ესქინანთუსის შესახებ

დეკორატიული ოთახის მცენარეა, ბევრი მოყვარული მას არასწორად უვლის, მაგრამ საქმის გამოსწორება ყოველთვის  შესაძლებელია. სამშობლო - ინდოეთის და ს.აღ. აზიის ტროპიკებია. ბუნებით იგი ეპიფიტს წარმოადგენს, აქვს მკვეთრი მწვანე ტყავისებური ფოთლები წაწვეტებული ბოლოებით და ლამაზი წითელი ან ნარინჯისფერი ყვავილები. სახლში იშვიათად გვხვდება, რადგან საკმაოდ პრეტენზიულია, თუმცა, მისგან დეკორატიული მცენარის მიღება მონდომებით და შრომით ნამდვილად შესაძლებელია. შეიძლება არც ისე უხვად იყვავილოს, მაგრამ ფოთლების წყალობით მაინც მიმზიდველ მცენარედ წარმოგვიდგება, იგი ამპელური მცენარეა და ლამაზად ჩანს თაროებზე ან ჩამოკიდებულ კაშპოებში.
ტემპერატურა: სითბოსმოყვარულია, კომფორტულად გრძნობს თავს 20-25 გრ ზე. ზამთარში შეიძლება იყოს იმავე პირობებში, მაგრამ თუ სიგრილეში გექნებათ, 15-18 გრ ზე, უკეთ მოემზადება კოკრების გამოტანისთვის, და საკმაოდ ადრეც - თებერვალ-მარტში გამოუვა უკვე. მას არ მოსწონს ორპირი, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება დ სინესტე, ამიტომ მცენარეს არ დებენ ღია ფანჯრებში, ზამთარში კი ცივ რაფაზე მინასთან ახლოს.
განათება: კარგადაა განათებულ ადგილზე არაპირდაპირი მზის სხივების ქვეშ, ზაფხულში ესაჭიროება ჩამოფარება, თუ რაფაზე დგას.
მორწყვა: ირწყვება ზომიერად, გრუნტის გამოშრობისას, არც ზედმეტი სიმშრალე და არც ზედმეტი წყალი არ უყვარს, მიწა ცოტა უნდა შეშრეს, რადგან მეტი წყალი ფესვებში იწვევს ფოთლების გაყვითლებას  და ცვენას.
ჰაერის ტენიანობა: მას დანამვა ესაჭიროება, თუმცა სძლებს მის გარეშეც. გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში კარგია შესხურება დღეში ორჯერ თბილი რბილი წყლით.
გადარგვა: უკეთესია მიწიანად გადატანა ცოტა დიდ ქოთანში წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. მიწა ნებისმიერი ნოყიერი ივარგებს ცოტ კერამზიტის დამატებით, ქოთნის ძირში კარგა მოზრდილი დრენაჟის ფენაა საჭირო. ყვავილობის მერე უნდა გაისხლას, ასე უკეთ დაიტოტება და დეკორატიული თვისებები გაუმჯობესდება.
ყვავილობა: საინტერესოდ ყვავილობს ესქინანთუსი - ჯერ გამოჩნდება კოკრები, მერე მუქი ბორდოსფერი ჯამის ფოთოლაკები, მერე კი მკვეთრად წითელი ან ნარინჯისფერი ხავერდოვანი ყვავილები იშლება. ხელსაყრელ პირობებში ხანგრძლივად ყვავილობს- აპრილიდან სექტემბრამდე.
გაახალგაზრდავება: 4-5 წლის მცენარე კარგავს დეკორატიულობას, ტოტები ეწელება, ქვედა ნაწილი ღერებს უშიშვლდება, ასეთ შემთხვევაში ძველი მცენარე უნდა შეიცვალოს ახლით, რომელსაც ქვედა მოჭრილი ტოტებიდან ზრდიან.
ამრავლება: ადვილია ტოტების დაფესვიანებით - აჭრიან ტოტის ზედა ნაწილს 8-10 სმ სიგრძეზე 5 - 6 მუხლით. ქვედა ფოთლებშეცლილ ტოტებს დებემ ან წყალში, ან ნამიან ტორფნარევ ქვიშაში. ზემოდან აფარებენ პოლიეთილენს დ აქვთ სითბოში. დაახლოებოთ 2-3 კვირაში ტოტები დაფესვიანდება.
კვება: სჭირდება კომპლექსური უნივერსალური სასუქი ან სასუქი მოყვავილე მცეარეებისთვის ნახევარი კონცენტრაციით, ზრდის და ყვავილობის პერიოდში, ზამთარში მას არ კვებავენ.
დაავადებები: საკმაოდ მდგრადი მცენარეა დაავადებების მიმართ და არც მავნებლები სტუმრობენ ხშირად. ყველაზე ხშირად მას ფოთლები უყვითლდება და სცვივა. მიზეზი - გადამეტებული მორწყვა, სიცივე, ორპირი ან არასაკმარისი განათებაა.
მავნებლებიდან - აზიანებს ბუგრი ან ტრიპს
ები. შეცდომები მოვლაში - მორწყვის გადამეტება, სინესტე, ორპირი, -  ასევე იწვევს მის დაავადებას ნაცრისფერი ლპობოთ ან სხვა სოკოვანი დაავადებებით.

თარგმანი თ. სუპატაშვილის
10 April 0 15

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно