გაზაფხულზე დასარგავი ბოლქვიანი მცენარეები
ბოლქვიანი მცენარეების უმეტესობა ვერ იზამთრებს ღია გრუნტში, რადგან ვერ იტანენ ყინვას. ამიტომ მათ რგავენ გაზაფხულზე. ასეთ ბოლქვიანებს ეკუთვნის ხმალა, და მისი ქვესახეობები - გლამინი, აციდანტერა, ასევე მრავალწლიანებიდან - გეორგინა, ტიგრიდია, იქსია, სპარაქსისი.
ხმალა,გლამინი და აციდანტერა: მათ ღია გრუნტში აპრილ-მაისში რგავენ, როცა ღამის ყინვების საშიშროება აღარაა. ზოგჯერ ზრდის დასაჩქარებლად პრაქტიკაში იყენებენ ბოლქვების სახლში, კონტეინერში გამოზრდას. ასე იქცევიან გვიანმოყვავილე მცენარეების შემთხვევაში, როცა პირდაპირ გრუნტში დარგვისას ისინი ვერ ასწრებენ ყვავილობას.ბოლქვების დარგვის სიღრმე ღია გრუნტში 3-4 სმ უნდა იყოს, ბოლქვებს მიწიდან სექტემბერში იღებენ. თუ ამ მომენტისთვის ფოთლები კიდევ არაა გამხმარი, მათ ჭრიან ბოლქვიდან 10სმ სიმაღლეზე.
გეორგინა: მის სხვადასხვა სახეობას რგავენ მაისში ღია გრუნტში 20-30სმ სიღრმეზე. დიდ ბოლქვებს ანაწევრებენ. მოყვავილების შემდეგ ღამის ყინვების დაწყების წინ კი მიწდან იღებენ და აჭრიან ღერებს ძირიდან 15-20 სმ ზე.
ბაბიანა: ეს მცენარეც მაისში ირგვება 2სმ სიღრმეზე. ყვავილობს აგვისტო-სექტემბერში, მას კარგად გადააქვს რბილი ზამთარი ღია გრუნტში, თუ დააფარებენ. მაგრამ გარისკვად არ ღირს და სჯობს ბოლქქვების ამოღება სექტემბრის ბოლოს. ვინაიდან მცენარე გვიან ყვავილობს, მიწისზედა ნაწილი ვერ ასწრებს გახმობას ამ დროისთვის. ბოლქვებს არც ისე მჭიდროდ აწყობენ თბილ შენობაში. მას მერე რაც ღერები ჩახმება, მათ ნარჩენებსაც აშორებენ, ბოლქვებს ასუფთავებენ და ინახავენ
იქსია: ღია გრუნტში დარგვამდე მას სახლში, კონტეინერებში ზრდიან დაახლოებით 4-6 კვირა. ასე გაზრდილი მცენარე დროულად იყვავილებს ეზოში, სადაც გადააქვთ მაისის ბოლოს. ბოლქვებს არ რგავენ ღრმად. იგი ყვავილობს სექტემბერში, მას სქელი მკვრივი ღერები აქვს და ბოლქვები ყინვებისთვის ვერ ასწრებს მომწიფებას, ამიტომ ყვავილობის დასრულებისთანავე იღებენ მიწიდან და ღერებს აცდიან გახმობას, ამას 3კვირიდან 2 თვემდე დრო სჭირდება. ბოლქვებს დებენ მშრალ, თბილ ოთახში, რომელიც კარგად ნიავდება, ასე იცავენ მათ ლპობისგან.
სპარაქსისი: მის ბოლქვებს რგავენ მაისში მზიან ადგილზე 5-7 სმ სიღრმეზე. თუ განათება არაა საკმარისი, შეიძლება მცენარემ არ იყვავილოს. თუ პირობები მოეწონა, იგი იყვავილებს აგვისტოში. ბოლქვებს მიწიდან სექტემბრის ბოლოდან იღებენ.
ტიგრიდია: ირგვება მაისში, ასევე მზიან ადგილზე 5 სმ სიღრმეზე. ყვავილობა იწყება ივლისის ბოლოს და გრძელდება 1,5 თვე, თუმცა ერთი ყვავილი მხოლოდ ერთ დღესაა გაშლილი, იმავე ბუჩქზე მერე სხვა იშლება. ბოლქვებს იღებენ სექტემბრის ბოლოს.
როცა საუბარია ბოლქვიან მცენარეებზე, რატომღაც ყველას პირველ რიგში პირველმოყვავილე მცენარეები ახსენდებათ - ტიტები
ნარცისები, კროკუსი.. თუმცა ზაფხულში მოყვავილეები არანაკლებ ლამაზი სანახავია. https://yvavilebismovla.ge/metodebi/198-ra-iteseba-martshi.html
თარგმანი თ. სუპატაშვილის