შროშანა - გაზაფხულის სიმბოლო
შროშანას ნაზი პატარა ზანზალაკების მსგავსი ყვავილები ხშირად ალამაზებს გაზონების და კლუმბების ჩრდილიან კუთხეებს. როგორც კი თოვლი დადნება, ამოყოფენ თავს და ირგვლივ ნაზი სურნელი დატრიალდება. მისი დარგვა და მოვლა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.
დარგვა: ამისთვის საუკეთესო დროა შემოდგომა, თუმცა გაზაფხულზეც შეიძლება, სჭირდება ჩრდილი ან ნახევრადჩრდილი. კარგად იზრდება ფესვის დაყოფის შემდეგ და მალე იყვავილებს, თუმცა შეიძლება თესლითაც გამრავლდეს. გაზაფხილზე თესავენ აპრილ -მაისში, შემოდგომაზე კი - სექტემბერში, როცა მცენარეების ფოთლები გაყვითლებას დაიწყებს.
ნიადაგი: მოსწონს ნებისმიერი, გარდა ჭაობის და მლაშობისა. უკეთ ხარობს მსუბუქ სუგლინურ, დაბალი ან საშუალო მჟავიანობის მქონე ნიადაგზე, რომელიც კარგი წყალ- და ჰაერგამტარია. ირგვება 1.5-3სმ სიღრმეზე. მათი ერთად ბევრის დარგვა არ შეიძლება, - შეუძლება დემართოს ნაცრისფერი ლპობა. დარგვის მერე კარგად ირწყვება, მას არ მოსწონს მშრალი მიწა, იგი ასეთ პირობებში არ მოკვდება, მაგრამ არც იყვავილებს, ან წვრილი და ცოტა ყვავილი ექნება. ამიტომ იგი მუდმივად ტენიან ნიადაგს საჭიროებს.
მოვლა: მარტივი მოსავლელია, დაფესვიანების შემდეგ (20-25 დღე), შეიძლება ორგანული სასუქის მიცემა. მინერალური მხოლოდ ერთი წლის მერე დასჭირდება. თუმცა მათ გარეშეც კარგად ხარობს და მრავლდება. მორწყვა აუცილებელია, ხშირი, მაგრამ ისე, რომ ფესვებში სინესტე არ ჩაუდგეთ. მერე კი სარეველებიც უნდა ამოძირკვოთ ხელით მათ გარშემო.
გამრავლება: ერთ წელიწადში შროშანას ფესვები 15-20 სმით იმატებს სიგრძეში, ამიტომ აგრესიულ მცენარედ ითვლება. მრავლდება თვით ჩათესვითაც, ხელსაყრელ პირობებში ამ მცენარის მთელ მინდორს მიიღებთ მალე, რომელიც სულ უფრო მეტი ტერიტორიის დაკავებას ეცდება. სჯობს მისი გამოხშირვა 2-3 წლიწადში ერთხელ, რომ ძალიან არ გამრავლდეს, რადგან მერე ყვავილობას წყვეტს და ერთ საყვავილე ღერზე 12-14 ყვავილის ნაცვლად სულ 2-4 ცალი- ღა ექნება.
ყინვაგამძლეობა: ზამთარში მას დაფარება არ სჭირდება, თუმცა სელექციურ ჯიშებთან ყურადღებაა საჭირო და მათი გამოზამთრების წესების გულდასმით გაცნობაც აუცილებელია.
მთელი მცენარე შხამიანია, მასთან მუშაობენ ხელთათმანებით, ბავშვები არ დაიშვებიან მის ნაყოფთან, რომელსაც მკვეთრი ფერი აქვს, რაც მაგნიტივით იზიდავს პატარებს, თუმცა მისი შემადგენელი ნივთიერებებისგან მზადდება საგულე პრეპარატები .
ჯიშები: საკმაოდ ბევრია, მათგან პოპულარული შემდეგია: convallaria albostriata - აქვს დეკორატიული ზოლიანი ფოთლები, რაც ყვავილობის მერეც რჩება და ჩრდილიან კლუმბებს ალამაზებს.
convallaria flore plena - უხვად მოყვავილე ჯიში, აქვს 10-12 ხუჭუჭა ყვავილი.
convallaria rosea - საოცრად ნაზი ვარდისფერი ყვავილებით ალამაზებს ეზოს.
ბევრგან სწამთ, რომ მას ჯადოსნური თვოსებები აქვს და შეუძლია ბოროტი ხალხის აცილება სახლიდან, დღეს იგი ბევრ ეზოში იზრდება, ხშირად სახლის წინ, რომ არაკეთილმოსურნე ხალხი არ შეუშვას სახლში. ასევე შეხვდებით მას ჭიშკართანაც,- მის ორივე მხარეს., ასე, რომ მას არა მარტო სილამაზის და სურნელის, არამედ სხვა სასარგებლო თვისებების გამოც აფასებენ.
თარგმანი თ. სუპატაშვილის