ჰოვეა
პალმისებრთა ოჯახის მცენარე.ჰოვეები - მარადმწვანე,ამტანი პალმები არიან,რომლებიც კარგად ეგუებიან ოთახის პირობებს.ბუნებაში არსებოსბს ორი სახეობა - ფოსტერის ჰოვეა Howea forsteriana და ბელმორის ჰოვეა Howea belmoreana. ეს მოზრდილი პალმები დროთა განმავლობაში ოთახის ჭერამდე იზრდება.
ბელმორის ჰოვეა Howea belmoreana - ეს ტანადი და მაღალი პალმა იზრდება 10 მეტრამდე,ღერო ძირში უფრო ფართო აქვს,ფოთლები ფრთისებურია,მოხრილი,სიგრძით 4 მეტრამდე.თვითოეული ფოთლის ყუნწი სიგრძით 35-40 სანტიმეტრს არ აღემატება.
ფოსტერის ჰოვეა Howea forsteriana - უფრო მაღალი პალმაა,სიმაღლეში სისაძლოა 12 მეტრს მიაღწიოს.ძირში ღერო არ აქვს გაფართოებული,ფოთლები ფრთისებური აქვს,ნაკლებად მოხრილი და უფრო ფართო,ვიდრე ბელმორის ჰოვეას,ფოთლის ყუნწებიც უფრო გრძელი აქვს - 1,5 მეტრამდე.ორანჟერაის პირობებში გაზრდისას ყვავის და ნაყოფსაც ისხამს.
განსხვავება ორ სახეობას შორის - ფოსტერის ჰოვეა უფრო მოზრდილია და მაღალი,7-8 წლის ასაკის ჰოვეა საშუალო ადამიანზე მაღალია,ვაიზე განლაგებული ფოთლები უფრო ფართო აქვს,ვიდრე ბელმორის ჰოვეას.ფოსტერის ჰოვეა კონასავით იზრდება,ბელმორის კი გადაშლილი.
მოვლა სახლის პირობებში: ჰოვეასთვის დაუშვებელია ფოთლის საპრიალებელი საშუალებების გამოყენება.იგი ვერ იტანს ორპირ ქარს,ამიტომ თუ მას ზაფხულობით ტერასაზე ან ბაღში დადგავთ,აუცილებელია დაიცვათ ქარისა და მზის პირდაპირი სხივებისაგან.
ტემპერატურა: მას ზომიერი ტემპერატურა ესაჭიროება მთელი წლის განმავლობაში - +16-22 გრადუსი,სასურველია +24 გრადუსზე მაღალი არ იყოს.ზამთრის მინიმალური ტემპერატურა ბელმორის ჰოვეასათვის - +16 გრადუსია,ფორესტერისათვის +10 გრადუსი.თუ ჰოვეა მაინც მაღალ ტემპერატურაზე იმყოფება,აუცილებელია შესხურება,ოთახის ხშირი განიავება,მაგრამ არ დაუშვათ ცივი,ორპირი ქარი.
განათება: ჰოვეას ნათელი ადგილი ესაჭიროება,შუადღის მზისაგან კი აუცილებელია მოჩრდილვა.მაგრამ ეს პალმა ჩრდილიან ადგილას არ უნდა მოათავსოთ,იფრთხილეთ გაზაფხულის მის სხივებისაგან,მოღრუბლული ზამთრის დღეების შემდეგ მცენარემ შესაძლოა დამწვრობა მიიღოს.ზამთარში პალმას კარგი განათება ესაჭიროება ზამთარში,თუ გრილად ვერ გამოაზამთრებთ,ჩაურთეთ დამატებითი განათება.
მორწყვა: მორწყვის სიხშირე დამოკიდებულია ტემპერატურაზე.თუმცა საერთო ჯამში ის ზომიერი უნდა იყოს - თბილ სეზონზე უხვი მორწყვა,ზამთარში კი ზომიერი ესაჭიროება.ნიადაგი ზემეტად სველი არ უნდა იყოს,თორემ ამჟავდება,ამაზე მიგვანიშნებს ფოთლების გაყავისფერებული ბოლოები.მაგრამ ნიადაგი ბოლომდეც არ უნდა გამოშრეს.უხვი მორწყვიდან მეორე დღეს ქოთანში ნიადაგი ააფხვიერეთ.
კვება: სასუქი მიეწოდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით,ყოველკვირეულად.გამოიყენება პალმებისათვის განკუთვნილი სპეციალური სასუქი ან ოთახის მცენარეების თხევადი სასუქი.ჰოვეა კარგად რეაგირებს ნეშომპალით ან გადამწვარი ნაკელით მულჩირებაზე.სასუქის მიწოდება გადარგვიდან ერთი თვის შემდეგ შეიძლება.
ჰაერის ტენიანობა: ჰოვეას ძალიან უყვარს წყლის შესხურება და შხაპი,ზოგიერთი წყაროს მითითებით ეს პალმა კარგად იტანს მშრალ ჰაერს.კარგია თუ მას დილა სარამოს ასხურებთ წყალს.ზფხულში ბაღში მდგომ ჰოვეას მოუწყეთ შხაპი სარწყავი მილით,წინასწარ კი ნიადაგს პოლიეთილენის პაკეტი გადააფარეთ.მას შემდეგ რაც ტემპერატურა +20 გრადუსს ქვემოთ დაეშვება ჰოვეას შესხურება არ ესაჭიროება!
გადარგვა: პალმას არ უყვარს გადარგვა,ამიტომ მხოლოდ მაშინ უნდა გადაირგას როდესაც ქოთნის ძირიდან ფესვები გამოუჩნდება.ანუ,ახალგაზრდა მცენარე დაახლოებით 2-3 წელიწადში ერთხელ უნდა გადარგათ, მოზრდილები კი უფრო იშვიათად.ყოველწლიურად შეუცვალეთ და აუფხვიერეთ ნიადაგის ზედა ფენა(5 სმ).სუბსტრატის შემადგენლობა: 2 წილი მსუბუქი,კორდის მიწა,2 წილი ნეშომპალა(ან 1 წილი ტორფი),1 წილი გადამწვარი ნაკელი,1 წილი წვრილმარცვლოვანი ქვიშა და ცოტაოდენი ხის ნახშირის ნატეხები.
გამრავლება: ჰოვეა მრავლდება თესლით,თუმცა საკმაოდ ძნელად - ხშირად თესლი ლპება.ამოსვლისათვის საჭირო ტემპერატურაა +23-25 გრადუსი.ითესება თებერვალ-მარტში,ტორფიანი უნივერსალური ნიადაგისა და ვერმიკულიტის თანაბარ ნარევში.ნიადაგი უნდა გასტერილდეს მიკროტალღურ ღუმელში.თესლი მუშავდება პრეპარატ ‘’მაკსიმ’’-ით(Максим),ან სხვა საშუალებით.ითესება 1 სანტიმეტრის სიღრმეზე.ნიადაგი ზომიერად ტენიანი უნდა შეინარჩუნოთ,არ დაუშვათ ობის წარმოქმნა.თესლის ამოსვლის პროცესი შესაძლოა სამ თვემდე გაჭიანურდეს,ზოგჯერ კი უფრო მეტიც.ნათესი ხშირად გაანიავეთ.
ჰოვეას გამრავლება ასევე შესაძლოა მოზრდილი მცენარის ძირის დაყოფით.ამისათვის გადარგვის დროს ფესვების ნაწილი 1-2 ფოთოლთან ერთად იჭრება ბუჩქის ნაპირიდან.ჩარგეთ მომცრო ქოთანში და პირველი კვირის განმავლობაში ჩრდილში დადგით.ფოთლების(კალმების) საშუალებით არ მრავლდება.![]()
შესაძლო პრობლემები: ფოთლების გაყვითლება: არასაკმარისი მორწყვის გამო.ასევე ნიადაგში საკვები ნივთიერებების უკმარისობით.კალცის სიჭარბით,რაც გამოწვეულია ხისტი წყლით მორწყვით.
ფოთლები ფერმკრთალდება: ზედმეტად ინტენსიური განათების გამო გაზაფხულზე ან ზაფხულში.ასევე შესაძლოა აბლაბუდიანი ტკიპით დასნებოვნების მიზეზიც იყოს.
ფოთლების წვერები ყავისფერდება და ხმება: ყველაზე შესაძლო მიზეზია მშრელი ჰაერი.ასევე არასაკმარისი მორწყვა ცხელ დღეებში.ზამთარში - ცივი ჰაერის ზემოქმედების გამო,ან ფანჯრის ცივ მინაზე შეხებისას.
ფოთლებზე ყავისფერი ლაქები: წარმოიქმნება ნიადაგის ზედმეტი სისველისას,როდესაც გრუნტი დიდხანს შრება.ან ტემპერატურის უცაბედად დავარდნის გამო,ასევე მორწყვისას ხისტი წყლის გამოყენების დროს.
ქვედა ფოთლების გახმობა: პალმების უმრავლესობას ასაკთან ერთად უხმება ქვედა ფოთლები,მათ პერიოდულად აჭრიან ბასრი დანის მეშვეობით.ეს პალმის ვარჯის ბუნებრივი აგებულებაა.
მავნებლები: პალმა შესაძლებელია დასნებოვნდეს ფარიანებით,ტრიფსით,ტკიპით და ფქვილოვანი ცრუფარიანათი,ისინი შესაძლოა აივანზე დგომისას შეესიოს მცენარეს,ან სხვა მცენარიდან გადაედოს.მათი მოცილება შესაძლებელია მავნებლების საწინააღმდეგო პრეპარატების მეშვეობით: https://yvavilebismovla.ge/preparatebi/
თარგმანი : ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის