კლდისდუმა
მსუქანასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. სამშობლო - ცენტრ. ამერიკა, მადაგასკარი, ულამაზესი სუკულენტია, დატოტვილი, მსუქანი ხორციანი უამრავი ფოთლით, ყველა სახეობა ადვილად მრავლდება და ვითარდება.
მისი უამრავი სახეობიდან რამდნიმე ძალიან პოპულარულია:
- Sedum morganianum - ამპელური ფორმაა გრძელი, 60-100სმ სიგრძის, ჩამოკიდებული ტოტებით - რომლებზეც ბევრი მტრედისფერ -მწვანე ფოთოლია. მცენარე კარგად გავრცელებულია სახლებში და დიდი სიყვარულით სარგებლობს უჩვეულო გარეგნობის და უპრეტენზიობის გამო.
- Sedum weinbergii - ტოტები თავიდან სწორმდგომია, მერე ზრდისას ნიადაგმფენი, ფოთლები ქმნიან ვარსკვლავისებურ როზეტებს. სწრაფადმზარდი მცენარეა, მაგრამ ღერო ძირისკენ ასევე სწრაფად შიშვლდება, ამიტომ ხშირად სჭირდება განახლება.
- Sedum prealtum - წარმოადგენს ბუჩქოვან მცენარეს, 55-60სმ სიმაღლისაა, აქვს გრძელი პრიალა ფოთლები
- Sedum pachyphylium - კარგად გავრცელებული მცენარეა 25-30 სმ სიგრძის სწორმდგომი ღერებით, ფოთლები ცილინდრულია და სქელი და წითელი წვერები აქვს. გრძელი ღერები ვერ იჭერს მძიმე ფოთლებს, ამიტომ მცენარეს სჭირდება საყრდენი ან ტოტები ქოთნიდან გადმოეკიდება ხოლმე.
- Sedum rubrotinctum - წინა სახეობის მსგავსია, 25 – 30 სმ სიგრძის სწორმდგომი ღერებით, სქელი ცილინდრული ფოთლებით, რომელთა წვერები კი არა, მთელი ფოთოლი წითელია, განსაკუთრებით, თუ მცენარე მზეზე დევს.
- Sedum sieboldii - ესეც ორიგინალური შესახედაობის მცენარეა გრძელი ღერებით და მათზე სამ-სამად განლაგებული მტრედისფერ მწვანე, საშუალო ზომის ფოთლებით, რომლებსაც ცენტრში ღია კრემისფერი ზოლი გასდევს.
მოვლა: ტემპერატურა - ზაფხულში ოთახის ტემპერატურაზეც კარგადაა, თუ შესაძლებელია, სჯობს სუფთა ჰაერზე, აივანზე გატანა. ზამთარში მოსვენების პერიოდი სიგრილეში უნდა გაატარონ - ოპტიმალურია 8- 10 გრ, ან უფრო ნაკლებიც, 2-3 გრ მდე. ზოგ სახეობას, მაგ. მორგანას კლდისდუმას შეუძლია ზამთარში ოთახის პირობებში ყოფნა, თუ განათებაა საკმარისი, თუმცა მცენარე იწელება, ქვედა ნაწილი შიშვლდება და გაზაფხულზე განახლება ესაჭიროება.
განათება- მცენარე სინათლისმოყვარულია, კარგად გრძნობს თავს დას. ან სამხ, მხარეს . ასევე აღ.მხარეს, თუ არაფერი ჩრდილავს. ჩრ. მხარეს კი შეიძლება სინათლე არ ეყოს.
მორწყვა - ზაფხულში ირწყვება ზომიერად - როცა მიწა კარგად შეშრება. ზამთარში ტემპერატურის მიხედვით. თუ 20 გრ ზე ზემოთაა, - შედარებით ნაკლებ, ვიდრე ზაფხულში, თუ 25 ზე ზემოთ - უფრო უხვად, თუ 18-20 ზე ნაკლები - იშვიათად, მიწის კარგად გაშრობის მერე კიდევ რამდენიმე დღე უნდა გავიდეს მომდევნო მორწყვამდე. თუ ზამთარი ცივია, რწყავენ ძალიან იშვიათად, დაახლოებით თვეში ერთხელ.
