რატომ უხმება ფოთოლი ნემსიწვერას

ბევრი მოყვარული მეყვავილე ხშრად აწყდება პრობლემებსმცენარეთა მოვლისას და ვერ ართმევს თავს ამ პრობლემებს. ნემსიწვვერა ზოგადად, ადვილიმოსავლელი  მცენარეა, თუმცა ხანდახან მას სხვადასხვადაავადება უჩნდება, შედეგად კი ფოთლები ხმობას იწყებს. ეს ავადმყოფობის პირველი ნიშანიადა თუ მის მიზეზს დაადგენთ, მცენარის გადარჩენასაც შესძლებთ.
მიზეზები: 1. მჭიდრო ქოთანი. თუ ფესვებს არ ექნათ საკმაო ადგილი,მცენარე სრულყოფილად ვერ გავითარდება. ამიტომ გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი უნდა გადარგოთწინაზე ოდნვ მოზრდილ ქოთანში.
2. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში არასწორი მოვლა. მცენარე ვერ იტანს სიცივეს და ორპირს,ვერც ზედმეტ წყალს, მაგრამ ზედმეტი სითბოც ასევე ვნებს მას, ამიტომ ამ პერიოდში მისთვისოპტიმალური 10-12 გრ ია.
3. დრენაჟის ნაკლებობა, კიდევ ერთი მიზეზიაფოთლის ხმობის, ამიტომ კარგი დრენაჟი აუცილებელია.
4. შემდეგი მიზეზია არასწორად შერჩეული სასუქი. ფოთლის სიყვითლე და შემდგომი ხმობაჭარბი აზოტის ბრალია ხშირად. ზაფხულში უპირატესობაუნდა მიენიჭოს ფოსფორ - კალიუმიან სასუქს.
5. და ბოლოს, არარეგულარული მორწყვაც იმავეს იწვევს. წყალზე ბევრია დამოკიდებული,- მცენარის ზრდა-გავითარება, კოკრების გამოტანა,ყვავილობა. ამიტომ მცენარეზე სწორი ზრუნვა გარანტია ნემსიწვერას უხვი და ხანგრძლივიყვავილობის.
როგორ ავიცილოთ თავიდან ფოთლის ხმობა: იმისთვის,რომ მცენარემ კარგად იყვავილოს, მისი მოვლის ყველა წესი უნდა დაიცვათ, კერძოდ:   

                                   
 - სასურველი ტემპერატურა - ზომიერ ტემპერატურაზე,ანუ  18-20 გრ ზე იგი  კარგად იზრდება, ზამთარში კი 13-15 გრ უნდა იყოს.არ ვარგა 12 ზე დაბალ ტემპერატურაზე მისი დადება, ზაფხულსა და თბილ გაზაფხულზე კი მისიგარეთ გატანაც შესაძლებელია.
 - განათება - სინათლის მოყვარულია, მას მზისსხივებიც სჭირდება, ამიტომ სჯობს მცენარის სამხ, მხარეს დადება ფანჯრის რაფაზე. თუმას საკმარისი განათება არ ექნება, მაშინ ცოტა ფოთოლი და ნაკლები ყვავილი ექნება.
 - მორწყვა - წყლის ნაკლებობა მცენარის ხმობასიწვევს. გაზაფხულ-ზაფხულზე მას უხვად რწყავენ, რომ მიწა დიდხანს დრჩეს ნამიანი. მაგრამზედმეტიც არ ვარგა. ასე ვითარდება არასასიამოვნო დაავადება - „შავი ფეხი“. იმისთვის,რომ წყალი არ დაგუბდეს ქოთანში, ესაჭიროება კარგი დრენაჟი.ზამთრში იგი იშვიათად ირწყვება- დაახლოებით 10 დღეში ერთხელ.
მარტიდან აგვისტომდე მცენარეს ზრდის პერიოდი აქვს. ამ სეზონზე მას აძლევენ სასუქსაც, სჯობს თხევადის და უფრო კალიუმშემცველის. სასუქის გარეშე ფოთლები ან არ გაეზრდება,ან ძალიან პატარა დარჩება.
მნიშვნელოვანია ასევე ჰაერის ტენიანობაც. მას არ უყვარს ტენი ფოთლებზე. ამიტომ იგიარ უნდა დადოთ იმ მცენარეების ახლოს, რომლებსაც რეგულარული დანამვა სჭირდებათ. წყალთანხშირი კონტაქტის დროს ფოთლები ლპობას იწყებს.
 - გადარგვა - თუ ამის საჭიროებაა, სჯობს გადარგოთგაზაფხულზე, როცა იგი ზრდას იწყებს. მისი გადარგვა სასურველია 2 წელიწადში ერთხელ.საყურადღებოა ქოთნის ზომაც. შედარებით მჭიდრო ქოთანში მცენარე უკეთ ყვავილობს, ვიდრეფართოში. მცენარე ადვილად ეგუება ნებისმიერ ნოყიერ ნიადაგს, თუმცა შედარებით უკეთ გრძნობსთავს შემდეგი შემადგენლობის ნიადაგში: 1წილი კორდის, 1წილი ტორფიანი მიწის და 1წილქვიშის ნარევი.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ნემსიწვერა სწორი მოვლის შემთხვევაში მუდამ გაგახარებთლამაზი ყვავილებით. მას განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, თუმცა არც მთლად მიტოვებაივარგებს.https://yvavilebismovla.ge/siaxleebi/
10 May 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно