ნემსიწვერას (გერანის) გასხვლა

ნემსიწვერას დიდი მოვლა არ სჭირდება, მაგრამ გარკვეული წესების დაცვა მაინც  აუცილებელია. მისი უამრავი სახეობაა გამოყვანილი სელექციით მე 20 ს ში და ყვავილობის ვადები ჯიშსა და სახეობაზეა დამოკიდებული. ზოგი მთელი წელიც კი ყვავილობს, ხშირად კი ყვავილობა ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე  გრძელდება. იმისთვის, რომ მცენარეს უხვი ყვავილობა ჰქონდეს, აუცილებელია გასხვლა. როდის და როგორ უნდა გაისხლას ნემსიწვერა? ამ პროცედურის გარეშე მცენარეს არადეკორატიული შესახედაობა ექნება. გარდა ამისა, ასეთი ნემსიწვერა არ იყვავლებს.
გასხვლის ვადები: პირველი ეტაპი ზამთრამდე იწყება, ეს იმიტომ ხდება, რომ ბაღის ფორმებმა ადვილად გადაიტანონ სიცივეები და ძალა შეინარჩუნონ გაზაფხულისთვის. გასხვლას იწყებენ მოყვავილების შემდეგ. თუ ზამთარი ცივია და მიწა იყინება, სჯობს მცენარე ღია გრუნტიდან ქოთანში გადაიტანონ და სახლში დადგან. მას ისევე უვლიან, როგორც სხვა სახლის მცენარეებს. მათ სინათლე უყვართ, ამიტომ ნათელ ადგილზე დებენ, - სჯობს სამხ. მხარეს.
ყვავილობის დასრულების შემდეგ ტოტებს სიგრძეში ანახევრებენ. ასე ვარჯის შიგნით კარგი აერაციაა, ფესვახლო ფოთლებსაც კარგად მისწვდება მზე, სოკოვანი დაავადების გავითარების რისკიც მინიმუმამდე დადის. ზამთარში აკვირდებიან გადანაჭერის ფერს. თუ იგი გაშავდა, ისევ ამოკლებენ ტოტებს.
თუ მცენარე თბილ კლიმატურ რეგიონშია და მიწა არ იყინება, მას  გარეთ ტოვებენ. ზამთარში  ძალზე გაზრდილ ტოტებს გაზაფხულზე ისევ ამოკლებენ. სახლის ზონალურ ბალბოფოთოლას შემოდგომაზე სხლავენ ისე, რომ ძირზე ტოტებს დარჩეს 2- 2 ფოთოლი. ბუჩქის ფორმირება ზამთარში შეიძლება. მათ გარკვეული თავისებურება აქვთ - საყვავილე კვირტებს სწრაფად ივითარებენ და ადრე იწყებენ ყვავილობას. ასე, რომ გასხვლა ყველაზე მეტად ამ მცენარეებს წაადგებათ. რაც შეეხება სუროსფოთოლა ბალბიფოთოლას, მასაც სხლავენ შემოდგომაზე და გაზაფხულზე, განმეორებით  - თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში.
სწრაფად მზარდი ნემსწვერა ზოგჯერ 50სმ ს იმატებს სიგრძეში, ასეთ შემთხვევაში, თუ ტოტებზე არაა ფოთოლი, მორწყვას ამცირებენ მინიმუმამდე, დეკემერ-იანვარში მისი გასხვლა რეკომენდებული არაა, ვინაიდან ამ პერიოდში მცენარე ისვენებს. გასხვლა გადააქვთ საგაზაფხულოდ. არ მოგერიდოთ უფოთლო ტოტების მოჭრა - გასხლულ მცენარეს სწრაფად გამოაქვს კოკრები და მერე ასევე სწრაფად იწყებს ყვავილობას.
სწორად გასხვლის წესები: გასხვლა არა მარტო მცენარის ჯანმრთელობისთვისაა საჭირო, არამედ დეკორატიულობისთვისაც, მაგრამ მთავარი პირობა გვერდითი ტოტების გამოტანა და სიმღლის შემცირებაა. პირველ რიგში უნდა დადგინდეს ჯიში. იგი ან სწორმდგომი ან მაღალღეროიანია, ან ბუჩქი. სწორედ სახეობის ან ჯიშის მიხედვით ხდება მისი ფორმირებაც. გასხვლა მცენარეს რეგულარულად სჭირდება. ანუ არ ვარგა მცენარის მიშვება, საჭიროა მისთვის სწორი ფორმის მიცემა და მერე შენარჩუნება. 

მას სხლავენ გასტერილებული ბასრი ინსტრუმენტით. ტოტს ჭრიან ფოთლის ყუნწის  ღერთან მიმაგრების ადგილის ზემოთ ირიბად. იჭრება ვარჯის შიგნით მიმართული ტოტები, მოკლდება ძლიერ გაზრდილი ტოტებიც. გასათვალისწინებელია მცენარის გენეტიკაც, გასხვლისას არ ეხებიან ზრდის წერტილს  - მუხლს  ღერზე. მას შემდეგ, რაც შეაჭრით გვერდითა ან მაღალ ტოტებს ნაპირზე, შეიძლება ცენტრშიც იმუშაოთ. კარგია ტოტებზე თავის წაწყვეტაც. ეს მცენარეს დეკორატიულობას უნარჩუნებს. 
აუცილებელია მცენარის მდგომარეობის კონტროლი და მოწყენილი ყვავილის დანახვისთანავე  მისი მოცილება, რომ მცენარემ მასზე ზედმეტი ენერგია არ დახარჯოს. მომჭკნარ ყვავილებს და ფოთლებს ხელით აცლიან, ტოტებს ბასრი დანით აჭრიან. თუ აუცილებელია ტოტის დიდი ნაწილის მოცილება, მას აჭრიან მთავარ ღერთან მიერთების ადგილზე.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

10 May 0 29

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно