ჰიდროპონური სისტემები
ჰიდროპონიკა ლათინური სიტყვაა და მომუშავე წყალს ნიშნავს. ბევრს ამ სიტყვის გაგონებაზე წარმოუდგება თვალწინ მზარდი მცენარეები, რომელთა ფესვები წყალშია მოთავსებული, სუბსტრატის გარეშე. თუმცა ეს მხოლოდ ერთი ტიპია ასეთი მეთოდით მცენარის გაზრდისა. მსოფლიოში კიდევ რამდენიმე მეთოდი გამოიყენება, მაგრამ სინამდვილეში ასობით სხვადასხვა მეთოდია მცენარეების გაზრდისა ჰიდროპონიკის საშუალებით.
ჰიდროპონიკის სისტემები: არსებობს ასეთი 6 ძირითადი სისტემა:
- ფიტილი, წყლის კულტურა, პერიოდული დატბორვის სისტემა, წვეთოვანი მორწყვა, საკვები ფენების ტექნიკა, აეროპონიკა. ამ ბაზისური სისტემების მოდიფიცირებით ასეულობით სისტემა იქმნება.
ფიტილი: ეს ყველაზე მარტივი სისტემაა და ყველაზე იოლი გამოსაყენებელი სახლის პირობებში. იგიპასიური სისტემაა, ანუ მასში არაა მოძრავი ნაწილები. საკვები ხსნარი მიეწოდება სუბსტრატს, რეზერვუარიდან ფიტილის საშუალებით. ამ მეთოდში სუბსტრატს წარმოადგენს პერლიტი, ვერმიკულიტი, პრო-მიქსი, ქოქოსის ბოჭკო. შედარებით ნაკლს წარმოადგენს სუბსტრატის გზით მიღებული საკვები ხსნარის სწრაფი გახარჯვა.
წყლის კულტურა: ეს ყველაზე მარტივი აქტიური ჰიდროპონური სისტემაა. პლატფორმა, რაზეც დევს მცენარე, პენოპლასტისგანაა, იგი ცურავს საკვები ხსნარის ზედაპირზე. კომპრესორიდან ჰაერი მიეწოდება აერატორს, საიდანაც ბუშტები გამოიყოფა, რაც ფესვებს ჟანგბადით ამარაგებს. ეს მეთოდი გამოიყენება სალათების, ზოგადად ტენისმოყვარე მცენარეებისთვის, თუმცა ასეთი მცენარეები შედარებით ცოტაა. იგი გამოდგება სკოლებისთვის, ძალიან მოსწონთ მასწავლებლებს, არაა ძვირი, მის დასამზადებლად გამოდგება ძველი აკვარიუმი, ან ნებისმიერი წყალგაუმტარი კონტეინერი.. მისი ნაკლი ისაა, რომ ცუდად მუშაობს დიდ ან ხანგრძლივ მზარდ მცენარეებზე.
პერიოდული დატბორვის სისტემა: ეს სისტემა მუშაობს პერიოდულად სადგამის ჩაძირვით საკვებ ხსნარში, მერე კი ხსნარს ისევ რეზერვუარში აბრუნებენ. ასე ხდება ტუმბოს გამოყენებით, რომელიც ტაიმერს უკავშირდება. ტაიმერის ჩართვისას ტუმბო ხსნარს სადგამზე ასხამს, სადაც მცენარეებია, ტაიმერის გამორთვისას ხსნარი თვითდინებით ისევ რეზერვუარში ჩაედინება, ასე ხდება დღეში რამდენჯერმე, გააჩნია მცენარის ზომას და ტიპს, სუბსტრატის ტიპის, და ჰაერის ტემპერატურის და ტენიანობის გათვალისწინებით. ეს უნივერსალური სისტემაა, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სუბსტრატის გამოყენება. სადგამზე აწყობენ კერამზიტს ან ხრეშს. თუმცა ბევრი იყენებს ცალკე ქოთანს სუბსტრატით, ასე შეიძლება მცენარის ადვილად გადაადგილება, მისი ამოღება ან ჩადება საკვებ ხსნარში. ამ სისტემის ნაკლია დამოკიდებულება დენზე, ტაიმერის ან ტუმბოს გაფუჭების ალბათობა, ფესვების სწრაფი გაშრობის შესაძლებლობა მორწყვის ციკლის დარღვევის შედეგად, თუმცა ამის მეტ-ნაკლებად გამოსწორება შეიძლება თუ ისეთ სუბსტრატს გამოიყენებთ, რომელიც დიდხანს ინარჩუნებს ტენს.
წვეთოვანი სისტემა: ეს ყველაზე პოპულარული მეთოდია მსოფლიოში, საკმაოდ მარტივია. ტაიმერი არეგულირებს ტუმბოს მუშაობას, ტაიმერის ჩართვისას საკვები ხსნარი წვეთ - წვეთად ეცემა თითო მცენარის ძირში, რევერსიულ სისტემაში ზედმეტი ხსნარი უკანვე ბრუნდება რეზერვუარში. ასეთი სისტემა უფრო ეფექტურია, რადგან ხსნარის მრავალჯერადი გამოყენებაა შესაძლებელი. გარდა ამისა ამ სისტემაში იაფიანი ტაიმერის ჩადგმა შეიძლება, რადგან არ სჭირდბა დროის სიზუსტის დაცვა.არარევერსიულ სისტემას ნაკლები მომსახურება სჭირდება, რადგან ხსნარი უკან არ ბრუნდება, რის გამოც არ იცვლება არც მჟავეობა და არც შემადგენლობა. ანუ ერთხელ ჩაასხამთ ხსნარს, კონკრეტული მჟავეობით და შემადგენლობით და ივიწყებთ ახალი პორციის მიწოდებამდე. რევერსიულ სისტემებს კი ამ მხრივ სჭირდება პერიოდული გადამოწმება.
საკვები ფენების სისტემა: ამ სისტემაში მუდმივად მოძრაობს საკვები ხსნარი, ამიტომ ტაიმერი არ სჭირდება - ხსნარი მუდმივი დენის გამოყენებით ტუმბოს საშუალებით მიედინება სადგამზე მილებში, საიდანაც კვებავს მცენარეს, და ისევ რეზერვუარში ჩადის. აქ სხვა სუბსტრატს როგორც წესი, არ იყენებენ. მცენარე პატარა კალათში აქვთ, ფესვები კი საკვებ სითხეშია ჩაკიდებული. მისი ნაკლია დენზე დამოკიდებულება ან ტუმბოს გაფუჭების საშიშროება, რის გამოც ხსნარის არმიწოდებით ფესვები სწრაფად შრება.
აეროპონიკა: ეს ყველაზე ეფექტური მეთოდია და ყველაზე მაღალტექნოლოგიურიც. აქ სუბსტრატი ჰაერია, ფესვები ჰაერშია გამოკიდებული, სადაც იფრქვევა საკვები ხსნარი რამდენიმე წთ ში ერთხელ. აქაც არ შეიძლება გაჩერება, რომ ფესვები არ გაშრეს. აქაც ტაიმერი აკონტროლებს ტუმბოს მუშაობას, მხოლოდ ხანმოკლე ციკლით, რომელიც ტუმბოს რამდენიმე წმ - ით რთავს, რამდენიმე წთ იანი ინტერვალებით.
სუბსტრატი: ეს ნივთიერებაა, რაშიც მცენარის ფესვები იზრდება, სუბსტრატი ბევრი რამ შეიძლება იყოს - მინერალური ბამბა, პერლიტი, ვერმიკულიტი, ქოქოსის ბოჭკო, ხრეში, ქვიშა, ჰაერიც კი. სუბსტრატი ინერტული ნივთიერებაა, რომელიც თავად არ კვებავს მცენარეს. კვება ხდება საკვები ხსნარის გამოყენებით. ამით კვების დარეგულირება ადვილად შეიძლება, რომ მცენარემ სწორი რაოდენობით მიიღოს საკვები ნივთიერებები.
განსხვავება ჰიდროპონურ, და ორგანულ სასუქს შორის: ორივე შეიცავს სამ მთავარ კომპონენტს - აზოტს, კალიუმს და ფოსფორს. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ჰიდროპონიკა შეიცავს ყველა საჭირო მიკროელემენტს, რასაც მიწისთვის საჭირო სასუქი არ შეიცავს. ასე მცენარეს პრობლემები შეიძლება შეექმნეს, რადგან შესაძლებელია მიწაში არ იყოს ერთი ან რამდენიმე საჭირო მიკროელემენტი. ორგანული სასუქი განსხვავებულია შემადგენლობით და მიკროელემენტების მიწოდების მეთოდებით. ორგანული სასუქი დამოკიდებულია ბაქტერიებზე და მიკროორგანიზმებზე, რომლებიც სასუქის გადამუშავებისას ათავსუფლებენ ძირითად ელემენტებს, რომლებსაც შემდეგ მცენარე მოიხმარს. ჰიდროპონიკა კი მიკროელემენტებს შეიცავს მზა რაოდენობით მცენარის მიერ გამოყენებისთვის.
მიკროელემენტები: ეს საკვები ნივთიერებებია მცენარის ჯანმრთელი ზრდისთვის - კალციუმი, მაგნიუმი, გოგირდი, ბორი, კობალტი,სპილენძი, რკინა, მოლიბდენი, თუთია. ეს ელემენტები აუცილებელია მისთვის მცირე რაოდენობით. მათ გარეშე იგი დაავადდება. სწორედ ამიტომ უკეთესია ჰიდროპონური სისტემის გამოყენება, სადაც ჰიდროპონური სასუქი იქნება გამოყენებული.
სირთულე ჰიდროპონურ მეურნეობაში: იგი შეიძლება საკმაოდ რთული იყოს კომპიუტერების გამოყენებით, რაც აკონტროლებს ყველაფერს- მორწყვის სიხირეს, საკვები ნივთიერებების კონცენტრაციას, სინათლის რაოდენობას,. მეორე მხრივ, იგი ყველაზე მარტივიც შეიძლება იყოს - სათლი ქვიშით, სადაც ერთი მცენარეა და ხელით მორწყვა ხდება. ზოგადად, ეს მეთოდი ხშირ შემთხვევაში ამ ორს შორისაა.
სახლის ჰიდროპონიკური სისტემა შედგება სადგამის, რეზერვუარის, მარტივი ტაიმერის ტუმბოს და კომრესორისგან .
ჰიდროპონიკაში მჟავეობის მნიშვნელობა: ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია არა მარტო ჰიდროპონიკისთვის. მჟავეობის შეცვლა იწვევს მცენარის უნარის შეცვლას, შეითვისოს სხვადასხვა საკვები ელემენტი. ამიტომ ამ მაჩვენებლის სწრაფი და რეგულარული შემოწმების საშუალებით უპირატესობა ენიჭება ამ სისტემას, მიწათქმედებასთან შედარებით.
რატომ მუშაობს ჰიდროპონიკა უკეთ: ეს მარტივია. მცენარეს აძლევთ იმას, რაც სჭირდება, როცა სჭირდება და რა რაოდენობითაც სჭირდება. ასე მცენარე გაიზრდება იმაზე სწრაფად და იმაზე დიდი, ვიდრე გენეტიკურადაა შესაძლებელი. მიწასთან ასე პრაქტიკულად შეუძლებელია.
ჰიდროპონიკაში მცენარე ინერტულ სუბსტრატში იზრდება, სუბსტრატიდან არაფერს იღებს და მცენარე მხოლოდ იმით იკვებება, რასაც თქვენ აძლევთ. ასე კონტროლდება მისი მჟავეობა, საკვები ელემენტების რაოდენობა. მიწაში მზარდ მცენარეებზე კი გაურვეველია - რას შეიცავს მიწა რა რაოდენობით, საჭიროა თუ არა სასუქის მიცემა, რა ოდენობით სჭირდება მისი მიმატება, რამდენი საკვები ნივთიერება წალეკა წვიმამ რომელიც ბოლო სასუქის შეტანის მერე მოვიდა? ასეთი შეკითხვები გროვდება, პასუხის გაცემა კი ჭირს.
https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/66-iis-morwyva-1.html
თარგმანი თ. სუპატაშვილის