ჰაერის ტენიანობა - მცენარეს შესხურება არ სჭირდება. მხოლოდ გაზაფხულზე ზრდის პერიოდის დაწყებისას კარგად ნამავენ მტვრის მოსაშორებლად ფოთლებიდან.
გადარგვა - კლდისდუმას არ აქვს დიდი და ბევრი ფესვები, ამიტომ ქოთანი არ უნდა იყოს დიდი . მიწა ასეთი შემადგენლობის უნდა იყოს: 1წილი კორდის მიწა, 1წილი ფოთლოვანი მიწა და 1წილი მდნარის ქვიშა. მიწას ამატებენ წითელი აგურის ფხვნილს, საჭიროა კარგი დრენაჟიც,1-2 სმ ფენა ქოთნის ძირზე. გადარგვა ხდება ყოველ წელს ან 2 წლის შემდეგ. ზოგიერთ სახეობასთან მეტი სიფრთხილეა საჭირო, მათ ძალიან ადვილად უზიანდებათ ფოთოლი, ტყდება ღეროდან, შიშველი ღერო კი არადეკორატიულია.
გამრავლება - მცენარე ადვილად მრავლდება ღეროთი, ფოთლებით, ზოგს ცვივა ფოთლები და თავისით ფესვინდება მიწაზე დავარდნის შემდეგ. თუ ღერო საკმაოდ გაშიშვლებული აქვს, სჯობს მცენარის გაახალგაზრდავება - მას აჭრიან ტოტის ზედა ნაწილს ან როზეტებს და აფესვიანებენ თავიდან.
ყველა სახეობა ძალიან გამძლე და უპრეტენზიოა, ბევრი მათგანი 2- კვირა უძლებს უწყლობას, სითბოშიც კი, თუმცა ფოთლები კი ეჭმუხნება ასე დიდი ხნით მოურწყველობის გამო. თუ მიწა გამშრალია არც ისე დიდი ხანია, მორწყვის მერე ფოთლის ტურგორი სწრაფად აღსდგება, თუ მეტად დიდი დროა გასული, მაშინ მცენარეს თავს აჭრიან და თავიდან აფესვიანებენ.
ბევრი სახეობა ადვილად ფესვიანდება წლის ნებისმიერ დროს. მიწაში ფანქრით აკეთებენ ჩაღრმავებას და შიგ არჭობენ ტოტს, რომლის ქვედა ნაწილსაც მოშორებული აქვს ფოთოლი. მცენარე შეიძლება ფოთლითაც გამრავლდეს - ქოთანში ყრიან მიწას, რწყავენ და ზემოდან აწყობენ ფოთლებს, 1-2 კვირაში ფოთლებს ფესვები გამოუვათ, მერე კი ახალი როზეტი ვითარდება ახალგაზრდა ფოთლებით. ამ ხნის განმავლობაში მიწა სულ ნამიანი უნდა იყოს, თუ დიდი მცენარე ადვილად იტანს გვალვას, დაფესვიანებულ ფოთლებს და ტოტებს უწყლოდ ზრდა უჭირთ, მათ დასათბურება არ სჭირდებათ.
კლდისდუმას ზრდიან სხვა სუკულენტების მსგავსად, მისთვის კარგი ადგილია ფანჯრის რაფა ან ჩამოკიდებული კაშპო ფანჯარასთან ამპელური მცენარეებისთვის. ოთახის სიღრმეში მისთვის ბნელი იქნება. არასაკმარისი განათების დროს ღერები ეწელება. ფოთლები შედარებით იშვიათად ზიან ღერზე. თუ ზამთარში ტემმპერატურის დაწევა არ ხერხდება, მცენარეს დასჭირდება ლუმინესცენტური ნათურებით დამატებითი განათების მოწყობა.![]()
![]()
თარგმანი თ. სუპატაშვილის