ვენერას ბუზიჭერია

 მას კიდევ ერთი სახელი აქვს - დიონეა.იგი ითვლება ერთერთ ყველაზე ეგზოტიკურ მცენარედ, რომლის სახლში გაზრდაც შეგიძლიათ. იგი მტაცებელია და მიუხედავად მისი მცირე ზომებისა, საკმაოდ უცნაურად და აგრესიულად გამოიყურება. მოვლა არც ისე რთულია, თუმცა საკმაოდ პრეტენზიული მცენარეა. დიონეა ძალიან მოსწონთ მათ, ვისაც მცენარეებზე დაკვირვება უყვარს. მას საკმად ორიგინალური კვების და მონელების პროცესი აქვს. ზოგს იგი ნეფენტესში ეშლება, ზოგს - დროზერაში, ეს ორივე მცენარე ცოცხალ არსებებს ჭამს, მაგრამ ამით მთავრდება მსგავსება - გარეგნულადაც და მოვლის წესებითაც განსხვავდებიან.
მოვლა:განათება: მცენარეს არ მოსწონს ჩრდილში ყოფნა, ამიტომ ერთერთი მთავარი პირობა მისი ზრდა-გავითარებისთვის მზეზე ყოფნაა, ზოგ წყაროში ურჩვენ პირდაპირი მზის სხივების ქვეშ არანაკლებ 4 სთ ყოფნას, თუმცა მისი ფესვები ვერ ეგუება ნიადაგის გათბობას. ამიტომ თუ იგი მუქი ფერის ქოთანშია ჩარგული, შეიძლება გადახურდეს მისი ფესვები მზეზე დგომისგან. ამის თავიდან ასაცილებლად ან ღია ფერის ქოთანში უნდა ჩარგოთ, ან ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწა არ გადახურდეს. ან კიდევ დადეთ მცენარე დას. ან აღ. ფანჯრის რაფაზე. ჩრდილოეთის მხარე მისთვის მეტად ჩრდილიანი იქნება. ამ მცენარეს არც ჩახუთული ჰაერი მოსწონს, ასეთ პირობებში იგი იხუთება და მალე კვდება. თბილ ამინდებში მისი გარეთ გატანაც შეიძლება, თუმცა ხშირი გადაადგილებების და გადარგვების მომხრეც არაა. ეს სტრესია მისთვის, ამიტომ შეარჩიეთ ერთი ადგილი გარეთ, ერთიც სახლში და მერე ნუღარ შეუცვლით ადგილს. თუ იგი მხოლოდ სახლში იზრდება, კარგად იგრძნობს თავს დამატებითი განათების ქვეშ.
მორწყვა: ბუზიჭერია არა მხოლოდ ჰაერის, არამედ წყლის შემადგენლობის მიმართაც მომთხოვნია.

ონკანის წყალი სხვა მცენარეებს თუ დიდად არ ვნებს, ბუზიჭერიას ძლიან აზიანებს, არც წვიმის წყლის გამოყენება ივარგებს - ეკოლოგიურად არახელსაყრელი პირობების გამო არც წვიმაა დიდად სუფთა. მის სარწყავად სჯობს მხოლოდ გაფილტრული წყლის გამოყენება, ან კიდევ ადრიანად წამოდუღებული წყლის დასხმა.  მცენარეს რწყავენ, როცა მიწის ზედა ფენა შეშრება. არ ვარგა არც ზედმეტად გაშრობა და არც ზედმეტი მორწყვა. დიონეა შეიძლება მორწყოთ ზემოდანაც და სადგამიდანაც.
კვება: დიონეასთვის სასუქი და სხვა ასეთი ტიპის საკვების მოცემა დაუშვებელია- ეს შხამია მისთვის. 

მცენარე ცოცხალი არსებებით იკვებება და მათგან იღებს საჭირო ნივთიერებებს. უმეტესად კი თავად აწარმოებს მისი სიცოცხლისთვის საჭირო ნივთიერებებს. ცოცხალი არსებები აზოტშემცველი „დესერტია“ მისთვის. კვების პროცესი საკმაოდ საინტერესოა.
როდესაც მცენარეს აზოტი აკლია და მშიერია, მაშინ ცდილობს ცოცხალი მწერების - ბუზების და კოღოების დაჭერას, სხვა დროს ისინი მცენარეს არ აღელვებს. მცენარის გაღიზიანება გსართობად არ ვარგა, იგი დიდ ენერგიას ხარჯავს მწერის დაჭერა- გადამუშავებაზე. მისი „პირი“ მხოლოდ სამჯერადი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა და მერე კვდება. ამიტომ უნდა დაიმახსოვროთ, რომელ „პირს აჭამეთ“, მომდევნო ჯერზე სხვას უნდა მისცეთ საჭმელი. არააა აუცილებელი, ყოველ ჯერზე ყველა პირი გამოკვებოთ, საკმარისია ერთ ან ორ „პირს“ აჭამოთ.
 მცენარე მხოლოდ ცოცხალ საკვებზე რეაგირებს, ამიტომ დაუშვებელია მისთვის სუფრიდან აღებული საკვების მიცემა. მცენარე შეიარაღებულია სპეციალური ბეწვებით, რომლ;ებიც რეაგირებს შეხებაზე და რხევებზე  და იძლევა ბრძანებას, დახუროს  ხაფანგი, მერე კი გამოიმუშავებს მომნელებელ წვენს, მათ გადასამუშავებლად. საკვების  ნარჩენები უნდა გამოუღოთ მცენარეს, რომ არ დაიწყოს ლპობა, რაც საბოლოოდ მის სიკვდილსაც იწვევს.მნიშვნელობა აქვს მსხვერპლის ზომასაც, დიდს ვერ ერევა, ნარჩენები ლპება.
იგი საკმაოდ იშვიათად ჭამს-ერთხელ თვეში ან 2 თვეშიც კი. სადილობაც ხანგრძლივი პროცესია - დაახლოებით 10 დღე გრძელდება. უნდა გახსოვდეთ, რომ ზედმეტი საკვები, ანუ ჭარბი აზოტი მავნებელია მცენარისთვის, იგი ავადდება, სუსტდება და შეიძლება მოკვდეს კიდეც.

