლემები: მომჭკნარი ფოთლები ინტენსიური განათებისას მზის პირდაპირი სხივების მოქმედებით,; მზეზე ფოთლების გაყვითლება; არარეგულარული მორწყვის გამო ბუჩქის ჭკნობა, ფოთლების მოწყენა; მაღალ ტემპერატურაზე სწრაფი მოყვავილება.
გამრავლება: იგი მრავლდება თესლით, დათესვიდან 8-9 თვეში ყვავილობას იწყებს, ამიტომ იანვრის ყვავილობისთვის იგი ითესება აპრილში, შესბამისად მარტში ყვავილობისთვის - ზაფხულში. თესლი ზედაპირულად უნდა დაითესოს, ზემოდან მიწის მოყრის გარეშე. ნათესს აფარებენ მინას და დებენ 18 გრ ზე. 10-20 დღეში ამოდის, 2- 3 ფოთლის ამოსვლის მერე ხედება პიკირება დიდ კონტენერებში, 2 თვეში კი რგავენ ცალკ-ცალკე.
თარგმანი თ. სუპატაშვილის