ზამთარში იგი ისვენებს, არ  იკვებება. ასევე უარს აცხადებს საჭმელზე სტრესულ სიტუაციაში - გადარგვისას, ავადმყოფობისას, სინათლის ნაკლებობის ან პირობების უეცარი ცვლილების დროს, ამიტომ მისი სახლში მოტანის მერე უცებ არ კვებავენ. ქუჩაში მყოფი მცენარე თავისთავს თავად მიხედავს, ამაზე მუთითებს მისი დახურული „პირები“.
მოსვენების პერიოდი: შემოდგომიდან იგი იწყებს მზადებას მოსვენების პერიოდისთვის.ფოთლები უხმება, უშავდება და სცვივა. მცენარე იჭმუხნება, პატარავდება, იძენს ავადმყოფურ შესახედაობას. ასეთ დროს გამოუცდელები პანიკაში ვარდებიან, ჰგონიათ, მცენარე  კვდება და ცდილობენ რეანიმირებას - გადააქვთ სითბოში, სინათლეში, რწყავენ, მაგრამ ნერვიულობისთვის მიზეზი არ არსებობს, იგი ასე ისვენებს და არც არაფერი სჭირდება, პირიქით - მას დებენ გრილ ადგილზე, სიბნელე აუცილებელი არ არის, გამოდგება სარდაფიც. ასე რჩება იგი თებერვლამდე, მხოლოდ პერიოდულად ამოწმებენ ნიადაგს. იგი უნდა იყოს ოდნავ ნამიანი. თებერვლის ბოლოდან იგი იღვიძებს, თუმცა საკმაოდ ნელა და საბოლოოდ მხოლოდ გაზაფხულის ბოლოს დგება ფორმაში.
გადარგვა: არ სჭირდება, რადგან მიწა არ იფიტება, არ მარილიანდება, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: მას საკმაოდ გრძელი ფესვები აქვს, სუსტი და ნაზი. ეს უნდა გახსოვდეთ, ამიტომ  შეურჩიეთ შესაფერისი ზომის ქოთანი, ფერზე ადრე ითქვა. ნიადაგი უნდა შედეგებოდეს ტორფნარევი ქვიშისგან, გადარგვიდან 3-4 დღე დებენ ჩრდილში და რეგულარულად რწყავენ.

         
გამრავლება:  მრავლდება შვილეული მცენარეებით ან საყვავილე ღერით.
„შვილებით“ - საკმაოდ მარტივი  მეთოდია და ხშირად გამოიყენება, მაგრამ ასე შესაძლებელია მისი გამრავლება შედარებით იშვიათად - 3 წელიწადში ერთხელ. იგი ოჯახურ გარემოს ამჯობინებს ზრდის დროს, და ხშირი დაყოფა ასუსტებს. დაყოფა ფრთხილად უნდა მოხდეს, რომ ნაკლებად  მოხდეს მცენარის ტრამვირება. კარგია, თუ გამოიყენებთ ბასრ ინსტრუმენტს, დაყოფის მერე საჭიროა დეზინფიცირება გააქტივებული ნახშირით ან ფუნგიციდით.
თესლით - საკმაოდ რთული და თავისებური მეთოდია, გამოიყენება მხოლოდ პროფესიონალების მიერ.  ასე მრავლდება გაზაფხულზე, ყვავილობისას. ყვავილიც ორგინალური აქვს - ამოაქვს გრძელი საყვავილე ღერო, თითქმის ნახევარ მეტრამდე სიმაღლის. ამასაც დიდი ენერგია სჭირდება, განსაკუთრებით უჭირს ახალგაზრდა მცენარეს. სუსტი მცენარისთვის ყვავილობას ცუდი დასასრული აქვს ხშირად. ამიტომ თუ ეჭვი გეპარებათ მის შესაძლებლობებში, ან უკვე მოყვავილე მცენარე შეიძინეთ, ნუ გარისკავთ - სასწრაფოდ მოაჭერით საყვავილე ღერო.
საყვავილე ღერით - ასე ამრავლებენ მცენარეს, როცა ღეროს სიმაღლე სულ 4-5 სმ ია. მას აჭრიან და1 სმ ზე არჭობენ ტორფში. აფარებენ თავზე და უწყობენ სათბურის პირობებს. მერე ელოდებიან ახალი ნაზარდის გამოჩენას, ეს საკმაოდ ნელი პროცესია, პერიოდულად ანიავებენ და ნამავენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება დაჭკნეს, უსიცოცხლო შესახედაობა ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაფესვიანება არ შედგა. კიდევ უნდა მოიცადოთ ერთი, ორი თვე. თუ ყველაფერი კარგადაა, მალე ახალ ნაზარდს შენიშნავთ, რაც ნიშნავს, რომ ცოტა ხანში ახალი ეგზოტიკური მცენარე გექნებათ.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

24 April 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно